არადა მართალია
მე მარად მახსოვს ჯვარს იწერდა იმ ღამეს მერი.
ლუდი თუ გინდა, დაჭირდება სვია და ქერი,
კარატეშია განსწავლული ბუდისტი ბერი,
წამისვი თაფლი, დამასიე ფუტკარი ბევრი
მოდი გამტყიპე, არ დამინდო, დამკარ მახვილი.
ამაოება ჩემი სულის გამოძახილი
ძაღლებშებმული ესკიმოსებს მიყავთ მარხილი
მე მახსენდება მჟავე ტყემლის ჩუმი ძახილი