alomaკრეატიულობის საკვლევი ტესტი. ნუ ტესტი არაა, უფრო ერთი კონკრეტული ამოცანა. ფანტაზიორობა ფანტაზიორობაა, კრეატიულობა - კრეატიულობა

გაინტერესებს? მოდი კვირას მესამე კორპუსში : ))
* * *
ცაციებო, თქვენი კრეატიულობა-არაკრეატიულობის საკითხი წყდება! : ))
მოკლედ, მეგობრებო, თქვენი დახმარება მჭირდება.
ცაციების კრეატიულობას ვიკვლევ და ამისთვის მჭირდება რაც შეიძლება ბევრი ცაცია ცდისპირი. ვისაც ცაციას იცნობთ მოიწვიეთ ამ ივენთზე რა
ძვირფასო ცაციებო, მომავალ კვირას, ანუ 9 დეკემბერს 11 საათიდან 6საათამდე რომელ მონაკვეთშიც გეცლებათ, მობრძანდით თსუ-ს მესამე კორპუსის 109-ე აუდიტორიაში, 5-10 წუთს წაგართმევთ... (თსუ-ს მესამე კორპუსი მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე არსებული ჟირაფებიანი ნაგებობის გვერდზე არკაში რომ შეუხვევთ, მარჯვნივ ჭიშკარს დაინახავთ და იქ რომ შეხვალთ და საცოდავ შენობას დაინახავთ და გაიკვირვებთ, ნუთუ ესაა თსუ-ს ერთ-ერთი კორპუსიო, ის. ოფიციალურად ი. ჭავჭავაძის გამზირი # 11ა)
პატივისცემით, მე.
პ.ს. მხოლოდ წამომსვლელებმა დააჭირეთ "attending"-ს, რომ განვსაზღვრო რამდენი იქნებით
დიდი მადლობა გაწეული თანამშრომლობისთვის, მთელი 40 ქულა მიაქვს ამ ამბავს და შედით მდგომარეობაში )
https://www.facebook.com/events/144001552415121/