ჯაბა ვარ
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 574
წევრი No.: 128365
რეგისტრ.: 6-March 11
|
#27699357 · 5 Oct 2011, 22:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
უცხოპლანეტელები
არსებობენ თუ არა უცხოპლანეტელები? აზრი ორად იყოფა: ზოგს სჯერა არამიწიერი ცივილიზაციის არსებობის, ზოგს კი ეს მითი ჰგონია. საინტერესოა მართლმადიდებული ეკლესიის დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, სწორედ ამიტომ „ამბიონი“ ესაუბრა წმ. სამების სახელობის ტაძრის დეკანოზს იაკობ აბაშიძეს:
„ეკლესიის დამოკიდებულება წმ. მამათა სწავლებიდან ვიცით. იყვნენ თანამედროვე მამები, მაგალითად, სერაფიმ როუზი, ასევე, ბევრი დღესაც ცოცხალი პიროვნება, რომელთა აზრით ორი შემთხევა არსებობს: ერთია დიდი ქვეყნების თანამედროვე ტექნიკის შედეგი და მეორე – თავად ბოროტი სულების ურთიერთობა ადამიანებთან. სამყარო უფლის შექმნილია. მაცხოვარს კიდევ სადმე ცხოვრება რომ შეექმნა და ადამიანები სხვაგანაც ყოფილიყვნენ, ეს აუცილებლად ბიბლიაში ეწერებოდა.
ბიბლიაში არის ყველაფერი ის, რაც აუცილებელია კაცის ცხონებისათვის. მაგრამ ისეთი წარმოდგენები, თითქოს მფრინავ თეფშს შეეძლოს ადამიანის მეორედ მოსვლისგან გადარჩენა, ქრისტეს საწინააღმდეგო სწავლებაა. პიროვნებას არ უნდა გაუჩნდეს ილუზია, რომ თურმე მოვა ვიღაც უცხოპლანეტელი, წაიყვანს და აღსარებისა და მონანიების გარეშე შეძლებს ცხონებას.“
ის ადამიანები, რომლებიც დარწმუნებულები იყვნენ მათ არსებობაში და სჯეროდათ მფრინავი ობიექტების, შექმნეს კვლევის ახალი სფერო – „უფოლოგია,“ რომელიც გულისხმობს უცნობ ფრინავ ობიექტებზე დაკვირვებებს შეგროვებას, მათი ნამდვილობის დადგენას და ასევე მცდელობას მიეცეთ მათ მეცნიერული განმარტება.
ტერმინი „უფოლოგია“ წარმოდგება აბრევიატურა (UFO-Unidentified Flying Object-ისგან, რომლის ქართული ანალოგია -„უფო“(უცნობი ფრინავი ობიექტი.
1940-იანი წლების ბოლოს აშშ-ში და შემდეგ მთელ სამყაროში გამოჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც შეისწავლიდნენ შეტყობინებებს „უფოების“ გამოჩენის შესახებ.
უფო-ს შესწავლაში ამერიკის ცენტრალური სადაზღვეო სამმართველო აქტიურად იღებდა მონაწილეობას, ხოლო საბჭოთა კავშირში, სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი.
საქართველოში უცნობი ობიექტების მიმართ ინტერესი გაჩნდა, მას შემდეგ რაც პრესაში მსგავს თემებს ტაბუ მოეხსნა და დაიბეჭდა რამდენიმე სენსაციური სტატია, რამაც გააღვივა ინტერესი ამ ფენომენის მიმართ. მაშინ ანომალიურ მოვლენებს საქართველოში შეისწავლიდა ფიზიკოსი თალეს შონია. მან შექმნა უდიდესი არქივი, რომელიც თბილისში 1991 წელს მომხდარ სამხედრო გადატრიალებას შეეწირა.
1994 წელს საქართველოში შეიქმნა უფოლოგიურთა ასოციაცია (სუფოა). „სუფოა“ ანომალური მოვლენების რეგისტრაციას და მონაცემების კატალოგიზაციას აწარმოებდა. მაგრამ 2007 წლიდან დაფინანსების უქონლობის გამო კვლევითი სამუშაოები შეჩერებულია.
„სუფოას“ დამფუძნებელი იყო პირველი ქართული უფოლოგიური გაზეთი „ამოუცნობი.“
90-იან წლებში გამოჩნდა ადამიანები, რომლებიც ამტკიცებდნენ უცხოპლანეტელებთან მათ კონტაქტს. ერთ-ერთი ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე ნონა ჯაჯანიძე რომელიც ამტკიცებს უცხოპლანეტელებთან კონტაქტს: „ჩვენი კონტაქტი ტელეპატიურ ენაზე ხდებოდა.გონებაში ფრაზები შემოდიოდა და მეც ასევე პასუხობდი“ მისი თქმით ისინი ჩვენს პლანეტას მხოლოდ სიკეთეს მოუტანენ.
