nadiri
Crazy Member

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2067
წევრი No.: 7125
რეგისტრ.: 5-November 04
|
#27670488 · 4 Oct 2011, 00:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იქნებ დამეძებ `ბიჭო ნოდარა, მაგას ყველაფერს სძინავს ჩემში და ნუ გააღვიძებ, ცოდვაა~ - ნ. დუმბაძე ვერ მივაძინე ჩემში წყურვილი სიცოცხლისა, ჩემო, შენ უსახელოვ (!), შენზე ვნეტარებ შენს გზას გავყურებ, ჩემო. იქნება შეგრჩეს სახელი, სახელად `ჩემო~, ჩემო და მარადიულ ყოფაში არ დამეკარგო, ჩემო! არც გაჩენილხარ ამქვეყნად, იქნებ არცა ხარ, ჩემო, ამაოდ გელი, ვაფხიზლებ გრძნობას, ოცნებას, ჩემო! ვერ მივაძინე სურვილი შენი ხილვისა, ჩემო, ვისაც სახელი `ჩემი~ და `სიცოცხლე~ გერქვას, ჩემო! ნუ მიმატოვებ, უფალი, ვიცი, გაგაჩენდა, ჩემო, სადღაც ახლოს ხარ იქნებ, იქნებ შენც მეძებ ჩემო! 5 თებერვალი, 2000 წელი
ს ა გ ზ ა ლ ი
შემომაფეთე თვალი, თვალმა მომაფრქვია სიყვარული, თავგზა დამებნა – გავიხარე, ძლივს გავაგრძელე სიარული, გული სიხარულით გაიბადრა, სულმა დაიწყო ნავარდი, მზეს მისწვდა ჩემი სიხარული მთვარემ აკრიფა ჩემი დარდი ... სული სიამით დამიმშვიდდა – გიხილე, გიყვარდი, იღიმოდი, საგზალი ფუთაში შევახვიე, დიდხანს მეყოფოდა, ვიღიმოდი. 13 ივლისი, 2001 წელი სული პყრობილი
ცხოვრება ესე – ამა ქვეყანად, საპყრობილეა თავად, ქუჩაში მყოფი, თავისუფალი პყრობილ არს თავად. თავისუფლებაწართმეულ კაცს, ერს და ყოფას ვაი, `ჩვენი თავი რომ ჩვენ გვეყუდნოდეს~ ვერ შევიძელით, ვაი, მტერი არ დაგვეხსნა, არცა მოყვარემ არა, არ დაგვინდო, ვაი, სისხლს სწოვს საკუთარ სამშობლოს, ვერ შეუგნია, ვაი ... სული პყრობილი ცხრაკლიტულშია, სხეული დაძრწის მიწად, თავისუფლება წართმეულია, გაყიდულია მიწა .... 11 ივლისი, 2001 წელი
X X X
ვერ დავაღწიე თავი ფიქრს მაწყინარს და უსახურს, თუმც რატომ უსახური და მაწყინარს რად ვათნევ, უსაქმურს? მე ხომ გონებით განვსჯი ცხოვრებას ჩემსას, შედეგით – რა შევძელ, როგორ ვიცხოვრე, ვის გავუნათე ბნელეთი! ვის რა შევძინე, კეთილი, რაი ვქმენ ქვეყანისათვის, მოყვასს რით ვარგე, კეთილით, ძირ გავამრავლე ქვეყანისათვის?! 21 აგვისტო, 2001 წელი
ხ ა ნ ძ ა რ ი
