ჰო ვიცი გრეხად ითვლება ინდური ფილმის ყურება, თუნდაც კარგი და სახალისო იყოს,
მითუმეტეს სახალხოდ აღიარება ხომ საერთოდ თავის მომჭრელია.
არა და თუ კულტურა გაინტერესებს ძალიან ბევრს გაიგებ ფილმებიდან,
სად რომ წაიკითხო და სად ნახო...
ისე ერთი რამ არ მომწონს კიდე ინდურ კულტურაში,
მზითევს რომ ითხოვენ რაც შეიძლება ბევრს, და საჩუქრებს და ფულს ქმრის ოჯახი,
ესე იგი რა, ოღონდ მოგვაშორეთ ჩვენი გოგო და იქით გიხდი ფულსო?
ჩემი აზრით არასწორი ტრადიციაა.