miramaxამ თემის ცოცხალი ლეგენდა ვარ ფაქტიურად ... უსათაუროში ერთი ეს თემაღა დარჩა სადაც მგელები და ტრაკის მოთამაშე ელემენდები არ შემოდიან
Gurji ჰო რა გამივა თუ
doxaburiმე ვამტკიცებ რო კაი მეგრელი არ არსებობს ... მეგრელი არსებობს ცუდი და უარესი

----
სეპარატისტი არ ვარ .... უზომოდფ მიყვარს მთელი საქართველო ყველა თავისი კუთხით მარა კახეთი განსაკუთრებით ...
---
აი,კახეთი...
მუხლებმაგარი
გომბორი, მხრებით ცას რომ ეხება.
ივრის პირებზე ფრთხილი ვერხვები
და დათოვლილი მთების ფაფარი.
ვაზები,დილის ნამნასხუები.
ცა-ვარსკვლავებით საცსე კალათა,
დაოქროვილი ხოდაბუნები
და ნამუხლარი მამაპაპათა.
აი,კახეთი...
ზავთით, ზრიალით
უნავარდნია მტერს ამ ტრამალზე,
ხარ-ირემ მოკლულ ფურებს,ლამაზებს,
ცრემლი სდენიათ ალაზნიანი.
აქ ირხეოდა ხმები ლაშქრულის
და ქუდზე კაცი ფეხზე დგებოდა
ვაჟკაცთა სისხლით იჟანგებოდა
მიწა.წყურვილით გილდაშაშრული.
აი,კახეთი...
მთებზე,ველებზე,
რომ არ წყდებოდა ხმლების თარეში,
თვალმოციმციმე ქალიშვილები
ყვავილებივით სჩანან ყანებში.
აქ ნაციხარიც ყვავის ამიერ
ათასი ბრძოლით გადაბუგული
და დარბაისელ "მრავალჟამიერს"
გულიდან გულზე გააქვს გუგუნი.
ზოგან ალაზნის ტალღა ჩაიმღერს,
ზოგან ქაფქაფებს ზვირთი იორის
და აქლემების ქარავანივით
მიიზლზნება კავკასიონი.
ხან მუხლს ჩაიხრის ქარი ველური
და ღამე დნება სხივთა ქარვაში.
შორს ორი ალვა,როგორც ქალ-ვაჟი,
დგას ყელითყელზე გადახვეული.
წმინდაა,როგორც დედის მანდილი,
ჩემი ლამაზი ქვეყნის მიდამო.
მინდა,სიმღერამ ამოვარდნილმა
გულის ფესვები ამოიტანოს.
მსურს,ამ მიწაზე ძირჩანერგილი,
მეც ვშრიალებდე,როგორც ჩინარი,
რომ სიკვდილამდე გზას მიჩაღებდეს
ეს სილამაზე დაუჩრდილავი.
This post has been edited by MOLA on 29 Oct 2010, 12:28