Mako Subladzeanamchრახან მაგულიანებთ, დავდებ მე-7 ნაწილს, რაც მზად მაქვს ამ მომენტისათვის:
ხელახალი დასწყისინაწილი 1-ლი:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26834750) 9 Aug 2011, 13:33 (უცნაური შემთხვევა)
ნაწილი მე-2 :
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26838073) 9 Aug 2011, 17:29 (პირველი ქალი)
ნაწილი მე-3:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26868062) 11 Aug 2011, 21:36 (გამოსასყიდი?)
ნაწილი მე-4:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26891366) 13 Aug 2011, 19:49 (ნათელა)
ნაწილი მე-5:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VII (post #26944769) 17 Aug 2011, 16:12 (ახლობელი თანამშრომლად)
ნაწილი მე-6:
ამათი პრობლემები მოგვცა - VOL VIII (post #27130493) 30 Aug 2011, 16:02 (ბიზნესის დაწყება)
ნაწილი მე-7.
შეხვედრაზე ფიდო ზუსტად დროზე მოვიდა. კახა ხომ თავისთავად არასდროს აგვიანებდა. ორ საათამდე ისაუბრეს. უფრო სწორად კახა ეკითხებოდა მის ცოდნაზე, გამოცდილებაზე, მიზნებზე და ის პასუხობდა.
-კარგი ფრიდონ, კარგია რომ გაგიცანი, როცა რამეს მოვიფიქრებ შენს შესაფერისს, მაშინ დაგიკავშირდები - უთხრ დამშვიდობებისას - შენ თუ რმე დაგჭირდება ისეთი, რაშიც მე შემეძლება დახმარება, დამირეკე.
-მადლობა ბატონო კახა, მე მაქვს თქვენი იმედი.
ამ შემთხვევის მერე გავიდა ორ თვეზე ცოტა მეტი. გაზაფხული მიიწურა, ივნისი დადგა და ზვიადის დანადგარიც ჩამოვიდა, როგორც შეთანხმებული იყო თავიდანვე. მძღოლმა დაურეკა, გაბაჟებაზე ზრუნვის დროაო.
-ჯობს ახლავე დავურეკო ზვიადს და მოემზადოს მისაღებად - გაიფიქრა - ახლა გაბაჟების პროცედურები გამარტივებულია, ზედმეტი ხათაბალის გარეშე შეიძლება ტვირთის გამოტანა საბაჟო ზონიდან.
ის იყო ტელეფონი აიღო ხელში, აქეთ გაისმა ზარის ხმა, ლევანი იყო, ზვიადის პარტნიორი.
-ლევან ახლა ზვიადთან ვაპირებდი დარეკვას, ჩამოვიდა თქვენი დანადგარი - უთხრა კახამ.
-ესე იგი შენ დღეს არ შეგხმიანებია? - აშკარად დაზუსტების მიზნით კითხა ლევანმა.
-არა, რაშია საქმე?
-არ ჩანს, დღეს დილას გავიდა სახლიდან, ბავშვისთვის წამალი უნდა მოეტანა და არ დაბრუნებულა უკან, ტელეფონზეც არ ირეკება, გათიშულია, ნინო ძალიან ნერვიულობს, არ ვიცი როგორ დავაწყნარო... - ნინო ზვიადის მეუღლეა, კახა კარგად იცნობდა მას, ხშირად თან დაყვებოდა ხოლმე ზვიადს.
-ახლა ოთხი საათი ხდება, რომელ საათზე გავიდა სახლიდან?
-ასე ათი იქნებოდა. როგორც ნინო ამბობს გვერდით აფთიაქში არ იყო ის წამალი, რაც ჭირდებოდათ და მანქანით გავიდა, ნახევარ საათში თუ არა, ერთ საათში ხომ მაინც უნდა მოსლიყო უკან.
-მართლა ვერაა კარგად საქმე - გაიფიქრა კახამ - გამორიცხულია ზვიადს სადმე გადაეხვია, თუ სახლში წამალი ქონდა მისატანი ბავშვისთვის.
-ახლავე გამოვალ და მივალ ნინოსთან, დაველაპარაკები, იქნება რამე გავარკვიოთ - უთხრა ლევანს და ტელეფონი გათიშა.
ზვიადის სახლში მისულს იქ კიდე რამდენიმე ადამიანი დახვდა, ერთი ზვიადის ბიძაშვილი იყო, რომელსა ადრე შეხვედროდა და იცნობდა, კიდე სხვები იყვნენ შეკრებილები, ალბათ მეზობლები. ნინო მოკუნტული იჯდა სკამზე და ტიროდა, უფროსი შვილი, ბიჭი, დედას მტირალს რომ ხედავდა, თავადაც იგივეს აკეთებდა. პატარას ჯერ ამდენი არ ესმოდა და გაოცებული ათვალიერებდა ამდენ ხალხს. კახა ნინოსთან მივიდა, მხარზე ხელი დაადო ნუგეშის და თანგრძნობის ნიშნად. მერე რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ შეატყო პასუხი შეიძლება ვერ მიეღო და ზვიადის ბიძაშვილისკენ მიბრუნდა.
-რა ვიცით? - კითხა კახამ, თუმცა პასუხად ზუსტად ის მიიღო, რაც უკვე იცოდა ისედაც ლევანისგან.
-პატრულში დარეკეთ?
-კი, დავრეკეთ, მაგრამ სანამ 24 საათი არ გასულა, ძებნას ვერ გამოვაცხადებთ, ხშირია ასეთი შემთხვევბი და მერე მეგობრებთან ერთად სადღაც წასული აღმოჩნდება ხოლმე კაციო.
