]მორჩა კინო, წეით სახლებშიNASA-მ უარჰყო თავისი მონაწილეობა გამოკვლევაში, რომლის თანახმადაც შესაძლოა კაცობრიობა უცხოპლანეტელებმა ამოწყვიტონ.
ერთ ერთი სცენარის მიხედვით "უცხოპლანეტელები" შეიძლება შეშფოთებულნი იყონ ჩვენი ცივილიზაციის ექსპონენციალური ზრდით, რომლის შედეგადაც დედამიწის მოსახლეობა, "პრევენტიული" მოსაზრებებიდან გამომდინარე, განადგურებული იქნება.
17 აგვისტოს, გაზეთმა Guardian-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: "უცხოპლანეტელებს შეუძლიათ გაანადგურონ კაცობრიობა, რათა სხვა ცივილიზაციები გადაარჩინონ". სითბური აირების მზარდი გამონაბოლქვები მათ შეიძლება აღიქვან ნიშნად იმისა, რომ ჩვენ წარმოვადგენთ მზარდ საშიშროებას კოსმოსისთვის, - ნათქვამია NASA-ს მოხსენებაში.
ბრიტანული გაზეთის სტატია უცებ აიტაცეს მასობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა, ხოლო თვით Guardian-მა სათაურიდან სააგენტოს (NASA-ს) სახელწოდება ამოიღო.
"დიახ, Guardian-ი ცდება "უცხოპლანეტელთა" შესახებ გაკეთებული მოხსენების თაობაზე. ეს არ არის NASA-ს გამოკვლევა", - ნათქვამია კოსმიური სააგენტოს განცხადებაში. ყველა დაინტერესებულ პირს NASA ურჩევს მიმართოს თვით დომგალ-გოლდმანს, სტატიის თანაავტორს, რომელიც წერს, რომ არ ელოდა მისი სამუშაო ადგილი ასეთ აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა.
"ეს არ არის NASA-ს არანაირი გამოკვლევა და ის NASA-ს არ დაუფინანსებია. ეს უბრალოდ მხიარული სტატიაა, რომელიც რამოდენიმე მეგობარმა დავწერეთ, რომელთაგან ერთ ერთი NASA-ში მუშაობს", - განაცხადა მეცნიერმა.
დომგალ-გოლდმანი ხაზს უ სვამს, რომ ძალიან სწუხს თავისი დაუფიქრებელი გადაწყვეტილების გამო და თავისი მიმართვის ყველა მკითხველს მოუწოდებს გაავრცელონ ცნობა სტატიაში NASA-ს არაკორექტულად მოხსენიების შესახებ. ის ასევე აღნიშნავს, რომ NASA-სთან მას მხოლოდ სამსახური აკავშირებს.
"მე არ უარვყოფ ჩემს სტატიას. შესაძლებელია თუ არა ასეთი სცენარი?! არა მგონია! მაგრამ, ეს მხოლოდ ერთი ვარიანტია მილიონი შესაძლებლობიდან. მართალია, ის ნაკლებად სავარაუდოა დანარჩენ სცენარებს შორის, მაგრამ, ჩვენი გამოკვლევის იდეა მათ განზოგადოებაში მდგომარეობს. თუმცა, უნდა იცოდეთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრია და არა კოსმიური სივრცის გამოკვლევის სამმართველოსი (NASA)", - განაცხადა ტექსტის თანაავტორმა.
ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს... დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო! © მ.ჯ