ჰოო, მათი ცხოვრების წესი დაახლოებით ასეთია:
ცხოვრობენ ხროვებად ( 40 - 45 ერთად), ( არის გამონაკლისი, შეიძლება ოჯახი ცალკე ცხოვრობდეს ), ხროვის მეთაური ხდება ის ვინც ჩხუბში ყველაზე ძლიერი იქნება, ( ლეკვობიდან თამაშ - თამაშში არკვევენ ამას), თუ ვინმეს პრეტენზია აქვს მეთაურობაზე, გინდ დაიჯერეთ გინდ არა, მეთაურის მოადგილე ყავს და ჯერ ის უნდა დაამარცხოს ბრძოლაში და შემდეგ მეთაური და ამის შემდეგ, ხდება მეთაური. ჩხუბის დროს თუ რომელიმე მოწინააღმდეგე ზურგზე დაწვება და ლეკვივით აწკმუნტუნდება, მაშინ უფრო მომგებიან ნდგომარეობაში მყოფი მას არ კბენს და გაჩერდება, ( ადამიანისგან განსხვავაებით, წაქცეულს არასდროს ერჩიან

) მაგრამ როგორც კი ზედმეტ მოძრაობას გააკეთებს ისევ ყელში ეცემა. ხდება ისეც, რომ ჩხუბში დამარცხებულს, მერე შეიძლება მასზე კიდევ უფრო სუსტის ეშინოდეს.
ნადირიბოთ კი ცდილობენ ერთად ინადირონ, სანადიროდ წასულ ხროვაში, როგორც წესი, 2 წელზე მეტი ხნის ინდივიდებია. ( თუ შეამჩნიეს, რომ ხროვაში მხოლოდ ერთს სისხლი აცხია, მარტო ნადირობის გულისთვის ყველა დაესევა და შეჭამენ). სწორედ ამიტომ, ერთმანეთში ჩხუბისას და თავდასხმისას იღუპება მგლების 50 % თურმე.
ნანადირევს იყოფენ შემდეგი წესით, ჯერ მეთაური ჭამს საუკეთესო ნაჭრებს, დანარჩენები სიძლიერის მიხედვით ( სხვადასხვა დონის კასტები აქვთ) , მიდიან ნადავლზე.
მეთაურს არ აქვს უფლება, მიბრუნდეს და დაბალი კასტის მგლებთან ერთად ჭამოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მეთაურად აღარ ჩათვლიან.
ერთ ჭამაზე შეუძლია შეჭამოს 7 - 10 კილომდე ხორცი.
მგლებს ყნოსვის გრძნობა ადამიანზე 100 -ჯერ და ძაღლზე 10 -ჯერ ძლიერი აქვს. შეუძლიათ 20 წუთის განმავლობაში განავითარონ 65 კმ/სთ სიჩქარე.
სმენას რაც შეეხება, ესეც ძაღლზე და ადამინზე ძლიერი აქვთ.
ჯიშების მიხედვით მათი წონა შეიძლება იყოს 25 დან 85 კგ -მდე ( ყველაზე დიდი (( 86 კგ )) მოკლეს, უკრაინაში, პოლტავის რაიონში ).
სიგრძეში აღწევს 160 სმ -მდე და სიმაღლეში 85 სმ -მდე.
მდედრის წონა 3 -5 კგ -ით მცირეა მამრებთან შედარებით, მაკეობის პერიოდი გრძელდება, 62 - 75 დღე ( 2 თვენახევარი ) ჯიშების მიხედვით, შობს 5 -6 ლეკვს, წონით 400 - 500 გრ. პირველ 4 თვეში ძალიან სწრაფად იზრდებიან, მათი წონა 25 - 30 -ჯერ იზრდება.
ადამიანის არ ესხმის თუ მარტო არის, მაგრამ თუ შეატყო, რომ ადამიანს მისი შეეშინდა მარტოც ესხმება თავს, თუ ბავშია მითუმეტეს. როცა გამძღარი არიან ხროვას რომ წააწყდე ზედაც არ შეგხედავენ, თუმცა გამონაკლისი არ არის გამორიცხული.
PS: წყარო:
http://en.wikipedia.org/wiki/Gray_wolf
This post has been edited by Kakha55555 on 6 Sep 2010, 18:52
როდესაც ინტერნეტი გამეთიშა, სახლში აღმოვაჩინე ცოლი, ტელევიზორი და კიდევ ბევრი უცნაური ნივთი ! @ david_888
უმადური ერი, პუტინის მონებოოოოო @ miriani111
ძლიერი ნაცების დაჩოქება კი არაა ვაჟკაცობა არამედ, სუსტი ხალხის წამოყენება, ბატონო ბიბი. @ Kakha55555