plebe
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1505
წევრი No.: 126153
რეგისტრ.: 19-January 11
|
#24191412 · 25 Feb 2011, 22:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდა მოგიყვეთ ერთი ისტორია, რომელიც ამ ფორუმზე მოხდა, თუმცა წინასწარ გთხოვთ, რომ ღადაობები და არასერიოზული დამოკიდებულება არ გვინდა და არც ამბის შეფასებას გთხოვთ, ვინ, სად და როგორ დაუშვა შეცდომა. ერთადერთი რაც მე და ორ ადამიანს გვინდა, ესაა: რამდენიმე რჩევა მოგცეთ იმისათვის რომ გაითვალისწინოთ და შეცდომები აღარ დაუშვათ ჩვენსავით...პირველ რიში, გთხოვთ რომ სერიოზულად აღიქვათ ნებისმიერი ვირტუალური ურთიერთობა და მოუფრთხილდეთ თქვენთან მოსაუბრე_მეორე პირის გრძნობებს, მერე ჩვენსავით შეცდომაში რომ არ შეგიყვანონ.
ეს ამბავი ამ ფორუმზე დაიწყო და აქვე დამთავრდა. შეიძლება სერიოზული არაფერი მომხდარა, მაგრამ ვფიქრობ, რომ გაფრთხილების მოცემად ნამდვილად ღირს. ყველა გოგოს ვაფრთხილებ: ნუ იქნებიან ჩემსავით დებილები და ნუ დაიჯერებენ, რომ აქ ვინმე მას დახმარებას და მეგობრობას წმინდა ადამიანური სიყვარულის გამო სთავაზობს, ისე როგორც მე მეგონა(თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ).
ერთ მშვენიერ დღეს როცა ტოპიკი გავხსენი სადაც ჩემს უიმედო სიყვარულზე მოვყევი, ერთმა ბიჭმა მომწერა პიემი და თანამიგრძნო. მიუხედავად ამისა, როცა თავიდან შევყოყმანდი, დამემატებინა თუ არა სკაიპში, მან მითხრა რომ ჰყავდა შეყვარებული და პირიქით, თავი ვიგრძენი ცუდად რო ამ ტოპიკის მერე და თან ასეთი პოსტების ავტორს(მის პოსტებსაც გადავხედე რა) ასეთი რაღაც „ვაკადრე“. ამის მერე მე დამშვიდებით დავიმატე ეს ადამიანი და მასთან ვირტუალური მეგობრობა დავიწყე. როცა მან მითხრა თავისი შეყვარებულის ნიკი და შესაბამისად, თვალში მომხვდა ამ გოგოს ნაწერები, სიმართლე გითხრათ, იმდენად მომეწონა რომ მისი „ვაჟკაცური ბუნება“ ერთიორად ამაღლდა ჩემს თვალში.
მან ჩემი საყვარელი ადამიანის დასავიწყებლად, ჩემზე ზრუნვა დაიწყო. შემომთავაზა რომ გამეცნო მისი ძმაკაცი(ან ცუდს ხომ არ გამირიგებდა,როგორ ვიფიქრე ეგ). ამგვარი ყურადღების გამო ის კიდევ უფრო დავაფასე თუმცა მისი ძმაკაცის გაცნობა არ მინდოდა. მიუხედავად იმისა რომ ეს ადამიანი ჩემთან საუბარში უხეშობდა, ყურადღების გამო რაც მარტო კარგი ადამიანის გაცნობაში არ გამოიხატებოდა, მე მაინც დადებით პიროვნებად ვხედავდი და გულწრფელი ვიყავი, რაც ჩემთვის ადამიანთან ურთიერთობის დროს ყველაზე მნიშვნელოვანია. თუმცა უნდა ვაღიარო რომ მოვლენების დალაგების შემდეგ გაბრაზებული აღარც ვარ მასზე
ალბათ უკვე მიხვდი კიდეც, რომ ეს ნამდვილად შენზე გახსნილი თემაა...ფორუმზე კიდევ ერთ მამრ უზერს ვეკონტაქტებოდი, თუმცა არა ისე ხშირად, როგორც ამ ფორუმელ გაქნილ მატყუარას. დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ მაგრამ მოხდა ისე რომ არ თქვა კაი რამ შენზე, იმიტომ რომ შენ მას ასევე ცუდად მოეპყარი ისევე როგორც იმ გოგოს შეყვარებულად ვისაც ასაღებდი რომელიც ვითომდა ზაფხულში ცოლად მოგყავდა. მე დაგიცავი და ვთქვი რომ მიუხედავად შენი უხეშობებისა, ნამდვილად კარგი ადამიანი იყავი...ცოტა ხანში, საუბრისას გამოიკვეთა ისეთი დეტალები, რამაც მე სულ სხვა რაღაცები დამანახა და ამის გამო შენს შეყვარებულს დავუკავშირდი ფორუმით. ამის მერე კარგად ხვდები რომ რაც კი იმისთვის და ჩემთვის მოტყუებული გქონდა ერთმანეთზე, ყველაფერი გავიგე.
