beqaGფილიალები არ გაქვთ? მარტო ერთI ოფისია?
მოკლედ სანამ 100 კილოს აწევ ჯერ 10 კილოიან გირებზე დაიწყე ვარჯიში

ანუ
შენთვის ქსელები, სვიჩინგი და როუტინგი, ადმინისტრირება ჯერ ადრეა...
ჯერ უნდა დაიწკო პროგრამული საპორტით, ოპერაციული სისტემებით და სოფტებით.
ეხა 2. და 3. ს რა სწავლა უნდა თუ ძმა ხარ?
ჩაუჯექი windows xp ს შესწავლას სრულფასოვნად. მომხმარებლის დონეზე ყველამ იცის. ( გადაყენება გეცოდინება ვინდოუსის), გადაყენება კი გეცოდინება მაგრამ გადაყენებისას ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. მაგალითად როდესაც ოპერაციულ სისტემას ცვლი კომპანიაში აუცილებელია რომ გაითვალისწინო:
1) აუცილებლად უნდა მოახდინო მთლიანი ინფორმაციის დაბეკაპება (შენახვა) რომელიც დესკტოპზე, დოკუმენტებში, შეარ დოკუმენტებშიც და საერთოდ უნდა უზრუნველყო ის რომ, თანამშრომლის არც ერთი ფაილი არ დაიკარგოს. ამისთვის გამოგადგება პროგრამა Acronis.(ხელითაც შეგიძლია ფაილები დააბეკაპო პროგრამის გარეშე) კარგი იქნება თუ ერთ 500 გბ იან ვინჩესტერ დაითრევ, შენ კომპში ჩადგავ და ყველა თანამშრომლის Acronis ბეკაპს შეინახავ. რადგან დაზღვეული იყო რაიმე პრობლემებისგან, თუ რამე დაიკარგება... ფაილების აღდგენას შეძლებ. ასე რომ მაგ პროგრამას თუ ჩაუჯდები კარგი იქნება. ასევე ინსტალაციის შემდგომ უნდა დაასრულო სრულად თავის პრინტერებიან, ყველა საჭირო პროგრამიანად. თუ ქსელური პრინტერი გაქვთ მაგის დაკონფიგურირებაც უნდა ისწავლო (დიდი არაფერი არ უნდა).
2) მეილების დაბეკაპება უნდა მოახდინო რადგან არ დაიკარგოს არც ერთი მეილი (Microsoft Outlook ის შესწავას შეუდექი, Outlook express -ს არა მგონია კიდევ ვინმე იყენებდეს).
მოკლედ ამ ყველაფრის შესწავლა ონლაინ კურსებით, ელ წიგნებით და ვიდეო ტუტორიალებითაც შეგიძლია, თუ დაინტერესებული ხარ ისედაც ისწავლი.
თუ შენით ვერ ისწავლი მაშინ შეგიძლია აქ ისწავლო კომპიუტერის ფუნდამენტალური და ძირითადი მასალა:
http://deltalearning.ge/coursesdetail.php?...&SECTION_ID=167ჯერ ოპერაციული სისტემის გარშემო იტრიალე და გაეცანი თითოეულ დეტალს, როდესაც ოპერაციული სისტემების საპორტი უკვე კარგად გეცოდინება მერე უკვე შეგიძლია დაიწყო CCNA ის შესწავლა აქ:
http://deltalearning.ge/, ან აქ:
http://greennet.ge/, მანდ TCP/IP, ქსელების და სვიჩინგ როუტინგის აზრზე მოგიყვანენ.
გააჩნია რა ბაზას ფლობ ახლა.
This post has been edited by გიგლა on 5 Jul 2010, 13:02