თბილისის უწყლოდ დარჩენილი ნაწილის წყალმომარაგების აღდგენა ეტაპობრივად მიმდინარეობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან" აცნობეს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყლით ქსელების დატვირთვა უკვე დაწყებულია. წყალი თბილისის უმეტეს უბნებში უკვე მიიღეს. დედაქალაქს წყალმომარაგება სრულად დღის ბოლომდე აღუდგება.
თითქმის ორი დღის განმავლობაში წყალმომარაგება შეწყვეტილი ჰქონდა: გლდანის "ა", I, II, IV მ/რორაიონებს; თემქის IV და XI მ/რაიონებს, IV, IX, X, Xა კვარტლებს; სანზონას და მის მიმდებარე კერძო დასახლებებს; გურამიშვილის გამზირს, კუკიისა და ლოტკინის დასახლებებს, სვანეთის უბანს; ჩუღურეთის რაიონში ჯავახიშვილის ქუჩის ზემოთ მდებარე ქუჩებს; ელიასა და ავლაბრის ნაწილს, დიღმის მასივს, ლუბლიანას ქუჩას.
წყლის მიწოდებაში სერიოზული პრობლემები 17 ივნისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რომლის დროსაც ღრმაღელის სათავე ნაგებობის ძირითადი მკვებავი ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა, დაიტბორა ღრმაღელის სატუმბო სადგური, რამაც ტუმბო-აგრეგატების მწყობრიდან გამოსვლა და დროებით გაჩერება გამოიწვია.
პარალელურად, ჭარბი ნალექის გამო ადიდებულმა მდ. გლდანულამ 900 მმ-იანი მაგისტრალური წყალდენის გარკვეული მონაკვეთი მთლიანად მოშალა და წაიღო.
მუხიანი რატო არაა ნახსენები?
This post has been edited by funnycannibal on 18 Jun 2011, 21:25