#25361240 · 8 May 2011, 19:29 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ინგრიდიენტები: კარტოფილი - 1.7 კგ, გათლილი; მარილი -1 სუფრის კოვზი; კარაქი - 30 გრ; რძე - 50 მლ.ლ; კარტოფილის ნახარში - 100 გრ დაახლოებით; 'შენიშვნა: საჭიროა 2 კგ საშუალო ზომის საღი, მოსახარში ჯიშის კარტოფილი.
ინვენტარი: ქვაბი 3 ლიტრიანი; მიქსერი.
მომზადების წესი კარტოფილი გათალეთ, დაჭერით საშუალო კუბებად და ჩაყარეთ ქვაბში, დაასხით წყალი რომ 1-2 სმ დაფაროს და შედგით ცეცხლზე. დაამატეთ 1/4 ჩაის კოვზიცმარილიც. ასევე შეგიძლიათ დაამატოთ: დაფნის ფოთლი, როზმარინის ტოტი, ან სპეციალურ ტომარაში ჩაყრილი შავი პილპილის მარცვლები; მოხარშვის შემდეგ გადაუწურეთ წყალი (1 ჭიქის ოდენობით გადაინახეთ, პიურის გასათხელებლად დაგჭირდებათ). დაფნის ფოთოლი, როზმარინი და შავი პილპილი გადააგდეთ; ჩაამატეთ კარაქი, მარილი და შემთბარი რძე - 50 მლ.ლ ნახარშთან ერთად (პატარა ყავის ჭიქა). ჩართეთ მიქსერი და ათქვიფეთ.. თავიდან დაბალ სიჩქარეზე ჩართეთ, შემდეგ კი მოუმატებთ, როცა ერთიანი მასა იქნება - გამორთეთ, თორემ ზედმეტად აითქვიფება; თუ სითხე აკლია, ანუ საკმარისად ფაფუკი არ გამოდის, მაშინ ნახარშის წყალი ან რძე ჩაამატეთ დამატებით (ძალიან ბევრს ნუ ჩაასხავთ ერთდროულად, ცოტამაც შეიძლება ზედმეტად გაათხელოს); თუ მეორე დღისთვის გადაინახავთ - გააცხელეთ მიკროტალღურში - სპეციალური კონტეინერით, ან ქვაბში, ცოტა თბილი წყალი ჩაამატეთ;
This post has been edited by AkakiG on 8 May 2011, 19:31
|