კომპანიამ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ სემეკის 2010 წლის №18 დადგენილებით ცვლილებები და დამატებები შევიდა “სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ” სემეკის 2008 წლის №32 დადგენილებაში. №18 დადგენილების თანახმად, წყალგამანაწილებელ კომპანიებს უფლება აქვთ, 2015 წლის 1იანვრამდე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მქონე მომხმარებლებს, აგრეთვე, უწყვეტი 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილ საყოფაცხოვრებო კატეგორიის სხვა მომხმარებლებს ინდივიდუალური აღრიცხვის კვანძი მოუწყონ. ამ მარეგულირებელი დოკუმენტით, თითოეული აბონენტის აღრიცხვის კვანძის მოწყობის საფასურის ზედა ზღვარი 100 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ეს თანხა აბონენტმა თავად უნდა დაფაროს, რადგან გამრიცხველიანების ხარჯები წყალმომარაგების ტარიფში არ აისახება, ანუ გამრიცხველიანების დასრულების შემდეგ, თბილისის მოსახლეობას დღეს არსებული ტარიფი შეუნარჩუნდება.
სემეკის დადგენილებით განსაზღვრულ თანხაში შედის როგორც მრიცხველის, ასევე გამრიცხველიანებისთვის საჭირო ყველა აქსესუარის შეძენისა და შემდგომი მონტაჟის ხარჯები. რეალურად კი, თითოეული აბონენტის გამრიცხველიანება ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” 100 ლარზე გაცილებით მეტი უჯდება, თუმცა, არც კომპანიის მიერ გაწეული ხარჯები აისახება ტარიფში. თანხას თავდაპირველად კომპანია გაიღებს, აბონენტი კი ამ თანხის დაფარვას მრიცხველის დამონტაჟებიდან 6 თვის შემდეგ დაიწყებს და 24 თვის განმავლობაში ეტაპობრივად, მიმდინარე გადასახადთან ერთად გადაიხდის. კომპანია მიიჩნევს, რომ თანხის დაფარვა მომხმარებელს ამგვარი პირობით უფრო გაუადვილდება.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ეს არის ბოლო ამ ორგანიზაციის საიტზე დადებული ბოლო სიახლე... ვერანაირ ოფიციალურ განმარტებას ან მიზეზს თუ რატომ ხდება მოწოდების შეზღუდვა ვერ მივაგენი. ძალიან მაინტერესებ დაახლოებით რა ჯდება ამ სისტემის შენახვა და რა გახდა, რით ვერ გამართეს სისტემა. ამოღება ასე თუ ისე გაუმჯობესდა ეს ფაქტია მაგრამ არანაირად, ან უმნიშვნელოდ გაუმჯობესდა მოწოდება. ეს კომპანია მხოლოდ აქციონერებთან არის პასუხისმგენელი თანხების ამოღებაზე თუ მოსახლეობასთანაც?!