არაფერი პირადული...
უბრალოდ მართლა ტეხავს პატარა ბავშვივით კუთხეში რომ გაყენებენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო რომ ეს დედანატირები წესი დაარღვიე რომელიც შენამდე 999 999 კაცმა დაარღვია, შენ იმ პონტში ისჯები რომ მოდერის ონლაინ ძმაკაცი არ ხარ და შეჩემა არ გითქვამს ჯერ... განდიდების მანიას მოდერატორობა აკმაყოფილებს დავიჯერო?

მეც მაქვს საიტი და ვიღაცის საიტზე მოდერატორობას და ვორნის გამო ასობით ადამიანის გადაკიდებას ნამდვილად მირჩევნია აქ უბრალო უზერად მოვკვდე

სამართლიანობისთვის მებრძოლად ნუ გამოგყავთ საკუთარი თავი და 'ვიღაცის' საიტზე მოდერატორობა ძალაუფლების ხელში ჩაგდებად ნუ მიგაჩნიათ

ეს ჩემი მოკრძალებული აზრია ამ თემასთან დაკავშირებით, არც პასუხს ველოდები და არც ჩემი შეხედულების გათვალისწინებას რადგან ვეჭვობ ისეთმა ადამიანმა ვისაც ფორუმზე მოდერობა ამქვეყნიურ მისიად მიაჩნია ჩემი შენიშვნა გაითვალისწინოს. უბრალოდ ერთი რამ უნდა იცოდეს მოდერიან ადმინიად ყველამ რომ უბრალო უზერზე მნიშვნელოვანი არაფერი არ აქვს შენ საიტს

მომხმარებელი თუ არ შერჩა საიტს დაყევით მოდერებმა და კომოდერებმა და ბანეთ და ვორნეთ ერთმანეთი