მე და ჩემი ძმაკაცი მოვდიოდით მასწავლებლიდან, დამშეულები, დაღლილები

ხოდა ვიღაც ქალი გაიჩითა, თავიდან იაღოველი მეგონა, გაგვაჩერა და შესავალი მაგარი გააკეთა... მათხოვარი არ გეგონოთო, შენი სიმაღლე შვილი მყავსო მე მითხრა

ბანკში მუშაობსო მარა ეხლა აქეთ არ არისო. საფულე დამრჩა სახლშიო და უკან დასაბრუნებელი ფული არ მაქვსო. კაროჩე იტლიკინა მერე რაღაცეები და ბოლოს ჩაგვირტყა ორი ლარი ხო არ გაქვთო?

არადა 30 მეტრში საცხობი იყო, ლარი მე მივეცი ლარი ძმაკაცმა მისცა. შევჭამეთ ნახევარ-ნახევარი ლობიანი და ავედით გაჩერებაზე, სადღაც 5-10 წუთი ვლაპარაკობდით და მოვიდა ისევ ეს ქალი

არაფერი განსხვავებული უბრალოდ ცარიელი ბოთლების რიცხვმა იმატა ჩემოდანში

შემომხედა და დაწყებული სიტყვა წაიღო უკან, წავიდა და გაჩერებაზე ჩამოუარა ხალხს.
თან ლარიანებზე ნადირობდა უფრო
მათხოვრად მე ვიგრძენი თავი

ერთი კიდე ძაან ძერსკი მათხოვარია ქუთაისში, ჩვეულებრივ რო ზიან ხო 5 თეთრს ითხოვენ?! ეს კიდე, დამეხმარეთ 20 თეთრი რა იქნებაო

ხუთიანებს და ათიანებს არ იღებს ეტყობა აპარატი