ცამეტის ვიყავი. ანუ ეს იყო 2000 წელს. რა დრო გასულა.

მახსოვს ჩემ კლასელს შევამჩნიე სახეზე ღლეობა შავი ულვაში და სახლში დაბრუნებული ხელებს რომ ვიბანდი სარკეში ჩემ საულვაშეზეც იგივე დღნერიანი ლაქა დავინახე, დავკომპლექსდი, ავიღე მამაჩემის "სტანოკი" იგივე "ბეზაპასნი" გავუკეთე "რაპირა" და ჩამოვიგლიჯე. ზატო კაცს ვგავდი (ჩემი ჭკუით) და იმის მერე სულ ვიპარსავდი, ოღონდ ჩუმად და კაი ხანს მეგონა ვერ იგებდნენ. რატომღაც მრცხვენოდა.

რას ვერ იგებდნენ თავპირგამუტლული გამოვდიოდი ხოლმე ვანიდან.