პურის ფული არ მიჭირს, მაგრამ ნამდვილად შემიჩივლია ძმაკაცისთვის/ახლობლისთვის, როცა ფინანსურად გავჭედილვარ. მიუხედავად ამისა რესტორანში დავდივარ ხანდახან... აი, ამ რამდენიმე დღის წინ მასპინძელოში ვიყავით მე და MrsRaycher

10 ხინკალი და 1 ქაბაბი შევჭამეთ, მე ლუდი დავლიე, MrsRaycher - მა მინერალური წყალი...
ამით შემოიფარგლება ჩემი რესტორანში სიარული... მთლათ ასე შორიდანაც არ უნდა განსაჯოთ. ამ თემის სათაური წავიკითხე თუ არა ვიღაც ღიპიანი ბიძა კი არ გამახსენდა, რომელიც რესტორანს არ მაზავს და მერე ღერს ღერზე ეწევა უფულობის გამო. არამედ ჩემი თავი. თქვენი თავი დააყენეთ აბა რაღაც მომენტში იმ ადამიანების ადგილას, ვისაც აკრიტიკებთ (თუ რასაც უშვებით)...
ადამიანები ვართ, სურვილები გვაქვს და პრობლემები. ყველა ასე ვართ. დარწმუნებული ვარ, ყველას ვინც აქ პოსტავს რაღაც მომენტში ფულზეც უწუწუნია და რესტორანშიც ყოფილა...
უკიდურესობები კიდევ ყველგან არსებობს და ყველა პრობლემურ საკითხს ერთი ხელის მოსმით ქართულ ეროვნებას ნუ მიანიჭებთ ხოლმე. ყველგან არის როგორც ძუნწი და ხარბი, ისე ხელგაშლილი და ზომიერი ხალხი. გინდ, ესპანეთში გინდ საქართველოში...
ეს ქართული ფენომენები და რაღაც ვითომ ეროვნულ ტენდენციად აღიარებული ყ$ეობები არის დაუფიქრებელი და ფიცხი გულისა და გონების ნააზრევი. სანამ საკითხს განიხილავ, ყველა მხრიდან უნდა შემოუარო.... და რადგან სხვა ქვეყანაში არ ხარ ნამყოფი, არ ნიშნავს, რომ პრობლემა და რაღაც "ცუდი ფენომენი" მაინცდამაინც ქართულია...
This post has been edited by Raycher on 6 Sep 2010, 03:00
Change will come to those who have no fear..
* * *
ბებია მყავდა პოვარი...