საპირისპირო მოსაზრება აქვს ფიზიკოს – თეორეტიკოსს, ნობელის პრემიის ლაურეატი სტივენ ჰოკინგს, (Stephen William Hawking) რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ადამიანია სამეცნიერო წრეებში, ასეთ განცხადებას აკეთებს: „უცხოპლანეტელები ნამდვილად არსებობენ, თუმცაღა არ სცადოთ მათთან დაკავშირება“. მისი აზრით, მათ დედამიწის გამოყენება სურთ, როგორც რესურსების წყაროსი, რათა წამიერად დაეუფლონ მათ და შემდეგ გზა განაგრძონ.
მსოფლიო ქსელში – ინტერნეტში უცხოპლანეტელებზე ძალიან ბევრი ინფორმაციაა. მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია ერთმა ქალბატონმა სახელად ნენსი ლიდერი.( Nancy Lieder ) მისი თქმით, ის ესაუბრება უცხოპლანეტელებს. სპეციალური საიტიც აქვს (www.zetatalk.com) და ამ საიტის დამაარსებელიც და რედაქტორიც თვითონაა. მის საიტზე ბევრი მასალაა, ძირითადად ყურადღება გამახვილებულია მოსალოდნელ მოვლენებსა და კატაკლიზმებზე. ეს ყველაფერი, მისი თქმით, წითელ ვარსკვლავს უკავშირდება, რომელიც იგი პლანეტა X-ად მოიხსენიებს. ნენსი ლიდერი ირწმუნება, რომ თვითონ არაა ამ ინფორმაციის ავტორი. მის უკან ზეტები დგანან. ზეტები უცხოპლანეტელები არიან, ზეტარეტიკულის თანავარსკვლავედიდან. მათი განცხადებით დედამიწელთა მიმართ კეთილად განწყობილნი არიან, მაგრამ არსებობენ საპირისპირო განზრახვის მქონე უცხოპლანეტელები.
ზეტების დევიზია: „არ იფიქრო მხოლოდ საკუთარ თავზე, ემსახურე სხვებს.“ საიტის რედაქტორს მუდმივი კავშირი აქვს მკითხველებთან. ყოველ შაბათს ამერიკის დროით 18:30 წუთზე, (საქართველოსთვის +8 საათი) ჩატს მართავს (www.godlikeproductious.com) და ორი საათის განმავლობაში ცდილობს ათასობით ადამიანს უპასუხოს დასმულ შეკითხვებზე, თუ პასუხი თვითონ არ იცის ზეტებს ეკითხება.
საშუალება მომეცა ჩატში ნენსი ლიდერს გავსაუბრებოდი და რამდენიმე კითხვა დამესვა:
თუ ზეტებს დავინახავთ, უნდა დავეკონტაქტოთ მათ თუ არა?
კონტაქტი ძალიან პირადი საქმეა, ამიტომ შენთვითონ უნდა გადაწყვიტო, ზურგს შეაქცევ თუ გაესაუბრები მათ. „უფოს“ დანახვა არ ნიშნავს, რომ ისინი აუცილებლად დაგეკონტაქტებიან.
ამბობენ, რომ ჰაიტიზე შენიშნეს „ოფო,“ თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?
„ოფო“ თითქმის ყველგან არის, გამოსაფხიზლებელად. * * *
უცხოპლანეტელები ადამიანი და სამყარო
კითხვა: თქვენ გჯერათ, რომ უმეტეს სხვა პლანეტებზე არსებობს ხალხი, როგორებიც ჩვენ აქ ვართ?
შრი ჩინმოი: არსებები სხვა პლანეტებზე ნატიფი პლანის არსებებია. თუმცა ამ არსებებს შეუძლიათ ნებისმიერი ფორმის მიღება, მათი ნატიფი ფორმაადამიანივით გამოიყურება, განსაკურებით როცა ისინი ჩვენს თვალწინ აღმოჩნდებიან, აქ დედამიწაზე. ჩვენ ვგრძნობთ, რომ ნატიფი სხეულები, რომლებიც ჩვენს წინ დგას, რეალურია, რომ მათ აქვთ ხორცი, ძვლები და სახვა დანარჩენი, მაგრამ სინამდვილეში მათ ეს არა აქვთ. ჩვენი ადამიანური სხეული შედგება ხუთი ელემენტისაგან, რომლებიც ამ არსებებს არა აქვთ. ჩვენ შეგვიძლია მათ შევეხოთ და ვიგრძნობთ რომ მათ მკვრივი სხეულები აქვთ. ეს არ არის ჰალუცინაცია, არამედ აბსოლუტური რეალობაა. მაგარან შეგრძნება, როდესაც თქვენ ეხებით ჩემს სხეულს, განსხვავებული იქნება იმ შეგრძნებისაგან, რომელსაც განიცდით როდესაც ამ არსებების სხეულებს ეხებით. განსხვავება აღქმაშია.
