დააბრალე ეხლა ყველაფერს

ჰაერს ცას და მიწას..
და ერთი პერიოდი მეც ვაბრალებდი ტელევიზიას და სხვა საინფორმაციო საშუალებებს-ადებილებენ ხაალხს ჰაი ჰუი.. შენი ჭირიმე რა, ტვ.ში ის გადის რაც ხალხის უმეტესობას მოსწონს და უყურებს.. არ უყურონ ამ შენ დეგენერატ სერიალებს და ტელევიზიაც შეწყვეტს მათ გაშვებას, რა დებილები არიან წამგებიან პროექტები გაუშვან?.. ძალიან სწორადაც იქცევიან.. მაგალითისთვის გეტყვი უბრალოდ.. ოცი ათასი გადაცემა და სიმართლის დრო რომ გაუშვან ერთსა და იმავე დროს აი ტავს დავდებ უმეტესობა სიმართლის დროს უყურებს.. ეს არის ფაქტი..
ეს ტელევიზიას რაც შეეხებოდა..
ხელისუფლება.. ხო მეტყვი რეფორმებიო, ისინი არ აკონტროლებენო და ტაში ტუშიო- არაა ეგრე საქმე რა, შენ თუ არ გინდა ვერანაირი ხელისუფლება და რეფორმა ვერ გიშველის.. რა თქმა უნდა მეტყვი რომ ხო შეიძლება ისეთი პროექტები მოამზადონ,რომელიც უფრო ჩაითრევს, დააინტერესებს ხალხს- კეთდება გენაცვალე.. მეტი რა ქნან.. მაგისტრატურას აფინანსებენ, ბიბლიოთეკებს აკეთებენ.. აბრალე ხელისუფლებას შენი გაუნათლებლობა მაშინ და ცუდ ამინდს კიდე.. ძალიან ზოგადად ვსაუბრობ და არ მინდა უფრო დეტალურად ვისაუბრო ამაზე.. არცაა მგონი საჭირო..
მოსახლეობაში რას გულისხმობ?.. რადგან ზოგადად ყველას IQ 20ია უი ჩემიც 20 უნდა იყოს?.. თუ როგორ?.. იმაში დაგეთანხმებოდი რომ ადამიანის რარაც საკითხისადმი გაურკვევლობა მხოლოდ მისი პრობლემაა... აქ შედის-ხალხის ზოგადად- ნათქვამიც..
ამოვიდა ყლში ეს თქვენი მოსახლეობის ბრალია და ხალხის ბრალია.. ყველა ისეა როგორც უნდა, ნუ გამოიტანთ დასკვნებს ან ნუ გააკეთებთ რამე არჩევანს იმაზე დაყრდნობით თუ როგორია ხალხის დონე,შეხედულება ამ საკითხისადმი.. ეს მარტო განათლებაზე კი არა ზოგადად ცხოვრების კულტურაზეც აისახება..
მე ძალიან ბევრი მიკლია იქამდე რომ გავიგო რას ნიშნავს იყო განათლებული და არ ვფიქრობ რომ მაგ კითხვაზე პასუხის გაცემა რამეს ნიშნავდა.. მაგრამ არ გაცემა უკვე ნიშნავდა.. რისი თქმა მინდა.. ჩემი აზრით, ბავშვის აღზრდას უნდა მიენიჭოს დიდი ყურადღება, პატარაობიდანვე შვილს თუ არ მიუთითე რომელიმე წიგნზე, არ დააინტერესე, რაღაც მიმართულება არ უჩვენე, არ მიაწოდე ის ლიტერატურა რამაც ბავშვი უნდა გამოკვებოს, წარმოდგენა შეუქმნას ზოგადად ცხოვრებაზე, გემოვნება რომ უნდა ჩამოუყალიბოს, მაშინ ნუ გაგიკვირდებათ ეს ბავშვი 17წლის ასაკში გარტყმაში რომ არ იქნება აკაკის შემოქმედების.. იმედია გასაგებად ვწერ..
ლიტერატურაში ამაზე ვესაუბრებოდი ერთ ფორუმელს.. საუბრობდნენ Fუ რა თაობა მოდისო, კოელიოს რომ მამად აღიარებენო.. ხოდა მანდ ვთქვი რომ ეგ მაგ ბავშვის ბრალი კი არა, მშობლების ბრალია.. ნაწილობრივ სკოლისაც.. თუ რაღაც ეტაპები არ გაიარე ბავშვობიდან, ის ეტაპები რომელიც გაძლევს მართლა ზედაპირულ წარმოდგენას თუ რა არის კულტურა, ქართული კულტურა, ხელოვნება ა.შ მაშინ შენ მანველიძე მოგეწონება აბა რა, და ფალიაშვილი ვინ იყო და რატო იყო აზრზე არ იქნები..
მე ძალიან ბევრს ვიცნობ ისეთს,რომელმაც არ იცის ელემენტარული გალაქტიონია ტაბიძე თუ გალაკტიონი.. ეს ცუდია, მაგრამ ეს არის მშოობლის ბრალი! ინტერესი როგორ გაგიჩნდება გაიგო ვნ იყო თუნდაც სტურუა თუ რაიმე სახის ინფორმაცია არ მოგაწოდეს ?.. კი მეტყვით ინფორმაციის მიწოდება მხოლოდ სახლში უნდა ხდებოდესო?.. მე ვფიქრობ რომ პატარაობის ასაკიდან კიიიი.. რარაც მაინც რომ იცი, შემდეგ მეტ-ნაკლებად გჭირდება მშობლის/მასწავლებლის რცევა დარიგება თუ რა წაიკითხო ან რამე, იმიტომ რომ მერე შენც უკვე ეძებ, იცი რა გინდა, რა არ გინდა..
თითები დამეღალა..
ძალიან რთულია 18წლის ასაკის ადამიანმა თავიდან გაიაროს ის, რაც უნდა გაევლო სკოლის დამთავრებამდე,დაახლოებით მაინც.. ამ ეტაპების გაუვლელობის შედეგი იყო სწორედ ნაჩვენები ამ გადაცემაში..
დამნაშავე #1: ოჯახი
დამნაშავე #2: სკოლა
თუმცა მე დარწმუნებული ვარ ჩვენი სტუდენტები უფრო მაგრები არიან.. მართლა არ მჯერა რომ უმეტესობა ასეთია..