http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...-shezghuda.htmlწუხანდელმა კოკისპირულმა წვიმამ აღმაშენებლის ხეივნის 13-ე კილომეტრზე, საავტომობილო მოძრაობას პრობლემები შეუქმნა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე დატბორილია ავტომაგისტრალი. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურისა და თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან.
გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა შეზღუდული აქვთ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.
დატბორილია ასევე ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მდებარე ბენზინგასამართ სადგურ "ეკოს" მიმდებარე ტერიტორია.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნოდარ ჭუმბაძემ განუცხადა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადები შემთხვევის ადგილზე დილიდან მუშაობენ და დაახლოებით 10-15 წუთში აღმაშენებლის ხეივნის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება.
აი რაში ყოფილა საქმე და არაფერ შუაშია გვირაბის მშენებლობაა..