გაFუჭებული ტელეფონის თამაშისას ბავშვები ერთ რიგად სხდებიან და ერთმანეთს (მარჯვნიდან მარცხნივ ან პირიქით) ყურში უჩურჩულებენ თითო-თითო სიტყვას (მაგ:ვაშლი სახლი ..)
შემდეგ "დედა" სათითაოდ დაუსვამს ყველას კითხვებს (რა ჭამე, სად გეძინა ..) და რომელი ბავშვის პასუხიც ყველაზე უფრო შესაფერისი იქნება კითხვაზე ის იქნება გამარჯვებული და მომდევნო თამაშის დედა
ვისი სული გსურს- ორ რიგად იყოფიან ბავშვები და ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს დგებიან ხელჩაკიდებულები
"ა" გუნდის ბავშვები "ბ"ს კითხავენ ვისი სული სურს მათი გუნდიდან და "ბ"ს ბავშვები რომელიმე მოთამაშის სახელს დაიძახებენ "ა"ს გუნდიდან
დასახელებული ბავშვი უნდა გამოიქცეს მოპირისპირე გუნდისკენ და სადმე ჩაკიდებული ხელები "გაწყვიტოს"
თუ მოახერხებს გაწყვეტას რომელიმე მოთამაშეს(რომლეიც თვითონ უნდა) წაიყვანს თავის გუნდში და
თუ ხელებს ვერ გაწყვეტს მაშინ დარჩება მოპირისპირე გუნდში.
ვაიჰ, დავიღალე

ის ორი თამაში არ ვიცი..
ჩემთან სოფელში ზაფხულობით ახლაც ვთამაშობთ ხოლმე ამ თამაშებს