შობის ღამე
ოთხფეხა მაგიდასთან სამფეხა სკამზე ვზივარ...
წინ ცარიელი თეფში, თხილიანი კალათი და რაღაცნაირი ღვინით სავსე ჭიქა მიდგას...
მე, რვა თვე მუცლით ნატარებმა იმდენი შევძელი, რომ ჩემი შვილი ცხრა თვე ვატარე... და მერე, ვითომც არაფერი - ისე დავბადე...
საათი გამიჩერდა და ახლა ვარაუდით უნდა გამოვიცნო, ის როდის დაიბადება.
ფანჯარაზე შემოდგმული სანთელი წელში ვერაფრით გავმართე...
რა ვიცი აბა, იქნებ გამურული ფანჯრები შეეზიზღოს...დილით უნდა გამეწმინდა...
კარადიდან საგულდაგულოდ დაკეცილი, ჩემივე რძის სუნით გაჟღენთილი ჩემი შვილის თოთოობის დროინდელი ნაჭერი გამოვიღე, დავფხრიწე და ფანჯრები ჩამოვწმინდე...
იმ ღამეს დამესიზმრა...
ვითომ ის მეუბნებოდა: რძის სუნით რომ მომიტყუე, ძუძუ რატომ აღარ მომაწოვეო...მე კიდევ ვეუბნებოდი, დედაშენი ხომ არა ვარ-მეთქი... იმან კიდევ ისეთი თვალებით შემომხედა, რომ...
მე იმ ღამეს ღმერთი ვიშვილე...
გილოცავთ