მოვყვე

მოკლედ იყო ერთი კაცი და ყავდა ორი ცხვარი თეთრი და შავი. ჰოდა ერთხელაც ძაან გაუჭირდა და გადაწყვიტა ერთი ცხვარი დაეკლა ოღონდ რომელი ვერ გადაწყვიტა... თეთრი დავკლა შავს ეწყინებაო, შავი დავკლა თეთრსო.. ჰოდა მერე ვიღაცამ ურჩია ცხრა მთას იქით ბრძენი ცხოვრობსო და იმას კითხეო..
რას იზამდა ეს კაცი ადგა და წავიდა.. ცხრა მთა გადაიარა და ბოლოს იპოვა ეს ბრძენი.. ბრძენს თეთრი წვერი მკერდზე სცემდა და დიდ სასახლეში ცხოვრობდა... ამ კაცმა აღუწერა თავისი გასაჭირი და რჩევა თხოვა.. ბრძენმა ბევრი იფიქრა და ბოლოს უთხრა მეო ძალიან ახალგაზრდა ვარო მაგ საკითხის გადასაწყვეტადო.. ჩვენო სამი ძმანი ვართო სამივე ბრძენებიო... ჰოდა ჩემი შუათანა ძმაო აქედან 9 მთას და 9 ზღვას რო გადაივლიო იქ ცხოვრობსო .. ეგ ნახე და გეტყვისო... შეუწუხდა გული ამ კაცს..შია კვდება შიმშილით მარა რა ქნას? თეთრი დაკლას შავს ეწყინება.. შავი დაკლას - თეთრს... ჰოდა შემოიჭირა ქამარი წელზე და დაადგა გზას.. 9 მთა გადაიარა.. 9ზღვა გადაცურა და ბოლოს მიადგაშუათანა ბრძენ ძმას ... შუათანას წვერი წელამდე ჰქონდა და უსიერ ტყეში პატარა ქოხში ცხოვრობდა... მოუთხრო ამ კაცმა თავისი გასაჭირი და რჩევა ჰკითხა.... ბევრი იფიქრა ბრძენმა და ბოლოს უთხრა.. არაო მეც ვერა ვარ ეგეთი მაგარიო მაგრამ კარგი ამბავიც მაქვსო... რაო? კითხა ამ კაცმა.. მე ვიცი ვინც უშველის შენს გასაჭირსო... ვინაო? 9 მთას 9 ზღვასა და 9 ტყეს იქით ჩვენი უფროსი ძმა ცხოვრობსო.. აი ეგ ყველაზე მაგარია და მაგას ეცოდინებაო.
გაგიჟდა ეს კაცი.. ადამიანო აქამდე ძლივს მოვღოღდი და შენ ძმამდე ხო გამძვრა სული შიმშილითო? ნუუუ..აბა რა გიყოო ბრძენმა.. შენი პრობლების გადაწყვეტა 9 მთას 9 ზღვასა და 9 ტყეს იქით ძევსო....
მოკლედ კიდევ უფრო მაგრა შემოიჭირა ამ კაცმა ქამარი და ისევ დააგა გზას... 9 მთა გადაიარა.. 9ზღვა გადაცურა.. 9 უღრანი ტყე გაიარა და ბოლოს მიადგა საწადელს.. უფროს ძმას სპეტაკი წვერი მუხლებზე დსთრევდა და დიდ გამოქვაბულში ცხოვრობდა.. გამოქვაბული სულ სქელ-სქელი და ჭკვიანი წიგნებით იყო გაძეძგილი და ეს ბრძენი შუაში იჯდა და ყველაზე სქელ და ჭკვიან წიგნს კითხულობდა....
მიუახლოვდა ეს უბედური კაცი და მოკრძალებით შეჰბედა თავისი გასაჭირი.. ორი ცხვარი მყავსო.. თეთრი და შავიო...ძალიან მიჭირსო და ერთ ერთი უნდა დავკლა აუცილებლადო.. ოღონდ რომელი დავკლა ვერ გადამიწყვეტიაო... თეთრი დავკლა შავს ეწყინებაო და შავი დავკლა თეთრსაო... მირჩიე რამე შე ოჯახაშენებულო თორემ მოვკვდი შიმშილითო.
ბრძენმა შუბლი შეჭმუხნა და დაფიქრდა... მთელი საღამო ხმის ამოუღებლად იჯდა და ბოლოს უთხრა... ესაო ძალიან ძნელი საკითხიაო.. და შენო ეხლა წადიო და ერთ თვეში მოდიო და მერე გეტყვი პასუხსო.
ელდა ეცა ამ კაცს.. ყვირილი უნდა დაეწყო მაგრამ ჯერ ერთი ისე იყო მისავათებული რომ ყვირილის თავიც არ ჰქონდა და მეორე კიდევ ბრძენის ქორისებურ მზერას რომ შეხედა ხმა გაკმინდა და უხმოდ გაეცალა....
გავიდა ერთი თვე და დათქმულ დღეს მობრუნდა ეს კაცოი ბრძენთა ბრძენთან... ისე გაუბედურებულია რომ ოთხზე მოღოღავს... ჰოდა მიუახლოვდა ბრძენის გამოქვაბულს და რას ხედავს...
გამოქვაბულის წინ დიდი კოცონია დაგებული.. ეს ბრძენი კიდევ მის გარშემო კიჟინით დარბის.. თმა და წვერი გაწეწილ გამჭვარტლული აქვს და თავის ჭკვიან წიგნებს ყრის ამ ცეცხლში...
მიუახლოვდა ეს კაცი და შესძახა ბრძენთაბრძენოო მოიფიქრე ჩემი გასაჭირის პასუხიო?
-კიიიიიოოოოოო!!!! - უკივლა ბრძენმა
-რა ვქნაო რომელი დავკლაო?
-თეთრი დაკალი თეთრიო!!!! - იღრიალა ბრძენმა
-და შავს რო ეწყინებაო?
-ეწყინოსსს მაგის დედაც მოვდღანო