საქართველოში ხანძარი ჩაუქრობელად ანთია, სამაჩაბლოს და აფხაზეთს მტრის ქმედებანი ატყვია, სამეგრელოზე ილესავს კბილებს ბოროტი, დუშმანი, პანკისს დენთია მხურვალე ასაფეთქებლად დუშმანით. ყველგან – კუთხე და კუნჭულით საშიშროება იზრდება, ვერაფრით ჩაუყლაპია მტერს – სიძულვილით ივსება! შინაურები, ფაფხურით, ვითომ საქვეყნო გოდებით, უფრო უფსკრულში ძირავენ ქვეყანას – სავსეს გოდებით. ერთი ქარმა თუ დაჰბერა, ხანძარი აბობოქრდება და მტერი გავეშებული შიგ ქართვლის გულში მოძვრება. 18 ივლისი, 2001 წელი
` ბ ნ ე ლ ა ?~
მუხრანის არ იყოს – `ბნელა?~ ამ მსოფლიოში, დაყრუებულში – ბნელა? მართალს და მტყუანს რომ ვეღარ არჩევს და თუ არჩევს და – დუმს! რა მსოფილოა? ბნელა? 8 თებერვალი, 1995 წელი გამაყრუებელ მდუმარებაში
ძაღლი ყმუოდა – ჩემსას ტიროდა სატკივარს, რა აწუხებდა, რაზე გოდებდა ტირილით, კვნესით, რა ატირებდა, ვის შეყმუოდა, ვისგან ელოდა წამალს, საშველად ვის მოუხმობდა ყმუილით, კვნესით? ძაღლის ყმუილმა გამიასკეცა ტკივილი, სულში ჭრიალი ხელშესახებად მესმის, მესმის ტკივილის ფათური ჩემში, მისი მცდელობა ჩემი დათრგუნვის, მესმის! გამაყრუებელ მდუმარებაში ყმუოდა ძაღლი, გამაყრუებელ სიჩუმეში, მე ერთს მესმოდა მისი – ის თავს ტიროდა უბადრუკი, იქნება სხვისი ხვალის ტკივილიც ესმოდა, გუმანით მისით. ძაღლის ყმუილთან დამამეგობრა ტკივილმა, მძაფრმა, ცრემლი მომგვარა ამ ცისქვეშეთის სიბნელემ, ცისამ, მიწა – წილხვედრი სავედრებლად უფლისა დედის ცრემლად იღვრება, ცრემლად, სისხლი სდის წვიმას.
18 აგვისტო, 2001 წელი
ნუ განიკითხავ, მაგრამ ამხილე
`მე გამსახურდიაზე მეტი დისიდენტი ვიყავი, მაგრამ არ ვყვიროდი, ვიჯექი და კანონებს ვწერდი~ - ოთარ გამყრელიძე
ვიღაცამ დღემდე არ იცის მხილება, უფლით, ნებადართულია, ნუ განიკითხავ, მაგრამ ამხილე ბოროტი, უფლის ნაკურთხია. ვინც იცოდა და ხელს აფარებდა ბოროტს, არ ამხელდა მას, ათასჯერ სცოდა, უფალო, უფალო, მიუტევე მას ... ჰო, მიეტევოს, მაგრამ დღემდე რომ იმართლებს თავს ... ვიცოდი, მაგრამ ვდუმდიო, ამით რომ იწონებს თავს! უფალო, შეაგნებინე სცოდავს, ნუ ედრება სხვას, თუ არ ამხილე, ბოროტს დაფარავ, თვით დაიღუპავ თავს!
21 აგვისტო, 2001 წელი
ქ უ ჩ ა
ო, რა მთვარე იყო, ო, რა ღამე იყო, ქუჩა ცარიელი ჩემთვის ალერს იყო!
ძველი აბაშა
მე ვიხილე ზანა – პატარა და მცირე, ბუტბუტებდა, წარსულს აახლებდა, თუ უსმენდა ვინმე! იქვე, მინდორს, Bმწვანე ხალი გადეფარა და გიწვევდა ფეხშიშველს – გულზე გადგეარა! ეზო-ყურე კვლავ სუნთქავდა ბუმბერაზის სუნთქვით, მაგრამ არვინ არ უსმენდა სამომავლო სუნთქვით ... დავიწყების ფერფლი მიეყარა ნუთუ, იმ გენიის ფუძე, კერა დავივიწყეთ ნუთუ?