სასაცილოა, იმის ნიჭიც რომ არ გეყო, რომ ბოლომდე გეთამაშა და რეალური ზრახვები არ გამოგევლინა. როცა ვერანაირი ტყუილით ვერ დამიყოლიე შეხვედრაზე(ისევ შენ სასიკეთოდ არ ვკონკრეტდები ბევრ რამეზე), აგრესიულობა და უხეშობა დაიწყე, რასაც ისევ მე განვიცდიდი თუმცა შენთვის ამას კი არა ისეთებს არ ჰქონია მნიშვნელობა, რომ აქ რომ დავწერო, იმისიც კი მრცხვენია...
ვინაობებს არ დავწერ, არც შენსას და არც იმათსას. ისიც საკმარისია ჩემი ნიკით რომ ვწერ ამას...შენც კარგად ხვდები რამდენი რამის თქმა შემიძლია ეხლა რომ მაგ ნიკით ვერასოდეს შემოხვიდე, თუმცა პრობლემა მაგაში კი არა იმაშია რომ ვინმეს გამოიჭერ და ასეთი დახვეწილი ტყუილებით, თავს მოაწონებ და მერე შეიძლება სულ სხვა ფინალი ჰქონდეს ამ ყველაფერს. მე ხომ მეგონა რომ შენს შეყვარებულსაც, შენივე თქმით, მოვეწონებოდი რადგან ის შენს მეგობრებზე თურმე არ ეჭვიანობდა მე კი, შენს მეგობრად მიმიჩნევდი და ეს ყველაფერი კი, საფუძველს ქმნიდა იმისას რომ გნდომოდი და შეგხვედროდი...
რადგან ფორუმამდე მოვედით მეც და ის ადამიანიც, ესე იგი ჩვენ რეალურ სამყაროში არის ისეთი რამ რასაც გავურბივართ. ფორუმი ხო ყველასთვის ერთგვარ თავშესაფრის ფუნქციას ასრულებს მაგრამ ამაზე ლაპარაკს ეხლა აზრი არ აქვს. სავარაუდოდ, როგორც მე გავიგე, შენ გაქვს იმის მიზეზი, იყო დათრგუნული და ამიტომაც უხეშობ ალბათ, თუმცა ეს ვერ გამართლებს. მესმის რომ გაქვს პრობლემები მაგრამ მდედრობით სქესს როცა რეალურ ცხოვრებაში არ სცემ პატივს და მერე ფორუმზე ვაჟკაცურ პოსტებს აცხობ მგონი უხერხულია.
რეალურ ცხოვრებაშიც ისე მტკენია გული რომ ეს ამბავი შეიძლება სახსენებლადაც არ ღირდეს, მაგრამ მე მინდა რომ უბრალოდ, ამ ამბით, ყველა გავაფრთხილო, განსაკუთრებით გოგოები, რომ ნუ ეცდებით თქვენი დეპრესიული მდგომარეობიდან გამოსავალი ეძებოთ მამრობით სქესთან, რომელიც ერთი შეხედვით ზრდილობიან ყმაწვილად წარგიდგებათ და იცოდეთ, რომ ესეთი ისტორიები, როგორც წესი, არ მთავრდება ასე: დღეს ის დაბლოკილია, მე კი, ორ ადამიანს დავუახლოვდი ამ მისი ტყუილების წყალობით...
პ.ს. კიდევ ერთხელ გთხოვთ არ იკაიფოთ და თუ არასწორად გავხსენი თემა, შესაბამის განყოფილებაში გადაიტანოთ ოღონდ არ დახუროთ
--------------------
და ქალივით როკავს ძეწნა, ძეწნა, ძეწნა ნოტებ-ნოტებ ტოტებს ურევს, ურევს, ურევს... ბაგე - ბაგეს უცებ, ისე შემოეწნა როგორც სველი მკერდი ვიწრო მაისურებს©გიო გურჯი
|