IOSKAMAN.................

კარგი

....................
* * *
აივანზე გავედი, ჟრუანტელმა დამიარა.
ვიგრძენი, როგორ დაიწყო ხელის თითებიდან და მთელი სხეული როგორ დამეფარა პაწაწინა ხორკლებით, ხელები მკლავებზე მოვისვი, ჩემი კანი ფორთოხლის კანს ჰგავდა.
ღრმად შევისუნთქე ჰაერი... ფილტვები ღამის სიჩუმემ, სიბნელემ და ახალდასრესილი ჩაის ფოთლების სუნმა შემივსო...
ამოვისუნთქე... მთელი დღის აკორდები ამოვაყოლე, რომლებსაც ჩემს ნერვებზე უკრავდა მთელი სამყარო...
უცებ სამყარომ ხმა ამოიღო...ქარმა გააცოცხლა ყველაფერი.
სახლის წინ მდგარმა მსხლის ხემ დაიშრიალა , გვერდით მდგომ ბალს ტოტები ჩასჭიდა და რაღაც გადაუჩურჩულა...
ნეტავ რაზე საუბრობდნენ?...
...ალბათ ცხოვრების ტვირთისგან მიწაზე ცხვირდადებულ დედაბერზე, რომელიც ამ დილით მის ტოტებქვეშ თავსხმა წვიმას დაემალა. ვითომ დაემალა...
...ან იმ მუნჯ ბიჭზე, დილიდან ფოროაპარატჩამოკიდული რომ დარბის და წამებს აჩერებს... მშვენიერ წამებს...
...ან იქნებ ჩემზე...
(მგონი გავრეკე

)
This post has been edited by seta on 6 Sep 2011, 00:26