არაგვს გავატან
არაგვს გავატან მე შენს სიყვარულს ვაჟო,
რაღად ვიტირო,ან და რაღად ვიდარდო,
აღარ მოვუსმენ ხვეწნა-მუდარას კარგო,
არად ჩავაგდებ ბეჩავად ყოფნას მარტო...
მთებს მიაფარე ჩემი ფიქრი არაგვო,
ამ ვაჟზე დარდმა არაფერი მარგო,
ტიალმა გულმაც საყვედურით ამავსო,
ხეობებს მიეც,მაგის დარდი არ მაქვსო...
დაგავიწყებო,რად მითხარ არაგვო,
ტყუილად გენდე,გიმღერდი ამაოდ,
შემომხვდა ისევ,სათქმელი გამანდო,
დამიყოლია ეს გული კვლავ ვანდო...
ხოდა გავატანე დღეს არაგვს