"თბილისის მიკროავტობუსის" მტკიცებით, მძღოლებმა მგზავრობა თვითნებურად გააძვირეს
10:59 19-07-2011
"თბილისის მიკროავტობუსის" მტკიცებით, მძღოლებმა მგზავრობა თვითნებურად გააძვირეს კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე მგზავრობის ღირებულების გაზრდის მიზნით, რაიმე სახის ზეწოლის განხორციელებას უარყოფენ .
როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა თეონა ნიორაძემ განუცხადა, სამარშუტო ხაზების მძღოლები იძულებული არავის გაუხდია, რომ მგზავრობის ღირებულება გაეზარდათ. იგი მიიჩნევს, რომ მძღოლებმა ფასი თვითნებურად გაზარდეს, რადგან მგზავრობის ღირებულება #4 სამარშრუტო ხაზზე გაიზარდა.
"ნამდვილად ვიცი, სამარშრუტო ტაქსების მძღოლებზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა. გუშინ უკვე იყო საუბარი, რომ რამდენიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრობის ღირებულება 80 თეთრი გახდა. მე ვფიქრობ, ეს მძღოლებმა თვითნებურად გააკეთეს. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ ძველ სამარშრუტო ხაზებს, ჩვენ ვაკონტროლებთ მხოლოდ #4-ს, სადაც ახალი მიკროავტობუსები მოძრაობენ", _ აღნიშნა თეონა ნიორაძემ.
ნიორაძემ ასევე უარყო, რომ ფასის გაძვირება არც თბილისის მერიიდან არ მომხდარა და "მერია ნამდვილად არაფერ შუაშია".
ასევე, თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მათ მგზავრობის გაძვირებასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
თბილისში ძველი სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობაც გაძვირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" #122, #171 და #109 სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა განუცხადეს, მგზავრობის 80 თეთრამდე გაზრდა მათ მერიამ აიძულა.
თუმცა, მათივე განცხადებით, მგზავრების ნაწილი დღეს ისევ 50 თეთრს იხდის.
მგზავრობის 50-დან 80 თეთრამდე გაზრდა მას შემდეგ დაიწყო, რაც თბილისში ახალი, ყვითელი სამარშრუტო ტაქსები გამოჩნდნენ. თუმცა, კომპანია "თბილისის მიკროავტობუსი" რამდენიმე დღის წინ აცხადებდა, რომ მგზავრობის ღირებულება 80 თეთრამდე მხოლოდ #4 ხაზზე მოიმატებდა.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...gaadzvires.htmlარავინ იღებს ამ ამბავზე პასუხისმგებლობას, შესაბამისად არ გადაიხადოთ 80. მიეცით 50 თეთრი და ბევრს თU იბლატავებს "სპასიბაზე" ჩადით
This post has been edited by Interimo on 19 Jul 2011, 11:35