ბიძაჩემმა იცის ხოლმე ეგრე, ვარ არ ვარ სუ ღიპზე ჰკიდია. აი მამაჩემი უფრო ზრდილია დაჟე ევეიზეც არ მაწუხებს ხოლმე, ჩემ ძმას კიდია პრინციპში მეც, როდის დღე აქვს, როდის ღამე ვერ დავუმუღამე, ვერც იმან ეტყობა და როცა აგვიდგება მაშინ ვწერთ(ხასიათი როცა ამიდგება მე... ჩემს ძმას რავი უნდა ვკითხო ერთხელ ვაბშე თუ უდგება?!).
ბებიაჩემმა საინ ინი და საინ აუტი ვერ დაამუღამა და ჯერ ისევე ბიძაჩემის სკაიპით სარგებლობს და უკვე ჩართულზე, მხოლოდ.
მამაჩემი სტატუსებს აყენებს ნუ იტყვი:
"ისევ ის ბიჭი ვარ ხუჭუჭა პატარა"
რაის ხუჭუჭა, ყურებს ზევით სულ შვიდი თუ ექვსი ღერი აქვს დარჩენილი თმა.
ჩემი ძმა იძახის რო ჩავალ ბაბუს საჩუქრად ლაპტოპი უნდა ჩავუტანოო, აუფ ბაბუაჩემი რო შემოვა სკაიპში და სტატუსში იუტუბის ლინკი ექნება დადებული ვაზ-06 ვს ვაზ-06 დრიფტ. სტატუსად გულები და ეთერი მენატრები

მოვალ ერთი წუთით სკაიპში სიდედრი მირეკავს ვინდოუსი უნდა გადავაყენებინო
აე მაგარია XXI საუკუნე რა