3 ოქტომბერი, 2001 წელი
ო, აფხაზეთო
ო, აფხაზეთო, ტკივილო ჩემო განმეორდები როდისღა, როდის? შენ მოკვეთილო დედის მკერდიდან დაუბრუნდები მშობელ ერს როდის?
უ შ ე ნ ო დ
არ მინდა სიხარული (ც) უშენოდ, არ მინდა ვიცინოდე უშენოდ, შენ არ ხარ ჩემთან, მარტო ვარ, დღენი მიქრიან უშენოდ. მზე დაიბინდა ბურუსით, დილა გააშავა ბნელმა, შენთან მიხარია (თუ მიხარია), მაგრამ დამჩაგრა ბედმა ... შენა ხარ ჩემი იმედი, რწმენა, სიხარული, ტრფობა, შენით ვარსებობ, სიყვარული ცოდვა თუ არის, გმობა – მაშ სიყვარული რაღაა თუ არ უფალი – ღმერთი, შენი არსებობით ვარსებობ, შენ დაგიფარავს ღმერთი. უშენოდ არ მინდა სიხარული (ც), დილაც არ მინდა უშენოდ, ზღვა წყალთა გროვაა უბრალო, მზე ბნელეთია, უშენოდ!
3 ოქტომბერი, 2001 წელი
ნ ე ბ ა
ჩვენი მტრედი მოწყენილი ვნახე სევდიანი, ნაღვლიანი – თვლემდა თითქოს, ის ტიროდა უჩვენობას, მარტოობას, უჩვენობას მისტიროდა თითქოს. შენი ხელის გულზე გაზრდილს უშენობა სტკივა, ჩემო, სადაც შენ ხარ და იყავი მუდამ მეც იქ ვიყავ, ერთად გვმზერდა, ჩემო. შემოდგომაა ყვითლად რიალებს ჭადარი, შემოდგომაა ჩემს გულშიც, ჩემო, ჩემი ნაღველი, შენთან არყოფნის – ჩვენს მტრედსაც სტკივა, ჩემო. ო, მტრედი იგი – სულიწმინდა, ფეხად მოსული – ჩვენს შორის დადის მშვიდობის მტრედად, შენ მყავდე კარგად, მე ვიყო როგორც – სად გამამწებებს ღვთისმშობლის ნება ... 15 ოქტომბერი, 2001 წელი
გ ა რ ი გ ე ბ ე ბ ი
გარიგებებით დაემხო ქვეყანა – წამართვეს აფხაზეთი ჩემი, გამინადგურდა საჯიშე ნერგი კუთხე წაიბილწა ჩემი. როცა მოიჭამა გული მტერმა – ძლიერმა ჩემზე, თითქოს მოისურვა, მოიღო მოწყალება – ძალებს ისინჯავს ჩემზე იქნებ დამიბრუნოს წართმეული (!), იქნებ დაბრუნდეს მოდგმა საკუთარ ფუძეზე – შეწყდეს მტრისგან მოწვეტილთა მოთქმა .... 16 ოქტომბერი, 2001 წელი მამულო ჩემო
შენ ხარ ქალწული – გაბახებული საკუთარ ძმისგან, გადაწვენილი მკლავზე, ტკივილით, შეძრული სულით, კდემამოსილი, ცრემლად დაღვრილი ტანჯვით, ტკივილით. შენ ხარ მშობელი პატივაყრილი საკუთარ ძისგან, ჯვარზე გაკრული საკუთარ თმებით, შეუბრალებლად დალეწილი, ქვაზე ნათხლეში სისხლად ქცეული, წაბილწულ მთებით ... მამულო ჩემო, ვინ გიპატრონებს, ვის სტკივა სატკივარი შენი, ძალით წართმეულ თავისუფლებას ვინ დაგიბრუნებს? – მოყვასი შენი?!
