მოკლედ ახლა მე გავიხსენებ ერთ ამბავს, და რამდენად თეთრია თავად განსაჯეთ

ქუთაისში რომ ვცხოვრობდი, იმდროინდელი ამბავია.
ესეიგი ერთი უბნელი მყავდა, მელოტდებოდა და დაკომპლექსებული იყო ამის გამო მაგრად

თან რამდენიმე წამალს სვამდა მაგრამ არა და არ შველოდა.
ბოლოს ერთი ექიმი ურჩიეს, რომლებიც თავად აკეთებდა წამლებს, მივიდა და ეუბნება ექიმო, სანამ ბოლომდე გამცვენია თმა მიშველეო.
ნუ ექიმმა დახედა თავზე და უთხრა, არავითარი პრობლემა ეგ არ არის, გუშინ დავასრულე ერთი წამლის გაკეთება, როგორც დაგიწერ ფურცელზე, ისე გამოიყენე და პრობლემაც მოგვარდებაო.
ნუ ამას მაგრად გაუხარდა რომ დააიმედა ექიმმა და თანხაც გადაუხადა წინასწარ. (არც თუ ისე იაფი დაუჯდა)
გავიდა რამდენიმე ხანი და მთლიანად დასცვივდა ამ ტიპს თმები.
გაგიჟდა, წავალ ექიმთან და ვანახებ რას მიგავს თავიო.
დაიხურა ქუდი და მივიდა ექიმთან და ეუბნება:
- ექიმოო, რა არის ეს, რამდენი თანხა გადამახდევინე, თან იმედი მომეცი და საბოლოოდ ერთი თმა აღარ დამრჩა თავზეო (თან ჯერ კიდევ ქუდი ახურავს)
ექიმმა უთხრა:
- ნწ, შანსი არ არის, ჩემი გაკეთებული წამალია, უეჭველი შეგიჩერებდა თმის ცვენასო
ამ სრულიად გამელოტებულმა ტიპმა უთხრა, შემიჩერა კი არა ღერი თმა აღარ დამრჩა, აი განახებო, მოიძრო ქუდი და დაანახა თავი.
ექიმმა ცოტათი გაიკვირვა, ადგა, ოთახში გაიარ - გამოიარა, სიგარეტი გააბოლა, ზემოთ აიხედა, ბრძნული გამომეტყველება მიიღო, შემდეგ ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ზემოთხსენებულ მელოტს, თითი დაადო მის სახეზე ამაყად ამოსულ მუწუკს (პრიშიკს) და უთხრა:
- მაშინ აგერ ამაზე წაისვი, ამას უეჭველი მოგირჩენსო.
"Маевский застрелился в поезде, и отчаяние его было так велико, что он умер раньше своего выстрела".