Manchester.
Eight Year Olds, Dude

        
ჯგუფი: Members
წერილები: 41826
წევრი No.: 27703
რეგისტრ.: 2-January 07
|
#24015942 · 15 Feb 2011, 21:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ოსკარს მისცემენ ამ ფილმს ან პირში... რამ გაყო gektor21QUOTE | ბიჭო უცებ მითხარით რა პონტია |
წელსა მეათესა ხვასრო მეფისასა და არვანდ გუშნასპისა მარზაპნობასა ქართლისასა მოვიდა კაცი ერთი სპარსეთით, სოფლისა არშაკეთისაი, ძეი მოგვისაი, და წარმართ იყო იგი.. და სახელი ერქვა მას გვირობანდაკ და დღითა ყრმა იყო იგი, ვითარ ოცდაათ წლის.
და მოვიდა იგი ქალაქად მცხეთად და ისწავლებოდა ხელსა მეხამლეობისასა. და ხედვიდა იგი რჩეულსა ქრისტეანეთასა და მსახურებასა ქრისტეისსა და წმინდისა ჯვარისა ძალისა ჩინებასა. შეიყვარა მან რჩული ქრისტეანობისაი და ჰრწმენა ქრისტე. და ვითარ ისწავა მეხამლეობაი, ითხოვა მან ცოლი ქრისტეანეი და თვით ქრისტეანე იქმნა და ნათელი მოიღო. ხოლო ნათლისცემასა მისსა უწოდეს სახელი ევსტათი. და ცხონდებოდა წმიდაი ევსტათი ქრისტეანობასა შინა და სათნოებასა ქრისტეისსა.
მას ჟამსა შერკბეს სპარსნი, რომელნი მცხეთად იყვნეს, მეჯადაგენი და მეხალენი, ტოზიკობდეს და მიავლინეს ნეტარისა ევსტათისა და ჰრქვეს:
- მოვედ და გვერთე შვებასა ამას ჩვენსა.
ხოლო ნეტარმან ევსტათი განიცინნა და ჰრქვა მათ:
-თქვენი ტოზიკიცა ბნელ არს და თქვენ, მეტოზიკენიცა, ბნელ ხართ. ხოლო მე ქრისტეის ბეჭედი მომიღებიეს და ქრისტეის ტოზიკსა ვტოზიკობ, რამეთუ ქრისტეის ბეწდითა აღბეჭდულ ვარ და ბნელსა მაგას განშორეგულ ვარ.
და ვითარ ტოზიკი იგი გარდაიხადეს, შეკრბეს იგინივე მეჯადაგენი და მეხამლენი და ზრახვა ყვეს წინაშე უსტამისა, მცხეთელ ციხისთავისასა, და თქვეს:
-აქა კაცი ერთი არს ჩვენისა რჩეულისაგან და ჩვენ თანა ტოზიკსა არა მოვიდის და ცეცხლი არა გამოსცის, და ჩვენსა რჩულსაცა ჰგმობს და ჩვენ გვაგინებს და იტყვის, ვისთარმედ - მე ქრისტეანე ვარო. ხოლო აწ შენ მოუწოდე და ჰკითხე , რამეთუ ამას ქალაქსა შინა ხელმწიფე ხარ.
და უსტამ, ციხისთავმან მცხეთისამან, ისმინა მათი ევსტათისთვისა და მიავლინა ერთი მხედართაგანი მოწოდებად ნეტარისა ევსტათისა. და ვითარცა მივიდა მხედარი იგი, მრისხანედ ჰრქვა: - გიწესს შენ ციხისთავი.
ხოლო წმიდაი ევსტათი მცირედ შებრკოლდა და უნდა მორიდებაი. და მერე განიზრახა და თწვა: ,,ესე მოყვასნი ჩემნი არიან, ამათგანღა შევიშინო, მერმე დიდთა მათავართა წინაშე ვითარ წავრდგე? არამედ მივიდე მისა და ცხადად აღვიარო ქრისტე, რამეთუ მასმიეს წმიდისა ევანგელესაგან, ვითარ იგი თქვა: ,, რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, აღვიარო მეცა იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაისა, და რომელმან უარ მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ ვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა, რომელ არს ცათა შინა”. და დაიწერა ჯვარი შუბლსა და გულსა და თქვა: ,, უფალი ჩემ თანა”.
