
ვითომ რამე. ვბრაზდები ხოლმე მაგათ რომ ვხედავ. და მინდა ეს წელი იყოს ბოლო წელი, როცა მე ვბრაზდები მათ დანახვაზე.
კარგი ახალი წელი მინდა.
და მშვიდი გონება.
არ ვიცი, სად არის სიმართლე. ვინ არის მაგარი და ვინ არა, ვინ არის ჭკვიანი და ვინ არა. ვინ არის კარგად და ვინ არა.
ზღვაზე მინდა. ო, როგორ მინდა ზღვაზე. ძალიან მინდა

ძალიან, ძალიან. ქვიშაში ჩაწოლა და არაფერზე ფიქრი. რა კარგი იყო მე და ანანოსები რომ ვიყავით ერთად, არა? ვისვენებდით. მართლა ვისვენებდით. თავად ანანო დაეხეტებოდა სადღაც. ნამდვილი თავისუფლება. მუსიკა ბოლო ხმაზე - გახსოვს? იმ რესტორანში. მერე ორი წელი ვერ ვიტანდი ხმამაღლ მუსიკას. ეხლაც არ მიყვარს. არა, იმის გამო კი არა. მაშინ კარგი იყო. უბრალოდ, ბოლოს ძაან გადავიღალეთ.
აუ არასოდეს მიეჭვიანია ადრე ასე

აეკიდება ეხლა ყოველი მეორე გოგო ზღვაზე

ვინმე პრიმიტიული და ტვინისბურღი

უხხ, სად არა ვარ. ისე, პატივცემულ ანანოს რომ ჩავაკითხოთ, ვერა? კიი რა.
ძალიან მენატრება ის დრო. ქობულეთი ბევრად ჯობია ისე. ბათუმი მაინც ქალაქია, გძაბავს. ქობულეთი. ფეხშიშველი თითქმის, შლოპანცებით. არსად გეჩქარება, შორს არაფერია. არა, კაია, უჰ. ზღვა - იქვე. ფიჭვები. გუგუნა მუსიკა ბარებში. ხალხი - ? არ ვიცი, არ მახსოვს. ალბათ კარგი. ცუდი არავინ შეგვხვედრია ყოველ შემთხვევაში. ეგ არა, წინა ზაფხული მთლად პიკი იყო. საოცრება. ძალიან ლამაზი და ფერადი. გოგოები რომ არ ამხტარიყვნენ, უკეთესიც იქნებოდა.
ოჰ. არ უნდა მეკითხა სევდიანი რაღაცეები. მერე ვიგრუზები ხოლმე. რა სულელი ვარ? სულ სევდიან რაღაცეებს ვკითხულობ და გულთან ახლოს მიმაქვს. წადით თქვენი კარგიც ნუ. მკიდია. აი ასე.


ეხლა წავალ და ლუდიც მეგულება ცოტა.
This post has been edited by show-girl on 3 Aug 2013, 15:00