არ ვიცი მიწისძვრა იყო თუ არა, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ე.წ. "მგლების სასტავის" ჩამოყალიბებას ბიძგი მისცა ინტერნეტ სივრცეში "ქურდული მენტალიტეტის" ხალხის მომრავლებამ,ბევრგან გინახავს ალბათ ამ ტიპის "კაჩავები": "ნომერი დაწერე ბიჭო", "ამოდი ნახალოვკაში და ცალთვალა ჯიმი იკითხე","სკაიტის კოდი დადე საბაზრო მაქ","მევიდა თქვენი პრეზიდენტი და ბლატაობთ,მარა დაბრუნდებიან ქურდები და მეგეკიტხებათ ყველას - სწორედ ასეთი ფრაზების პაროდიებით დაიწყო მგლების აქტიურობაც ამ ფორუმზე.ბევრს მოეწონა სარკაზმის გამოხატვის ასეთი ფორმა,ცოტას არა, ზოგს კი საერთოდ ეგონა სერიოზულად ვწერდით ამ ყველაფერს

ამისდა პარალელურად დავიწყეთ ე.წ ."ოდღნების" "ძერსკი ნაროდეე"-ბის და პორნოსაიტების კომენტარების (რომლის ქვაკუთხედსაც წარმოადგენს ფრაზა "ადმინ გასხმები დადე"

) პაროდიები , ვერთობოდით და ახალ-ახალი სახუმარო ე.წ. "ხოცები" და "ცირკები" იპოსტებოდა

ხშირად იყო თავდასხმები "ქურდული მენტალიტეტის" მატარებელი იუზერების მხრიდან არგუმენტებით: "აქ რო მაგრები ხართ ქურდს დაუდგებით და პირში ეტყვით?", "ქურდებზე ინტერნეტში რაპონჩი საუბრობთ?","ალბათ უბანში გაჩმორებდნენ და იმიტო ხართ ქურდებზე ასე დაბოღმილები" და ა.შ. ასეთ ხალხს ყოველთვის ირონიით მივმართავდით,მწყობრიდან გამოგვყავდა და გინებას იწყებდნენ,რასაც ადეკვატური რეაქცია მოჰყვებოდა ხოლმე მოდერის მიერ

მაგრამ ცუდი ის იყო, რო მგლების ასეთი პოპულარობა "ფრონცკ" ფორუმელთა მცირერიცხოვან, მაგრამ გავლენიან ჯგუფს გულზე ცუდად მოხვდა და ათასგვარი ინტრიგები ხლართეს მგლების თემის დასახურად,მოაწყვეს ბინძური პროვოკაციები,რაშიც ბრმა იარაღად ახალბედა და ჯერ გაუთვითცნობიერებელი მგლებიც გამოიყენეს და მიზანს მიაღწიეს