და მოვიდა იგი ნეტარი ევსტათი და წარმოდგა წინაშე უსტამ ციხისთავისა მცხეთელისა. და მწოდებელმან მან ჰრქვა უსტამს:
-ესე არის ჩვენისა რჩულისა მომაგინებელი.
და მიხედა ციხისთავმან მან ნეტარსა ევსტათითა და ჰთქვა:
-შენ გეტყვი, კაცო, მითხარ მე, რომლისა სოფლისაი ხარ, ანუ რომლისა ქალაქისაი, ანუ რომელი რჩეული გიპყრიეს?
ხოლო წმინდამან ევსტათი ჰრქვა მას:
-მე სოფლისა სპარსეთისაი ვიყავ, ხევისა არშაკეთისაი, ქალაქისა განძაკისაი ვიყავ. მამაი ჩემი მოგვი იყო და მეცა მოგვებასა მასწავებდა. და მე მოგვებაი არა თავს ვიდევ, რამეთუ განძაკს ქალაქსა ქრისტეანნენი უფროის არიან, და ებისკოპოსი და მღვდელნი, და მათგანღა ყოველსა ზედა მივიწიე, რამეთუ უფროის არს ყოველსა რჩულსა ქრისტიანობაი, ვიდრე უღრმრთოებანი. და აწ მე ქრისტე მრწამს და ქრისტეის მსახურებასა შინა ვარ.
ხოლო უსტამ ციხისთავმა ჰრქვა მას: - არავინ გიტეოს ქრისტეის სახურ ყოფად და, თუ მშვიდობით არა განუტევონ სიცოფეი ეგე, ტანჯვაი დიდი მოიწვიოს შენზედა.
- ხოლო წმინდამან ევსტათი ჰრქვა:
- არა ხოლო თუ ტანჯვად განმზადებულ ვარ ქრისტეის სიყვარულისათვის, არამედ სიკვდიდცა თავი ჩემი არა მეწყალის.
- ვითარ ზრ იხილა უსტამ გულსმოდგინედ დამტკიცებაი ნეტარია ევსტათისი, განიზრახა და თქვა: ”ამის კაცისა პატიჟი მე არარაი ხელმეწიფების, არცა აღბმაი ძელსა, არცა პყრობილებაი, არამედ წარუძღვანო ეგე ტფილის - ქალაქსა არვანდ გუშნასპს, ქართლისა მარზაპანსა, და რაი - იგი შეგვანდეს, მან უყოს, რამეთუ ყოვლისა კაცისა ქართლისა მას ხელეწიფების სიკვდილი და ცხოვრებაი”.
და უბრძანა უსტამ ციხისთავმან ორთა მხედართა წარყვანებაჲ ნეტარისა ევსტათისი ტფილისს, და შეკრბეს იგივე მეჯადაგენი და მეხამლენი და მოვიდეს უსტამისა და ჰრქვეს:
- არიან აქა სხვანიცა ჩვენისა რჩეულისანი და იგინიცა ქრისტეანე არიან და მათიცა ბრძანე მოწოდებაჲ და ტფილისს მათიცა წარყვანებაჲ.
ხოლო უსტამ ჰრქვა მათ: - ვინ არიან ისინი?
- და მათ უთხრეს სახელები მათი და ჰრქვეს: - ერთსა გუშნაკ ჰრქვიან და ერთსა ბახდიად, ერთსა ბურზო, ერთსა პანაგუშნასპ, ერთსა პეროზაკ, ერთსა ზარმილ, ერთსა სტეფანე.
