მაია მიმინოშვილი მინისტრი არაა, თავისი ნათქვამი თავისივე აზრია და არა სამინისტროს ოფიციალური გადაწყვეტილება! ასე, რომ ბაირამობა ჯერ ძალზედ ადრეა! და საერთოდაც მე თუ მკითხვთ შემოთავაზებული თუ არსებული გამოცდების ტიპებიდან, ყველაზე ნორმალური და საინტერესო “8+1″ ტიპის გამოცდაა! ძლივს სამინისტრო საჭირო და შესაფერისი გადაწყვეტილება მიიღო და იმედია ვიღაცის ახირებას არ გაითვალისწინებს მომავალი მინისტრი. 9 გამოცდის ჩაბარება მიჯობს ჩემსავე სკოლაში, ვიდრე “ქათის” 8 გამოცდას დამატებული, სადღაც საგამოცდო ცენტრებში, უამრავი ადამინის გარემოცვაში ჩასაბარებელი ე.წ. ეროვნული გამოცდები!
შეგახსენებთ, 8+4=12>9
ასე, რომ დაფიქრდით! და უსუსური არგუმენტების მოყვანა არ გინდათ “8+1″-ის გასაქილიკებლად და საშენელებად წარმოსაჩენად!
პ.ს. მიმინოშვილი გამოცდების ცენტრი ხელმძღვანელია, რომლის მოვალეობაა ხელმძღვანელობა, გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზება და ობიექტურად ჩატარება-შეფასება და არა სხვის მაგივრად ფიქრი! (სხვა მხრივ რას ვერჩი ?!) რაც შეეხება ჩემს თანატოლებს, ვფიქრობ აზრს მოკლებულია მათი არგუმენტაცია თუ რატომ ერჩიან და ეშინიათ! ეშინია მას ვისაც, თავისი თავის იმედი არ აქვს! იღბალი და გამართლება ისევე დასაშვებია “8+1″ ტიპის გამოცდაზე როგორც ეროვნულებზე. წუწუნს და უაზრო სიხარულს ჯობია, გააცნობიეროთ პასუხისმგებლობა და ელემენტარული ცოდნის აუცილებლობა! არავინ მოითხოვს თქვენგან ყველა საგანში უმაღლეს ცოდნას!
ხოლო მინიმუმი, რომელსაც სამინისტო აწესებს ვთვლი რომ მას ვინც ვერ დაძლევს ამ ბარიერს მართლაც რომ არაა საჭირო ატესტატი! მინიმუმი ცოდნა ყველასთვის აუცილებელია! მზად ვარ მოსმენითი დავალებისთვისაც!
მე არ მეშინია!
პატივისცემით ცოტნე ჩახვაძე!
http://wp.me/p1EVoZ-ot