აგვისტო იწურებოდა... იმ ზაფხულს ლონდონისთვის უჩვეულო სიცხეები დადგა და ნისლიანი ალბიონის სიცხეს მიუჩვეველ მაცხოვრებლებს სხვა რა დარჩენოდათ თუ არა სადმე, შედარებით გრილი პროვინციის სიმწვანეში თავის შეფარება. სწორედ ამ დროს იორკშირის საგრაფოში, საკუთარ ვილაში მხართეძოზე წამოწოლილიყო ლორდ ჰენრი და ფიქრებს მისცემოდა. უკვე შებინდებულიყო და მთელი დღის სიცხისაგან გათანგულს მალამოსავით მოედო სარკმლებიდან შემოპარული გრილი ნიავი. ლორდ ჰენრი წამოდგა, გულხელდაკრეფილმა მიაშურა სარკმელს და სივრცეს გახედა... ღამის ჩრდილები იპარებოდნენ უკვე და ვერანდაზე ეულად დაკიდული ფარანიც ვერ უმკლავდებოდა სიბნელის შემოტევას... იორკშირი ღამის საბურველში გაეხვია. ლორდი სივრცეს გაჰყურებდა და ღრმა ფიქრებს მოეცვა მთელი მისი არსება: სულ რაღაც ორი დღეა რაც მოსწყდა ლონდონს და საქმეებს რომლებშიც ბოლო ოთხი თვე ეგზომ ჩაფლული გახლდათ მაგრამ სინამდვილეში მკითხველო, მისი იორკშირში ჩამოსვლის მიზეზი დაღლილობა ან სიცხე როდი გახლდათ... სულ სხვა სატკივარს შეეწუხებინა მრავალ ჭირში გამობრძმედილი ორმოცდაათს მიტანებული ლორდი.
"ელიზა..." - თითქოს თავისით მოსწყდა მის ბაგეებს ეს ერთადერთი სიტყვა და ღამის სიოს აედევნა ეულად მოწყვეტილი ფოთოლივით... უკვე ორი კვირაა ლორდის თვალს რული არ მოჰკიდებია ამ სახელის გამო.... ღრმა ფიქრებში წავიდა ჰენრი...
სულ რაღაც ორი კვირის წინ მისმა ძველმა მეგობარმა, სერ მაქსიმილიან ენდრიუ ირვინგტონმა თავისთან, დევონშირის საგრაფოში მიიწვია სადაც ერთი ფრიად პატივცემული სტუმრის, ავსტრიის ელჩის, ჰერ ვილჰელმ ჰოლსტეინისა და მისი მომხიბლავი ძმისშვილის, ელიზაბეთის პატივსაცემად დიდი წვეულება უნდა გამართულიყო. ელიზაბეთს ის ის იყო შეუსრულდა თვრამეტი წელი და მისი მომხიბლავი არსება ერთდროულად ანცი და ინფანტილურობით გაჯერებულ ბავშვსა და ახალგაზრდა, სისხლადუღებულ ქალწულს მოეცვა... მაგრამ მასში, ყველაზე განსაკუთრებული მაინც მისი საოცარი საფირონისფერი თვალები გახლდათ, თვალები, რომელთა ტყვეობაშიც მათი დანახვისთანავე მოექცა ლორდი ჰენრი. მისი აბრეშუმივით ნაზი კანი, ახალაფეთქებული თეთრი ვარდის კოკრების მსგავსი მკერდი და შველივით დახვეწილი ყელი, მისი თითოეული ნაკვეთი, მისი თითოეული ამოსუნთქვა ანდამატივით იზიდავდა ლორდ ჰენრის. თითქოს უკან, ახალგაზრდობაში დააბრუნესო ისე აუჩქროლდა სისხლი უკვე ნახევარ საუკუნეს მიტანებულ ვაჟკაცს...
მეორე დღესვე გამ ოუტ ყ და სიყვარულში, იმ წამიდან მისთვის სამყარო ორად გაიყო სადაც ერთ მხარეს მხოლოდ პატარა ელიზა არსებობდა, სიცოცხლით სავსე, ლორდ ჰენრისთვის მშვენიერებისა და სრულყოფილების სიმბოლოდ ქცეული ხოლო მეორე მხარეს სხვა დანარჩენი, სხვა, აწ უკვე უმნიშვნელო და აზრგამოცლილი... არ დასცალდა ლორდ ჰენრის ელიზას მშვენიერებიტ ტკბობა, მისდა საუბედუროდ მეორე დღესვე ჰერ ვილჰელმს ტელაგრამით აცნობეს ვენაში რაღაც წყეული შეხვედრის დანიშნვის შესახებ და საღამოსვე ჩაალაგა ბარგი... ხელიდან ეცლებოდა ლორდს თავისი პატარა ელიზა.
დილით, გამგზავრების წინ უეცრად ლორდ ჰენრისთვის გამოყოფილი საძინებლის კარი ქურდულად შემოაღეს, სიფრთილეს ნაჩვევმა ლორდმა ბალიშის ქვეშ დამბაჩის სახელური მოსინჯა მაგრამ ამ დროს ელიზას ათრთოლებული ხმა ჩაესმა...
-მე თქვენ მიყვარხართ ლორდ ჰენრი... ვფიცავ, ლონდონიდან გამოვეპარები ბიძაჩემს და აღარ დავბრუნდები ავსტრიაში, მსურს დარჩენილი ცხოვრება თქვენთან ერთად გავატარო... ეხლა კი მომიტევეთ, უკვე კარეტა გველოდება - ეს თქვა და ლორდ ჰენრის თავისი უმანკო ტუჩებით მხურვალედ დაეკონა...