17 ოქტომბერი, 2001 წელი
ქ ა ლ ი
ქალი რომ არა, ვინ შობდა ქრისტეს, დედა რომ არა, ვინ შობდა ქრისტეს, რომ არ უფალი, ვინ ინებებდა მიწად მოგვსლოდა ქრისტე ... ქალმა, რომელიც შექმნა უფალმა ნეკნიდან მამაკაცისა, შობა უფალი, მაცხოვნებელი სულისა ჩვენის, ძისა კაცისა. დედაა ქალი, ჭურჭელი სულისა წმინდის ღვთივმოვლენილის, იგი საწყისი სიცოცხლისა და მშვენიერებით გამოვლენილი. ქალი სიცოცხლე, მაცოცხლებელი სამყაროს, გამრავლებისა, ქალი ბოძი და სიმტკიცე ჯიშ – ფესვის გამრავლებისა 19 ოქტომბერი, 2001 წელი სამადლობელი საყვედურის თანხლებით /ვ.ხ./
თუ შეგეძლო, გააკეთე სამართალი ჭედე – ვის ამადლი, ეს ქვეყანა ვის დარჩება მერე ... იქნებ არც მხოლოდ შენ ჰქმენ, რაც იქმნა იგი, იქნებ გმართავდა ვიღაც ნება აღასრულე მისი ... თუნდ ასე იყოს, შეცვლილა ქვეყნად ბოროტი, ძლეულა, შენ თუ ამზევე სიმართლე ბოროტი შენით ძლეულა – მადლობა უფალს, ისმინა ჩემიც – ლოცვანი, ვედრება და შენ (შენც) შესძელ სიკეთის ამქვეყნიურის კეთება ... შენც გმადლობ, სხვა დანარჩენსაც პირი შეჰკარით ვინაც – მართლად გაგეჭრათ სამართალი, არ შეგეშინდათ ვისაც ...
14 ნოემბერი, 2001 წელი
საქართველოვ
დაგიფაროს ღვთისმშობელმა ტანჯულ-გვემულ-დაჭრილი, გაგლეჯილი, გადამწვარი, სისხლში ქეძაფ ჩაღვრილი. მისი კალთა გადგეფაროს, ძისგან მკლავებდაჭრილო, შენ სატანის წაბილწულო, ფუძე, ვენახ აჭრილო. ძმისგან ნამტერ, გათელილო, საოცნებო ალაგო, ღვთისგან კალთადაბერტყილო მტერთა ჯერ ვერ ამლაგმო. დაიფაროს დედაღვთისამ შენი ჯიში, ჯილაგი, შენი მიწა, ენა შენი – სანაშენე ჯილაგი.
5 ნოემბერი, 2001 წელი
მიგრიდოს
უფალმა მიგრიდოს სიძულვილი, შეგყაროს სიყვარულს, ულევს, აგივსოს სული, ნაწლევნი ტრფობით – ვერ სძლევდე ულევს. უფალმა მიგრიდოს გულგრილობა, გაგითბოს სულის კუნჭული, აღგამაღლოს და გაგხადოს მძლე ბოროტების უფსკრულის. ბოროტი მიგრიდოს უფალმა და გაზიაროს კეთილს, შედეგი მოჰყვეს კეთილი – სიკეთეს შენგან თესილს!
