ეე რა.. მაგრად არ მიყვარს ადამიანებს უარს რო ვეუბნები ესეთ რამეზე მაგრამ რა ვქნათ

მართლა ჩვენი ბრალი არაა გუშინ წინ დილით უკვე მოვურიგდით ორ მარშუტკას და ვეღარაფერს ვერ ვიზამდით რა

უკრაინკას ორი მეგობარი უცბად შეიცვალა სხვა ორითი და სხვა ადგილებიც აღარ იყო დარჩენილი რა მაგრამ ზოგი ჭირი მარგებელიაო სამაგიეროდ თქვენც გაკვეთილს მიიღებთ რო წინასწარ უნდა გვითხრათ და ჩვენც გვეცოდინება რო ესე ვთქვათ ზაპასში კიდევ ვიქონიოთ ხოლმე რამე ალტერნატიული მარშუტკა

და ამას პლიუს მთელი ზაფხული წინ გვაქვს! გერგეთობა..შემდეგ ვაჟაობა და შემდეგ ხევსურეთი: შატილი, მუცო, არდოტი და კიდევ რამოდენიმე ორ დღიანი და ერთ დღიანი ლაშქრობებიც იქნება პირობას გაძლევთ!
„ლომისას ჯაჭვი ჰკიდია, არავინ იცის ვისია;
მოვიდა, ქალმა შესტირა: ეგ ჯაჭვი ჩემი ძმისია,
ლაშქრიდან გამოტანილი, შავგრემანაის ყმისია.
დეეხსენ, ჟანგმა შეჭამოს, ლომისას საკადრისია“
ამ მშვენიერი ლექსის ფონზე კი გილოცავთ ლომისობას და ლომისობის მადლი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს!