ამაზე მეტი არაფერი დაგკლებოდეს

მაგაზე მოვიშლი ნერვებს ეხლა
ხალხო, ის ფაქტი რომ დავიბადეთ, ვარსებობთ ეს უკვე თავისთავად სასიხარულოა. ჩვენ ღვთისგან იმ საჩუქრის ღირსი გავხდით რასაც სიცოცხლე ქვია. აბა წარმოიდგინეთ, რომ არ დავბადებულიყავით..
მეორეც, დიდი იმედი მაქვს, რომ ერთი საყვარელი ადამიანი მაინც გვყავს, არა აქვს მნიშვნელობა, დედაა, ბიძა თუ დაქალი ან ძმაკაცი და სხვები კიდე. სიყვარულით ცხოვრება უნდა შეგვეძლოს და ამ სიყვარულს რომ მეორე ადამიანს ვუზიარებთ ამაზე უფრო დიდი სილამაზე არაფერი მგონია

მესამეც, როგორ შეიძლება ადამიანი საქართველოში ცხოვრობდეს და არ ამაყობდეს??? ჩვენი ქვეყანა ეს იცით რამხელა სიმდიდრეა? დააკვირდით ჩვენ ტრადიციებს, ჩვენ ბებია-ბაბუებს, ესაუბრეთ, მოეფერეთ. გიყვარდეთ ერთმანეთი და როცა ფორუმზე გაიხსნება თემა: რა გვაკლია, დავწეროთ რომ არაფერი გვაკლია. რადგან ადამიანი მაშინ გრძნობს ცხოვრების სიმწარეს, როცა ცხოვრებას არავინ ულამაზებს და არა მაშინ, როცა თუნდაც ულუკმაპუროდ, ქუჩაშია დარჩენილი
"...და არ არსებობს ქვეყანაზე თვით უკვდავება, თვით უკვდავებაც არ არსებობს უსიყვარულოდ"