განცვიფრებული და სახტად დარჩენილი ლორდ ჰენრი ორ საათს ცდილობდა გაესიგრძეგანებია რა მოხდა მის თავს როცა კარი მაქსიმილიანმა შემოაღო. ლორდ ჰენრიმ, რომელსაც იმ წამს ნამდვილად არ სურდა ძველი მოგობრის მოსაწყენი საუბრის მოსმენა, უეცრად რაღაც საქმეების გამო ლონდონში წასვლის აუცილებლობა მოიმიზეზა და მოსამსახურეს უბრძანა ბარგი ჩაელაგებინათ... სწორედ ასე აღმოჩნდა ის იორკშირის საგრაფოში სადაც არავინ, თვით მისი ძველი მეგობარი, სერ სტიუარტ ერიქსონიც კი არ დაუფრთხობდა სიმშვიდეს, სიმშვიდეს რომელიც ესოდენ ესაჭიროებოდა ახლა მას, ის ხომელიზასგან ელოდა ცნობას. სტიუარტის გახსენებაზე ლორდ ჰენრის ეშმაკურად ჩაეღიმა მაგრამ მსწრაფლ უკუაგდო ბილწი ფიქრები, ახლა მხოლოდ ელიზას მოეცვა მთელი მისი არსება და გონება. უეცრად ღამის სიჩუმეში ფლოქვების თქარათქური და კარეტის თვლების ხმა გაისმა. "როგორც ჩანს ვიღაცა მთელი სისწრაფით მოაქანებს ცხენებს, ნეტავ რა მოხდა" - გაიფიქრა ლორდ ჰენრიმ და სტუმრის დასახვედრად მოემზადა. უცნობმა კარეტა სახლის წინ, მარმარილოს შადრევანთან შეაყენა და სწრაფად გადმოხტა კოფოდან.
-მომიტევეთ მილორდ, მე არ მაქვს განზრახული თვენი მყუდროების დარღვევა მაგრამ სასწრაფოდ მიბრძანეს ეს თქვენთვის გადმომეცა - სწრაფად შესძახა უცნობმა და ნაჩქარევად მიაჩეჩა ხელში მოზრდილი კონვერტი.
-კი მაგრამ...-ლორდ ჰენრის სათქმელის დამთავრება არ აცალეს
-მომიტევეთ სერ, კონვერტში თქვენს ყველა კითხვაზე იპოვით პასუხს! - ამის თქმა იყო, უცნობი კარეტას მოახტა იორკშირული ღამის წყვდიადს შეერია...
ოთახში დაბრუნებულმა ლორდ ჰენრიმ მოუთმენლად გახსნა კონვერტი და პირველი რაც თვალში მოხვდა ელიზას ფოტოსურათი იყო, ავსტრიული სტილით შეკერილ კაბაში გამოწყობილი მომხიბლავად იცქირებოდა სადღაც, ლორდ ჰენრის მიღმა. ლორდს გაეღიმა, წერილს გადასწვდა და ღიმილი სახეზე შეეყინა...
"მილორდ
მე არ მაქვს უფლება პატიება გთხოვოთ მაგრამ ვფიცავ ყველაფერს, რაც თუ რამ წმინდა არსებობს ჩემთვის რომ გულწრფელად ვნანობ ყოველივეს რაც მოხდა. სამწუხაროდ მე, ჩემი ბავშვური უგუნურებით ვერ განვსაზღვრე მოვლენების სერიოზულობა და ბიძაჩემს გამოვუტყდი ყოველივეში. მე მას ვთხოვე გაეგო ჩემთვის და მოეცა ნება დავრჩენილიყავი თქვენთან მაგრამ ის ისე განრისხდა, ჩემი მოსმენაც არ ისურვა. მე ვერ შევძელი მისი გადარწმუნება და მისი ნების წინააღმდეგ წასვლაც არ ძალმიძს, ალბათ მოგეხსენებათ რომ მე მისი გაზრდილი ვარ და ის მშობელ მამასავით მექცეოდა ყოველთვის. მაპატიეთ თუ როდესმე შეძლებთ, ერთ საათში ჩვენ ინგლისს დავტოვებთ და ალბათ როცა ამ წერილს წაიკითხავთ (თუ მის წაკითხვას საერთოდ ისურვებთ. ო, მილორდ...), მე უკვე ავსტრიაში ვიქნები. მუდამ ვილოცებ თქვენთვის და ღმერთსა და თქვენ შეგთხოვთ პატიებას
მუდამ თქვენი ერთგული
ელიზაბეტ ანნეეს ჰოლსტეინი"
ლორდ ჰენრის გონს მოსვლისთვის რამოდენიმე წუთი დასჭირდა. მისი სულში უეცრად სიცარიელემ და სევდამ დაისადგურა, მისი გონება თითქოს განწირული ითხოვდა შველას რომელიც არსაიდან სჩანდა და ერთადერთი რასაც ფიქრობდა მხოლოდ ეს იყო: ნუთუ ვეღარასოდეს იხილავს პატარა ელიზას? ნუთუ ასე უნდა დასრულებულიყო ყველაფერი?! რისთვის ღმერთო, რისთვის?!!!
ლორდ ჰენრიმ აცრემლებული თვალები ისევ ელიზას ფოტოს შეავლო... ნუთუ ეს ლამაზი ღიმილი ვეღარასოდეს უნდა იხილოს საკუთარი თვალით...
-მომე#%ნა მაინც... - სინანულით ჩაილაპარაკა ლორდმა, და ფოტო მარცხენა ხელში გადაიტანა....
ვახ

დამატყდა თითები ეს რამდენი ვწერე
This post has been edited by velociraptor on 10 May 2012, 05:54
თუ ერთ დღეს თქვენი კბილის ჯაგრისი წკავწკავით გაიქცა, ე.ი. უკვე დიდი ხანია ძაღლით იხეხავდით კბილებს.