აღარ მინდა ოცნება და ნატვრა სადმე დავმალო
აღარ მინდა უშენობამ, მონატრება დაღალოს
ბედნიერი მინდა იყო, გისაჩუქრო სამყარო
შენი ფერი დაყვებოდეს, მერე ყოველ საღამოს
აღარ მინდა ოცნება და მთვარე ცაზე დავმალო
მინდა ისე ახლოს იყო, დილა თვითონ გახარო
გაზაფხულის იყო წამი, აღარავინ გაგვყაროს
დილის ნამი თვალთ შეგიშრო, ცრემის კვალი დავმალო
გზა სიმღერად ვაქციო და წამი არ დავაღამო
გულთან ისე ახლოს იყო მეძახოდე აქ ვარო
აღარ მინდა ოდესმე, რომ სიყვარული დავმალო
აღარ მინდა უშენობის, დღეები რომ დავთვალო
მონატრების ფიალა მსურს სიყვარულით გავცალო
შენსკენ სავალი გზები კი, არასოდეს დავკარგო
აღარ მინდა ოცნება და მთვარე ცაზე დავმალო
მინდა ისე ახლოს იყო, დილა თვითონ გახარო
გაზაფხულის იყო წამი, აღარავინ გაგვყაროს
დილის ნამი თვალთ შეგიშრო, ცრემის კვალი დავმალო
გზა სიმღერად ვაქციო და წამი არ დავაღამო
გულთან ისე ახლოს იყო მეძახოდე აქ ვარო
მეძახოდე აქ ვაროოოოოო...