tkemali მის მერე ორჯერ მოვიკალი თავი
რუსათერმოემტრის ინსტრუქცია :
სხეულის ტემპერატურის ცვლილება ანუ ნორმიდან გადახრა ხშირად ჯანმრთელობის პრობლემების მაუწყებელი ერთ-ერთი პირველი სიგნალია. რატომ და როგორ უნდა გავიზომოთ ტემპერატურა ყველასთვის ცნობილია, მაგრამ ხშირია შეკითხვა, რით უნდა გავზომოთ ის?
დღეისათვის ბაზარზე სხვადასხვა სახის თერმომეტრების სიჭარბეა: ეს არის ვერცხლისწყლიანი, ელექტრონული და ინფრაწითელი თერმომეტრები, კონტაქტური და არაკონტაქტური, ერთჯერადი და მრავალჯერადი მოხმარების. თითოეული ხასიათდება გარკვეული თავისებურებით, აქვს დადებითი და უარყოფითი მხარეები.
ძველებური ვერცხლისწყლიანი მაქსიმალური თერმომეტრი
ყველასთვის კარგად ნაცნობი ეს თერმომეტრი წარმოადგენს მინის კოლბას,რომელშიც მოთავსებულია ვერცხლისწყლით შევსებული კაპილარი. მას მაქსიმალურს უწოდებენ იმიტომ, რომ ვერცხლისწყლის სვეტი რჩება სიმხურვალის მაქსიმალურ დონემდე აწეული და არ ჩამოდის თავისით, შენჯღრევის გარეშე.
პლიუსები:
• გაზომვის სტაბილური სიზუსტე (დაშვებულია ცდომილება 0,1 გრადუსამდე);
• გაზომვის სხვადასხვა საშუალებება (რექტალური, ორალური ან იღლიის ფოსოში);
• დიდხანს გვემსახურება (არ ზიანდება, თუ არ დავარდა);
• ადვილად დეზინფიცირდება;
• იაფია;
მინუსები:
• შედარებით ადვილად ტყდება დავარდნისას და იატაკზე რჩება ვერცხლისწყალი და მინის ნატეხები:
• გაზომვას შედარებით დიდი დრო ესაჭიროება - დაახლოებით 10 წთ;
• მისი ფორმის წყალობით რექტალური გაზომვისას ის შეიძლება ”დაგვეკარგოს”;
•
პატარა ბავშებში არ არის სასურველი მისი ორალურად გამოყენება.