- და უბრძანა უსტამ მიწოდებაჲ მათი, ხოლო განკითხვაჲ მათი არრაჲ ყო, გარნა ამათ რვათაჲივე შეკრვაჲ ბრძანა და წარცემაჲ ტფილისს არვანდ გუშნაპს, მარზაპანსა ქართლისასა, და ესრეთ მირჰქვა: ”ესე კაცნი ჩვენისა რჩულისანი იყვნეს და ქრისტიანე;ა რჩული უპყრიეს. ხოლო მე შევიპყრენ და შენ, უფალსა, მიგიძღვანენ, რამეთუ ხელგეწიფების მათი განკითხვაი”.
და წარადგინნეს ესე რვანივე წინაშე მარზაპანსა. ხოლო მან ჰრქვა მათ:
- ვინანი ხართ, ანუ რომელი რჩული გიპყრიეს? - და მათ უთხრეს კაცად - კაცადმან სოფელი თვისი და დაბაი თითოეულისაი. და ჰრქვეს ყოველთა: - მამულსაღა ზედა რჩულსა ვიყვენით, სპარსთა რჩული იცოდეთ, ხოლო რაჟამს ქართლად შემოვედით და ქრისტიანეთა რჩული ვიხილეთ, ქრისტეანე ვიქმენით და აწ ქრისტიანე ვართ, რამეთუ ქრისტიანეთა რჩული წმინდადა და სურნელ არნ და ფრიად კეთილ და მშვენიერ არს, ხოლო სხვაი რჩული ვერ ესწორების რჩულსა ქრისტიანეთასა.
ხოლო სიტვის მიმგებელ ვიყო მათ შორის მსაჯულისა მიმართ ნეტარი ევსტათი. და ვითარ ესმნეს ესე ვითარნი სიტყვანი მათგან, გული განუწყრა და უბრძანა მსახურთა თვისთა პირსა ცემაი ნეტართა მათ და გარეგა განყვანებაი მათ ყოველთაი და უბრძანა: - დაჰყვინეთ მაგათ და თავი და წვერი და განუხვრიტენით მაგათ ცხვირნი და ჯაჭვი დასედვით ქედსა მაგათსა და ბორკილნი შეუსხენით ფერხთა და შესხენით ეგენი საპყრობილესა. და თუ ვინმე აღიაროს მათგანმან მამული რჩული, განუტევეთ და ჩემდა მოაწიეთ, და მე განვამდიდრო იგი ბოძითა დიდითა. ხოლო რომელმან მამული რჩული არ აღიაროს, იგი საპყრობილესა შინა მოკვედინ!
და ვითარ ესმა მარზაპნისა სიტყვაი იგი - რომელმან აღიაროს, იგი ვაცხოვნო და რომელმან არ აღიაროს მამული რჩული, საპყრობილესა შინა მოკვედინო, მას ჟამსა ეშმაკი შეუხდა გულსა ბახდიადისსა და პანაგუშნასპისსა და უარყვეს ქრისტეი და უღმრთოებაი აღიარეს. ხოლო მათ ნაწილი ჯვარისმცემელთა თანა მიიღეს, ხოლო ნეტარი ევსტატი და გუშნაკ და ბორზო და ჰეროზაკ და ზარმილ და სტეფანე გულსმოდგინედ და მტკიცედ დგეს სარწმუნოებასა ზედა ქრისტეისსა.
და ვითარ უთხრეს მარზაპანსა მას, ვითარმედ ორთა მათგანთა აღიარეს მამული რჩული, განიხარა მარზაპანმან და ბრძანა შეყვანებაჲ მათი. და ინახით დაისხნა იგინი და უქადებდა მათ საფასესა დიდსა და კეთილად პყრობასა. ხოლო ნეტარისა ევსტათისი და სხვათა მოყვასთა მისთაჲ ბრძანა თავისა და წვერისა დაყვენაჲ და ჯაჭვისა ქედსა დადებაჲ და ბორკილთა საპყრობილესა შესხმაჲ მათი. ხოლო მსახურთა მათ აღასრულეს ბრძანებაჲ მარზაპნისაჲ მის და დაყვინნეს იგინი თმითა და წვერითა და ჯაჭვით დაბორკილნი საპყრობილედ შეაყენეს. ხოლო ბახდიადს და პანაგუშნასპს ნუგეშინის სცა და განუტევნა იგინი, ხოლო საფასესა და კეთილსა, რომელსა უქადებდა მათ, არცა ფსირიდი ერთი მისცა მათ.