27 თებერვალი, 2003 წელი
პასუხგაუცემელი
`შენ ვისი დედა ხარ?~ - მკითხა პატარამ პასუხს დაელოდა გაუცემელს! რა მეთქვა? ვისი ვარ მტვირთველი, რისი ვარ, დღემდე ელოდება გაუცემელს ... ყველასიო – დედასი, მამასი, გამომესარჩლა დაი, თავი ჩავქინდრე, პასუხი როგორ გამეცა, რაი? დღენი გაილია, დღემდე ელოდება, სანამ გაიზრდება, მიხვდება, რომ არავისი არა ვარ დედა, რა ტკივილი მხრავს, მიხვდება? `შენ, დედა, ვისი ხარ?~ - კითხვა მიფორიაქებს სულს, მისი თვალებით უფალი მკითხავდა რა პასუხს გავცემ სულს?! არავისი ვარ დედა, პატარავ, იქნებ ამითაც ცოდვილი ვარ, მეც, ალბათ, უფლისთვის, რაღაცას ვაკეთებ, მაგრამ დედაი! – არავისი ვარ! 18 დეკემბერი, 2001 წელი
მ ც დ ე ლ ო ბ ა
და გავერიდე სამყაროს ვიცხოვრე მხოლოდ ღმერთით, ვძლიე სიკვდილი – უღმერთო, თან მახლდა ერთი – ღმერთი. ზურგი ვაქციე კაცთა – ჩემს მიღმა დიოდნენ ისინი, მე მშვიდი, ოდნავ გულგრილი დავდივარ, გულში ვიცინი: წამიერია ყოველი, ვერ გაძლებ – ვისაც დაშორდი ... კვლავ მასთან მიხვალ, ღმერთი შენთან იქნება. ბოროტო ძალავ, გამშორდი! 24 აგვისტო, 2002 წელი თვითგვემა
ჩემს უძილობას სახელი შენი ამშვენებს, (თუა მშვენება ეს), შენა ხარ ჩემი ღამის დედოფალი, არ ვიცი ვინ ვარ მე ... ღამე გავათენე თეთრად, თვალს არ მიეკარა რული, ეს წამებაა, მაზოხიზმია – თავად ვარ შემოქმედი სრული. მე ავიტეხე ეს მოლოდინი, იქნებ არცა მე – უფლით, უფალო, შენით ვარ, რაც ვარ დედისგან შობილი მუცლით. ღმერთო, გამითენე დილა შენი გაჩენილი ნათელით, შენ, შემოქმედო ყოვლისავ, ქვეყანას მოჰფინე ნათელი. 27 თებერვალი, 2002 წელი
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი
შენი ზარიდან ზარამდე, შენი ხილვიდან ხილვამდე ვცხოვრობ. შენი ღიმილიდან, შენი გაბრწყინებული თვალებიდან, მზის ამოსვლამდე ვცხოვრობ. შენი მოკითხვიდან ნახვამდე, შენი დაძახილიდან მოსვლამდე ვცხოვრობ. შენი ნახვიდან, მონატრებიდან, მონატრებიდან ოცნებებამდე ვცხოვრობ. ზარს ველოდები, მოსვლას, ოცნებას ვეძმობილები, შენს გაღიმებას ველი, თმენას და იმედს ვეძმობილები! 10 აპრილი, 2002 წელი ამავსე შენით
სიღრმემ ცოდვისამ, ჩემისა, თვალთა ზეაღხილვისა არ მომცა ნება, არ მაქვს უფლება სახლსაა ჩემსა მოსვლად მოგიხმო – დიდება შენდა! დიდება შენდა, არ სულმოკლეო, მასწავლი, მზრდი და მიბრძანებ – რომ შემოვიდე, მოგიახლოვდე, თავ დაგიხარო მიწამდე ... უფალო, შენ ხომ მსგავსთა ჩემთასა წოდებად მოხველ, არა მართალთა, შემოვედ ჩემში, მაცხოვნებელო, შენ მომიტევებ ცოდვას მრავალსა ... მართალი ისედაც შენშია, შენ მასში სუფევ, მაღალო, მე, ცოდვით სავსე, გადამარჩინე შენსკენ მიმდრიკე, მართალო! `არა წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთათვის მოვედი~ ბრძანე უფალო, შენით ამავსე, მე /ხომ/ შენი ნებით მოვედი!
