Manuelo Costa
Super Crazy Member +
      
ჯგუფი: Members
წერილები: 16304
წევრი No.: 119443
რეგისტრ.: 11-August 10
|
#35385062 · 27 Feb 2013, 16:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფიფქს, მთლად გაყინულ ფრთოსანს, დაღლილს სამყაროს მოვლით, სახლები შეუმოსავს. მობამბისფერო თოვლით.
ჰქმნიან ამინდთა უღელს, მოთეთრო ნაბიჯებით. ვარქმევ ცას აკრულ ღრუბლებს იმ ქვეყანათა ჯებირს.
კოდალა, ტოტზე მჯდარი, არც კი აჩერებს ნისკარტს, მოაქვს ტრაგიზმის ქარი, გამაყრუებელ დისკანტს.
მაშინ როდესაც არსით, არ სჩანს ბოროტის კვალი, განგება რა ჩიტია, არ ჰქონდეს ცოდვა-ბრალი.
ბედმა ლორდ ჰენრის ალბათ, გამოცდა უწყო განგებ, არ შემოურტყამთ ალყა ნამუსგარეცხილ ფრანგებს?
სწადიათ მოკვლა ჰენრის, და მითვისება მიწის, მსგავსი ამბავი ბევრი ისტორიამ კი იცის.
ასე, ცხრაას წლის უკან, მიწას, ცრემლებით ნამულს, ყველანი ცნობდნენ როგორც, პლანტაგენეტთა მამულს.
და ისტორიამ ახლა, გამეორება სცადა, ბედნიერების წადილს, ამ დღეს გასვლია ვადა.
გულუბრყვილობას ბავშვურს, უკვე მოედო ჟანგი, სამტროდ ლორდ ჰენრის სახლთან, მოსულა ოცი ფრანგი.
მოსულა თანაც როგორ, ჰენრის სიკვდილის მიზნით, მისი მიღწევა უნდა თოფით, ხმლით თუ მშვილდ-ისრით.
საბედნიეროდ ჰენრის, (მყოფს უიღბლობით ავად) ჩასაფრებულა სტიუარტ, ლორდ ჰენრის დასაცავად.
ჩასაფრებულა იქვე, ჯერ არც კი ტეხავს განგაშს, და როცა ფრანგნი მოვლენ, ხმალს მოაშორებს ქარქაშს.
და აძგერს მტერს შიგ გულში, დრო კი ნელ-ნელა გადის, განგება იცნობს უკვე, სტიუარტის ერთგულ წადილს.
უცებ დაფიქრდა სერი, მისი ამაყი ჯიში, წარსულის ფრაგმენტს ხედავს, ჰენრი რომ აძლევს პირში.
ებრძვის საკუთარ ფიქრებს, ებრძვის ამაოდ - ერთხანს, და ახსენდება მაინც, ლორდ ჰენრი რომ აფერთხავს.
ცრემლი მოადგა მყისვე, ცრემლი მდუღარე, რაკი ჰენრის ტ/ყვნისაგან უკვე, გასიებია ტრაკი.
"ფიქრო, ვერ გამტეხ ასე", ხელი აიკრა ხმალზე, გმირი იშვება ამ წამს, არც ხვალ და მით არც მასზეგ.
ყიჟინით ეცა ფრანგებს, დრო მთლად კუსავით მიდის, ბუნება უცქერს ახლა სერის და ფრანგთა ჭიდილს.
სტიუარტმა ერთი უმალ, გადაიმტვრია მუხლზე, ამის შემყურე ფრანგი, იქვე დაეცა დუხზე.
შემდეგ მესამეს ეცა, და გამოღადრა ყელი, იქვე მოირწყა სისხლით, მთლად მობამბისფრო ველი.
მეოთხეს ეცა მერე, მერე მეხუთეს და კვლავ, არ უძნელდება სტიუარტს, ჩათლახ ფრანგებთა დაკვლა.
სამკვდროა თუ სასიცოცხლო ბრძოლა, თან კრთიან ბჭენი,
სერ სტიუარტ ერიქსონი: - თქვენ გსურდათ ჰენრის მოკვლა? დედას შევ/ეცი თქვენი!
მთხრობელი: - სერმა ფრანგების წადილს, პასუხი ხმლით მიუგო.
სერ სტიუარტ ერიქსონი: - ჯერ ხომ მოგიტ/ყანთ რაბლე, მერე ვიქტორ ჰიუგო.
მთხრობელი: - ეჰ, სერ სტიუარტ, ერიქსონ, სტიუარტ, შაქარი შენს პირს.
სერ სტიუარტ ერიქსონი: - ვერლენ, ბოდლერმა, რემბომ, ტრაკზე აკოცონ შექსპირს.
მთხრობელი: - ეჰ, საცოდავო სტიუარტ, ეს არ არის იოლი.
გაცეცხლებული სერ სტიუარტ ერიქსონი: - მოგიტ/ყანთ ჯერ დე სადი, ფრანსუა ვიიონი.
მთხრობელი: - ჯერ გამარჯვება სტიუარტ, არ არის შენს სახელზე, ბრძოლა მთავრდება მაშინ, როს სიჩუმეა ველზე.
შენ შეიძლება მოკვდე, თუმც სახელს ცაზე გაშლი!
ამ დროს გავარდა ტყვია და სტიუარტს მოხვდა თავში.
ეს ერთადერთი ფრანგი, ცოცხალ-მკვდარია თითქმის,
ახია სტიუარტ შენზე, ახია - შენზე ითქმის.
მოკვდა ის ფრანგიც იქვე, მოკვდა ის ფრანგი მაშინ, როდესაც ალბათ სერის სული აფრინდა ცაში.
* * *
იმ წამს, სერი რომ მოკვდა, (წამს, რომელიც მთლად გაბნევს) ლორდ ჰენრი სახლში თბილად, არეფრეშებდა ტამბლერს.
სტიუარტის სული ახლა, მოისმენს პარაკლიტონს, ჰენრი სტიუარტის ცოლთან, ღლეს უხახუნებს კლიტორს.
:user:
|