აუ ეხლა ბევრი დავწერე და წავშალე ისევ... ესე წერით ვერ მოვყვები
სხვას მოვყვები.
ისე ერთხელ სამეგრელოში მომაწევინეს ბიჭებმა, სულ ცუდია ცუდიაო იძახეს და 1 პაპიროსი მოვწიე... ჰალუცინაციები მქონდა, თავი ძველ რომში მეგონა... ავძვერი მაღალ ქვაზე და ზემოდან ვაკონტროლებდი ბატალიებს... (მაშინ სტრატეგიული თამაშები მევასებოდა, თან გაჭედილიმქონდა ისტორიაზე.) და ვყვიროდი, მშვილდოსნები წინ, კავალერია უკან, ქვეითო მარჯვნიდან შეუტიე... ეს ადგილობრივები კიდევ იდგნენ და კაიფობდნენ - არიქა თბილისელ ბიჭს რა ვუყავითო... ნახევრად ფხიზლები... მე კი ძალიან მაგრად ვიყავი და თავი ნამდვილი ცეზარი მეგონა
მოვიდნენ და მომცეს ჯოხი, აი ხმალია და იჩხუბეო, მე კიდევ - მეთქი რა ვიჩხუბო ხალხის პრობლემაა მოდი რაინდად უნდა მოგნათლო თქო და ვიდექი და ვნათლავდი ბიჭებს რაინდებად, სულ სხვა და სხვა წოდებებს ვაძლევდი... ნელ-ნელა გამოვედი და მივხვდი რომ არ ვარ რომში (ისე მოწეულზე როგორც წესი ტვინი ისე სწრაფად მუშაობს რომ სადღაც წამში თითო აზრი მოდის და მიდის ხოლმე, ეგ იყო პირველი შემთხვევა - ამდენი ხანი ერთ რაღაცაზე რომ ვფიქრობდი)
ხო და მაგარი გამიტყდა ეგ აღმოჩენა... მივვარდი ამათ - მეთქი კიდევ მომაწევინეთ რომში მინდა თქო... მომაწევინეს კიდევ მაგრამ ჩემი ფეხები, ვეღარ ვბრუნდები რომში... ფეხით მივუყვებით - დავინახე ვიღაც ბიჭები ჭადრაკს თამაშობენ და მსხალს ჭამენ... შევდივარ ამათ ეზოში, არც არავის ვეკითხები ეგრევე მივძვრები მსხლის ხეზე. ესენი ქვემოდან დგანან მეკაიფებიან, მეთქი არიქა დაგერხათ ერეკლე მეფეებო თქო და დავუშინე მსხლები... ერთ ორს გავარტყი - ამათ აღარ კეაიფებათ.... ერთი ერთი მოთამაშე ბიჭი მეუბნება ოღონდ შენ ჩამოდი და ჭადრაკს გეთამაშებიო. მეთქი რა იცი შენ ჭადრაკი - 20 წუთის წინ სპარსელებს ვმუსრავდი ნამდვილ ბრძოლის ველზე თქო... ჩამოდი თბილისის ჩემპიონი ვარო... ჩავედი, პირველი 3 ხელი ასე 5-6 სვლაში წავაგე... ყოველი წაგებული ხელის მერე ზუსტად იგივე თანმიმდევრობით ვაბრუნებდი ქვებს უკან რა თანმიმდევრობითაც ვთამაშობდით
მოკლედ ბოლოს მსხლის ჭამამ გამომიყვანა...