შემოქმედის ცხოვრებაგველის მჭამელი შემოქმედის ბედზე დავწერე,
მაგრამ მერე ფილოსოფიად გადამიქციეს,
ყველაფერი მიმიწერეს, რაც არ მეფიქრა!
მე კი მხოლოდ იმის თქმა მსურდა,
რომ თვისი ნიჭი პოეტს უნდა კბილით ეჭიროს,
რადგან ჩუმ-ჩუმად ყველა ლამობს იმის წაგლეჯას.
მე ერთადერთი ნიჭი მაქვს და ისიც ღვთისაა,
იმისგანა მაქვს სულ ცოტა ხნით მობარებული,
მე რომ ავდგე და ვეთვალთმაქცო – დავიღუპები!
ბესიკ ხარანაული