მეგობრებო ! თემის პათოსს ვერ ჩაწვდით
აქ არაა ლაპარაკი რამდენად მნიშვნელოვანია პირბადე ჯანმრთელობისთვის და რომ უნდა გვეკეთოს თუ არ გვინდა, რომ ვირუსი ავიკიდოთ
საქმე საზოგადოების დამოკიდებულებაშია ანუ "სარკისებური მე"-ს პრინციპი:
-როგორ აღგვიქვამენ ჩვენს ხვები
-როგორ რეაგირებენ აღქმულზე
-როგორ ვრეაგირებთ ჩვენ მათ ქცევაზე
რატომ აღიქვავს საზოგადოება ამას (ამ შემთხვევაში პირბადეს) რაღაც უცხო მოვლენად, როცა ჩვენი ქცევა მიმართულია ჩვენივე უსაფრთხოებისთვის ან მოთხოვნილების შესაბამისად, ან სტილი გვაქვს განსხვავებული (ჩაცმის, ჭამის, სიარულის)
უყურებენ როგორც უცხოპლანეტელს
აი რისი კულტურა გვაქვს, რომელიც არ უნდა გვქონდეს: "უცხო ყველაფერი ცუდია (ზოგისთვის კარგია მაგრამ იმ საზოგადოებაში რომელშიც ცხოვრობენ ამჯობინებენ საყოველთაო აზრის გამჟღავნებას და სიმართლის გულში ჩატოვებას), ნაცნობი ყველაფერი მისაღებია (ყოველშემთხვევაში ადექვატურად აღქმადია )"
და ამას პლიუს ეს უსათაუროში არ უნდა გამეხსნა