-ეგ გამორიცხულია, ზვიადს ბავშვის წამალი დავიწყებოდეს, წარმოუდგენელია - უთხრა კახამ -მეზობლებს ეცოდინებათ აქედან რომელ აფთიაქებში შეიძლებოდა წასულიყო იმ წამალზე, წავიდეთ და ყველა გზა შევამოწმოთ, იქნებ ვინმემ რამე იცოდეს - თქვა კახამ, უკვე არამარტო ბიძაშვილის, არამედ სხვების გასაგონადაც.
სულ ხუთიოდე წუთში გაირკვა რომ რადგან მანქანით წასვლა დაჭირდა, სულ სამ უახლოეს აფთიაქში შეიძლებოდა წასულიყო. სასწრაფოდ დაიყვნენ ჯგუფებად და თავ თავისი მიმართულებით წავიდნენ იმ პირობით რომ გზაში ყველას კითხავდნენ ვინმეს მანქანა თუ ქონდა შემჩნეული, ან თვითონ ზვიადი თუ იყო რომელიმეში ამ სამი აფთიაქიდან. როგორ შეიძლება კაცი აორთქლდეს მანქანიანად ისე, რომ ვერავინ შეამჩნიოს და მისი ასავალ-დასავალი ვერ გაიგოს. თუ ავარია მოუვიდა, შეიძლება, მაგრამ სადმე ხომ უნდა იყოს, თუნდაც ის დამტვრეული მანქანა. ერთი სიტყვით, ასე თუ ისე, ვინმეს რამე კვალი წესით უნდა ეპოვა, მაგრამ სულ ორ საათში გაირკვა რომ არც აფთიაქებში ყოფილა, არც იმ აფთიაქებამდე გზაში შეუმჩნევია ვინმეს. ხიდიდან თუ გადავარდა, მართლა შეიძლება ვერავის შეემჩნია, ახლო მახლო არცერთი დაწესებულება არ არის, სადაც შეიძლებოდა შეკითხვა, მაგრამ ხიდის მოაჯირი მთელი ხომ ვერ იქნებოდა. დანებება არ უნდოდათ, ახალ -ახალ ვარიანტებს ამბობდნენ, რა შეიძლება მომხდარიყო, სად შეიძლება წასულიყო და ძებნას აგრძელებდნენ. უკვე შებინდებისკენ იყო, რომ ლევანმა დარეკა კახასთან.
-ფინანსურიდან დამირეკეს, საბუთები უნდა ამოვიღოთო - თქვა ლევანმა.
-რაა? ესე იგი მაგათ ყავთ? - თავადაც ვერ გაიგო კახამ ეს გაიფიქრა თუ უთხრა თუ იყვირა.
-არა მგონია შემთხვევითი დამთხვევა იყოს, მაგათთან არის სავარაუდოდ.
-თუ მასეა ის მაინც ვიცით რომ ცოცხალია - თქვა კახამ და იგრძნო რომ გულზე მოეშვა. ათიოდე წლის წინ თვითონ ქონდა გამოცდილება დაკავების. მაშინ ნავაჭრი ფულით ვალუტის ყიდვას აპირებდა, როცა მიმავალი ეგრეთ წოდებულ ბლოკ პოსტზე გააჩერეს ავტომატიანებმა. იქედან სულ ორი იყო მილიციის ფორმიანი (მაშინ მილიცია ერქვა) და მანქანა გაუჩხრიკეს, ფული ნახეს, ოცი ათას ლარამდე ქონდა მოგროვილი და აუშარდნენ, ხან ყალბიაო ეს ფული, ხან მოპარული გაქვსო. ერთი სიტყვით წაიყვანეს განყოფილებაში და მთელი დღე იქ ყავდათ. დღის განმავლობაში ხან ერთი შემოდიოდა ‘დაკითხვაზე’, ხან მეორე, ხან იარაღის დაშლა აწყობას იწყებდა მის თვალწინ რომელიმე, ხან დამიზნებას, ბოლოს, კიდე ერთხელ გაჩხრიკეს და ჯიბიდან ვაზნები ‘ამოუღეს’, ასე ხუთი ექვსი სანტიმეტრის სიგრძის, სავარაუდოდ ავტომატის უნდა ყოფილიყო, არ ერკვეოდა ამ საკითხში ისე კარგად, რომ ზუსტად განესაზღვრა, თუმცა იმას კი მიხვდა მაშინ, რომ თუ არ მოურიგდებოდა, ნებისმიერ რამეს დააბრალებდნენ, ეს ცხადი იყო, ამიტომ ორი ათასი ლარი ‘აჩუქა’ ‘დაძმობილებულ’ მილიციელებს და იმათაც პატივით მიაცილეს სახლამდე.
ასეთი დრო იყო მაშინ, ახლაც რომ იქხსენებს იმ ამბავს, ხვდება რომ იმ ფულისთვის შეიძლება სულ გაექროთ მილიციელებს და კაცი ვერ გაიგებდა მის ამბავს. დღეს ასეთი განუკითხაობა აღარ არის, თუ ფინანსურმა დააკავა, ესე იგი ცოცხალია და საფრთხე არ ემუქრება. უცბად გავრცელდა ეს ამბავი მძებნელებში, ნინოც დამშვიდდა ასე თუ ისე, ვითარება სულ სხვანაირად შემობრუნდა, ტრაგედიის შიში მოიხსნა და გაჩნდა კითხვა: რატომ?