ცოტა ხნის წინ FB-ზე ასეთ ჯგუფს წავაწყდი : ”დავაფსი ქართულ ესტრადას”.
(9.580 ადამიანს მოსწონს ის

)
http://www.facebook.com/pages/davapsi-kart...44931539?v=wallგახსოვთ 90 იანები ? ფრჩხილის ლაქით დაწებებული და ფანქრით გადახვეული კასეტები…
მაშინ ქართული ესტრადა ყვავოდა… ლელა წურწუმიას,”სახის” … კონცერტებზე ანშლაგი იყო.
სად წავიდა ნეტა ის ხალხი ,ნუთუ ყველამ იწამა ჭეშმარიტი მუსიკის ფასი და ეხლა შოპენს უსმენენ ან Pink_Floyd-ს ან ბითლომანები გახდნენ…
არ ვიცი იქნებ ასეცაა ,მაგრამ მაინც მგონია ,რომ ეს ქართულ ესტრადაზე დამფსმელი ფეისბუქელები ისინი არიან ვინც ადრე ”სახის” კონცერტზე ”ტანცაობდა” და გონებას კარგავდა ახლა კი, კომპლექსებს იკმაყოფილებენ ,ალბათ ამით აიხსნება მათი სიძულვილი ქართული ესტრადის მიმართ…
საერთოდაც ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ ჯანდაბში წასულა ქართული ესტრადაც და მისი მაგინებლებიც ,მაგრამ FB_ზე ასეთ ფრაზას წავაწყდი :
”saertod davafsi qartul 90 ianebis goimur musikas”
მე პირადად 90 იანების ქართულ მუსიკაზე ,რობი კუხიანიძე ,სერგი გვარჯალაძე ,ირაკლი ჩარკვიანი …სულაც 33ა მახსენდება …
მე არ შემრცხვება იმის თქმა( უკვე მერამდენედ) ,რომ ფლოიდებთან ,მეტალიკასთან ,ქუინთან ერათდ დღესაც ვუსმენ მათ.