11 აპრილი, 2002 წელი
გ ო დ ე ბ ა /ქეთინოს/
შენი სიკვდილით მრავალი ლამაზი მოკვდა ჩემში, შენ თან წაიღე სიმშვიდე და სიყვარული ჩემი. შენმა სიკვდილმა წამართვა ერთი მოთბილება შენი, სუნი გამომყვა სიკვდილის ხორცის სურნელი შენის ... თან დავატარებ ამ სურნელს თუმც არ საამურს, ჩემო, მაგრამ შენია და ვიხანგრძლივებ შენს თავს ჩემს სულში, ჩემო, შენ მე მომიკვდი (არ მხოლოდ), მრავალს მოუკვდი, ტკივილი აქ დაგრჩა, თანაც წაიღე ძმათა სიკვდილის ტკივილი. არ დაგიჩივლია ერთხელაც ხორცის ტკივილი, ჩემო, სიყვარულს თოვდა შენი ხმა – სევდიანი, ჩემო. ო, მაპატიე, კეთილო, ვერ მოგეფერე რაიც, ვერ დაგიხუჭე თვალები და გაწყენინე რაიც ... შენ წახველ, აქ დაგვიტოვე სევდა, ტკივილი, ცრემლები, დრო მოვა, ისევ შევხვდებით ახლა, გაცილებ ცრემლებით.
18 მაისი, 2002 წელი
ჯვარცმა (სიკვდილი როდია)
ბინდისფერია მზიანეთი, თალხად მოჩითულა სამზეო, სიკვდილმა ცელი აცელა და გააშავა სამზეო ... ფრთა შეაკვეცა სიცოცხლეს და მოკვდინება ინება, მაგრამ ვერ შეძლო, გაცუდდა მისი მცდელობა, ღვთის ნება ვერ დაარღვია, გარდაცვალების მეტი ვერარა შეიძლო, ბევრი ეცადა და ბოლოს დადუმდა, რაღაც შეიგრძნო ... ცრემლი ადინა სიცოცხლეს, მაგრამ ვერ მოკლა სიკვდილით, გარდაიცვალა – ვინც მოკვდა, ღვთის გაჩენილი სიკვდილით ... ირგვლივ სევდაა, ტირილი, ირგვლივ მწუხრია, ტკივილი, ჯვარცმამ ვერ მოკლა სიცოცხლე ის – დამთრუგნველი სიკვდილის !
20 მაისი, 2002 წელი
მ ა ტ ა რ ე ბ ე ლ ი
ბოლო ღამემდე სულ ერთი დღეა – გავათენებ და წავალ, წავალ, ვინ იცის ხვალ რა იქნება რა გზით და .... საით წავალ როგორი იქნება ის ღამე – როცა დავიწყებ თავიდან ცხოვრებას, სულით შეძრული – ჩემი მატარებელი წავიდა .... 9 ოქტომბერი, 2002 წელი
იმედგაცრუება /ნ.-ს/
როს შევეჩვიე – დედად გამიხდებოდი შვილი, როცა გეფერე ორსულს, როგორ გეზრდებოდა შვილი, როს დაგიგულე მშვიდად, ოჯახი დავიგულე შენი, რად ამატკივე გული – შვილი რად მომიკალ შენი! რა გიქნა, ვინ გაგამწარა, ბოროტმა რა ხლართი გიქსოვა, ვით ვძლიო ტკივილს შენს გამო, სიმშვიდემ ვერ, ვერ მიპოვა ...
