MOLAშენი თმების სურნელი,გადმოედო ჩემს ვარდებს
ცაზე ვარსსკვლავს ვერ მოვწყვეტ
დავეწევი შენს ტალღებს
აკრძალული ფანჯრიდან, იყურება ბაჭია
დედა არ გამაღვიძო ,ლამაზი სიზმარია
ფერფლით სავსე აქვს მთვარეს თვალები
იქნებ შენ იცი,ვარ ნამთვრალევი მე . .
დილის ზეწრით,ალუბლის ბალიში
უნდა წავიდე,ხელი გამიშვი
თეთრი კლავიში,შავი კლავიშI
დედა მოვა და კოცნას დაგვიშლის
ჩვენ . . . .
შენი სათი ახლა მიჩვენებს,ალუბლის წუთს
ნეტა ვიცოდე ,ეს ცელქი გზა რატო წუხს
დედამ გააღვიძა ყველა ბალიში
მარტო დამტოვა ცელქი ბავშვივით
ასანთის ღერებს მუსრი გავავლე
ახლა ხომ ხმაურს არავინ დამიშლის
ეს საათი კი თავისას არ შლის
თავს იკლავს წუთები,წიკწიკებს თავისთვის,
შენ უნდა წახვიდე ჩქარობენ წუთები
კოცნას არ გვაცლიან სევდას ვუბრუნდები
დედის წერილებს ყვითელი ფერი აქვს
შენ ჩუმად კითხულობ,არა გრცხვენია?
გვირილის ზეწრით ალუბლის ბალიშI
უნდა წავიდე ხელი გამიშვი
თეთრი კლავიში შავი კლავიში
დედა მოვა და კოცნას დაგვიშლის ჩვენ . . ..
doxaburi
ნუ მიბრაზებთ მოლას
This post has been edited by sopo_sopooo on 20 Dec 2010, 14:24