ხოლო წმინდაჲ ევსტათი და სხვანი იგი მოყვასნი მისნი პყრობილ ყვნეს ვითარ ექვს თთვე ოდენ. და შემდგომად ექვსისა თთვისა მწოდებელი სპარსთა მეფისაჲ მოიწია არვანდ გუშნასპისა. და ვითარ წარემართებოდა მარზაპანი იგი მეფისა მის, შეკრბეს ქართლისა მთავარნი, მარზპნისა მის ჯმნად მოვიდეს.
რაჟამს ამხედრდებოდა მარზაპანი იგი, აღდგეს მთავარნი ქართლისანი და სამოელ ქართლისა კათალიკოზი და გრიგოლ ქართლისა მამასახლისი და არშუშა ქართლისა პიტიახში და სხვანი სეფეწულნი და მარზაპანსა ჰრქვეს:
- ვევედრებით შენსა მაგას უფლებასა, სათხოველსა ერთსა გთხოვთ.
ხოლო მან ჰრქუა მათ:
- თქვით, რაიცა გნებავს, რაჲმცა იყო, რომელი თქვენ არა მიგმადლე.
ხოლო მათ ყოველთა ჰრქვეს:
- გევედრებით შენ, ჯერ გიჩნდინ შენ, უფალო, განტევებაჲ კაცთაჲ მათ, რომელნი იგი მცხეთელნი ქრისტეანობისათვის საპყრობილედ მიცემულ არიან.
ჰრქვა მათ მარზპანმან მან:
- იგი კაცნი მოსაკლავად შეჰგვანდეს, ხოლო თქვენითა ოხითა განუტევნე ეგენი.
ხოლო მათ მადლი მისცეს მას. და უბრძანა განტევებაჲ მათი. და გამოიყვანნეს იგინი მიერ საპყრობილით და მოვიდეს იგინი ვანად თვისა. ქრისტეანებით და სათნოდ ღმრთისა ცხოვნდებოდეს ნეტარნი იგი. და რომელმანმე მათგანმა ნებითა ღმრთისაჲთა შეისვენა ჟამად-ჟამად და რომელნიმე ცოცხალ არიან.
ხოლო რომელთა-იგი უარყვეს ქრისტეჲ, ბახდიად ეშმაკეულ იქმნა და ძნელად მოკვდა, ხოლო უბადრუკმან პანაგუშნასპ გლახაკობითა აგნა დღენი, რომელსა პური საჭმელად არა აქვნდა და ხორცთა საფარველი სამოსლად არა ეპოვებოდა. და ვიდრე იგი ცოცხალ იყო, ურვით და ჭირით იყვნეს დღენი მისნი.
და შემდგომად სამისა წლისა შემოვიდა ვეჟან ბუზმირ ქართლისა მარზაპნად. და წარვიდეს სპარსნი მცხეთით, შემასმენელნი ნეტარისა ევსტათისნი, ტფილისსა, და წარდგეს წინაშე ვეჟან ბუზმირ მარზაპნისა და ჰრქვეს:
- კაცნი არიან მცხეთას ჩვენისა რჩულისანი და განდგომილ არიან იგინი ჩვენგან და ქრისტეანობენ. აწ განკითხვაჲ მათი თქვენ ხელგეწიფების.
და უბრძანა ვეჟან ბუზმირ ორთა მხედართა წარსვლაჲ და მოწოდებაჲ წმინდისა ევსტათისი და სტეფანეჲსი. და ვითარცა მივიდეს მხედარნი იგი, ჰრქვეს ევსტათის და სტეფანეს:
- გიწესს თქვენ მარზაპანი.
და ჰრქვეს:
This post has been edited by Manchester. on 15 Feb 2011, 21:14
--------------------
Manchester United - Philadelphia 76ers - New Orleans Saints
ადმინ ### ჩაიდე და დიასახლისის როლი ითამაშე (c) sormer500
|