24 ოქტომბერი, 2002 წელი
დევნილობაში /გიას/
შენ, რომელმაც წლები უსამშობლოდ განვლე, გულს იარა, ხორციელად, დაგაჩნია განმრიგემ, არ დაგთრგუნოს შიშმა ვინ მიგიღებს, როგორ, ნუღარ დარდობ, დაბრუნდი ნუ დაეძებ – როგორ! მიწა შენი, მოთმინებით, გელოდება წლობით, გელოდება ეზო-ყურე ვლოცულობდით წლობით ... მოგაბრუნებს ლოცვა ჩემი ჯანმრთელს, ამაყს, უვნებს, დედაშენი შენს ხატებას ცრემლის სანთლებს უნთებს! 20 მაისი, 2002 წელი სიყვარული
მე სიყვარულით ამავსო შემოქმედმა და მხსნელმა, ამ გრძნობას სახელი არა აქვს ვინმესი, რამესი, მზემან, მზემან თავისა ჩემისამ, უბრალოდ სავსე ვარ მისით, ეს უფალია ჩემში – მე მხევალი ვარ მისი, იგი ჩემშია, მე მისი ჭურჭელი ვარ და მრწმენი, მისი გზით მოსიარულე მიახლებისა, თმენით, მისით მომეცა სიკეთის (თუმც მცირის) კეთების ნიჭი, მომეცა მისი სახელის ქების, დიდების ნიჭი. მე სიყვარულის მონა ვარ, ეს – უფალია ჩემში, მისი მხევალი ვარ, ცოდვილი, მისი შიშია ჩემში. მე სიყვარულით შემქმნა, სიყვარულისთვის ღმერთმა, მინდა გავცე და მივიღო ამინ, მისმინოს ღმერთმა!
29 ოქტომბერი, 2002 წელი
წელო –1991-ო
/წარწერა ძველ კალენდარზე/
წელო მონატრებისავ, წელო ოცნებებისავ, წელო იმედებისა განმეორდები? როდისღა, როდის? 13 ივნისი, 1995 წელი შვილო, ძმაო და იმედო /დემურს/
შენ შემოგწირა ახალგაზრდობა ქალმა - დედამ და მშობელმა, ქვრივმა, უმწეომ ცალუღლად ცას შერჩენილმა მშობელმა. იმედად დაურჩი დედას და დებს – ადრე დაობლებულებს, შენ დაუამებ იმედით ტკივილით დამზრალ გულებს. დღეები გიმრავლოს ზენამა რწმენის და კეთილიანი, შვილნი გიხაროს უფალმა ლაღნი და იმედიანნი.
29 თებერვალი, 2004 წელი
ს ე ვ დ ა
სევდამ დამრია ხელი, გული ტკივილით აივსო, მოქურუხებულ ზეცაზე, ბურუსით, წვიმა დაიწყო – ეს ცრემლებია ჩემი, დრომ ვერარაით წარიღო!
4 ნოემბერი, 2002 წელი
`მაგრამ ათასი ბავშვის მშობელი . . .~
თუ არა ბიოლოგიური, თუ არა ხორციელი – ვინ? სულიერს მიწუნებს ნათია, სოფიო, გიორგი ხატია – ელენე, შოთა, ირაკლი მირონცხებულან ჩემგან, უკეთესს რაღას ვინატრი? შვილნი სულიერ, უფლის წინაშე ვალში ვარ ვდედობდე ყველას, ყველა მიცოცხლოს, მიმრავლოს მათმა გამჩენმა ყველა. კათაკმეველთა მირონს ვცხებ – ციურის, თინათინს, ღვთით და შევეცდები დავნერგო მათში სიკეთე, შიში ღვთის. სიკვდილის კარზე ყოველი, რომ ავედრებდეს უფალს ჩემს თავს, ცოდვებით მძიმეს, რომ მივეახლო უფალს... აქ ვუტოვებდე საგზლად – სიკეთეს, სიყვარულს, ულევს, მოვუეხებდე ტკივილებს და ვუმშვიდებდე გულებს.
29 თებერვალი, 2004 წელი * * * Mako Subladze
| QUOTE | | მორჩა კრებულის დადება? |
კი. მორჩა. ეს შორენა მამფორიას ლექსებია. ჩემი არ გეგონოთ.
--------------------
მართლა ნადირი კი არ ვარ.
|