#27159647 · 1 Sep 2011, 11:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შემოდგომა
დღემ იკლო, ღამე გადიდდა, ჰავამ იცვალა ნირია, აცივდა… სამხრეთისაკენ მზემ სეიბრუნა პირია.
მინდვრები გაგვივერანდა, ტყემ დაიბერტყა მხრებია, ცამ ჩამოხარა წარბები, გაგიჭაღარა მთებია.
ჭყაპი და თოვლი მატულობს, ყინვა პარპაშებს ღამითა, რთვილმა დააზრო ბალახი, გაზრდილი დილის ნამითა.
ტყე-მინდვრით სოფელს მოაწყდა კამეჩი, ძროხა, ღორია; ცხვარ-მწყემსმა შირაქს მიჰმართა, გზა გაიარა შორია.
გამოგვეთხოვნენ, გაფრინდნენ მტრედი, გვრიტი და მწყერია; მერცხალმაც მალე დასტოვა ჩვენი დერეფნის ჭერია…
თითქოს გლოვობდეს, მიდამოს თალხი აცვია ტანზედა… მხოლოდ სოფელი გულდიდობს, ფეხი გაიდგა განზედა.
გულდიდობს, ხარობს, გადახნა სოფლის ბოლო და თავია; მომკო, გალეწა, ორმოში ბლომად ჩაყარა ხვავია!
შიო მღვიმელი
1890 წ.
--------------------
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.
|