კითხვა: გჯერათ, რომ არიან არსებები სხვა პლანეტებიდან, რომლებიც მოდიან დედამიწაზე მფრინავ თეფშებში?
შრი ჩინმოი: დიახ, მე მჯერა, რომ არსებობენ სხვა არსებები, რომლებიც მოდიან მფრინავ თებშებში. რასაც იძახიან მათ შესახებ ბევრი სიმართლეა, მაგრამ ეს არ არის სრული სიმართლე. საუბარი იმაზე, რომ ისინი გვჯობნიან არასწორია. ისინი სულ სხვა არსებები არიან, ისინი საერთოდ არ გვანან ადამიანებს. ისინი მოქმედებენ სხვა პლანიდან და მათ არ აქვთ ჩვეულებრივი გონება, როგორიც ადამიანებს აქვთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი სულელები არიან.
ეს არსებები სხივმოსილნი და მშვენიერები არიან. მათ შეუძლიათ ანახონ ადამიანის გონებას ნებისმიერი ფორმა, რომელიც მიესურვებათ. სანამ დედამიწაზე იმყოფებიან ისინი ღებულობენ ადამიანის ფორმას მხოლოდ საჩვენებლად იმისა, რომ ეს შესაძლებელია. მაგრამ თუ შევძლებდით მათ საკუთარ სამყაროში გამგზავრებას, ჩვენ დავინახავდით, რომ ისინი ძალიან ხშირად ღებულობენ ყვავილის, ჩიტის ან ანგელოზის ფორმას.
არიან ადამიანები, რომლებსაც შეგნებულათ შეუძლიათ გაემგზავრონ სხვა სამყაროში ძილის დროს, თუმცა, შეიძლება, ისინი სულიერად არ მიისწრაფვიან. ეს ადამიანები, თუმცა მთლად ადამიანები არ არიან. ისინი სხვა სამყაროებიდან არიან მოსულები, მაგრამ მიიღეს ადამიანის ინკარნაცია, რათა იხილონ ჩვენი სამყარო. ერთი ჩემი მოწაფე ნიუ-იორკიდან ერთ-ერთი ასეთი ხალხთაგანია. როდესაც მე მას ვლოცავ და მის სახეს ვუყურებ მედიტაციის დროს, მაშინვე ვხედავ, რომ ის სულთა სამყაროდანაა, ანგელოზების სამყაროდანაა. მისი სული იმ სამყაროსთან ძლიერად შეწყობილია და ის ძალიან ხშირად იქ გაემგგზავრება. ეს სხვა სამყაროებიდან მოსული სულები, რომლებიც იღებენ ადამიანის ფორმას, ხშირ შემთხევაში ცხოვრობენ ვერმუნტში, კანადასა და სამხრეთ ინდოეთში.
ამ არსებების ენა, როდესაც ადამიანის ფორმაში არ არიან, საერთოდ განსხვავდება ჩვენისაგან. ჩვენ მათ ვერ დაველაპარაკებით იმათ ენაზე, მაგრამ ჩვენ შევძლებთ მათთან საუბარს თუ ვიცით სულის ენა, რადგან ამ არსებებსაც ასევე აქვთ სული. ისინი აქ მოდიან ცნობისმოყვარეობის გამო - ნახონ, როგორია დედამიწა და რა ხდება აქ სინამდვილეში. ისინი მოდიან უბრალოდ შესწავლისათვის, და არა დახმარების საძებნელად ან აქედან რაიმე სარგებელის მასაღებად. ჩვენს შეთხვევაში, ჩვენ გვინდა განვითარება და გვინდა სვლა ღმერთისკენ, ამიტომ ჩვენ ვეძებთ გასხივოსნებას. ისინი ჩვენ ვერ დაგვეხმარებიან, ჩვენ კი მათ ვერ დავეხმარებით. ჩვენ გვაქვს ეს მატერიალური სამყარო; ის არის თვითკმარი. იმათი სამყაროები ასევე თვითკმარნი არიან. მაგრამ ამავე დროს, ისინი მათხოვრებივით არიან, რადგან მათ სამყაროებში იმათ არა აქვთ ღვთისშეცნობა.
თუ არსებას იმ სამყაროდან მოუნდება ღვთისშეცნობა, თვითაღმოჩენა, მან უნდა მიიღოს ადამიანის სხეული, ჩვენ კი არანაირი სხვა ფორმა არ გვჭირდება ღვთის რეალიოზაციისათვის. ეს ის უპირატესობაა, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. თუმცა ჩვენ ტანჯვით, შეზღუდვებით და უვიცობით ვართ სავსე, ეს ფიზიკური სამყარო ღვთის შეცნობის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს. არსებებს სხვა ადგილებიდან მოუწევთ ჩამოსვლა ამ სამყაროში, თუ ღვთის შეცნობა სურთ. ღმერთი მხოლოდ აქ არის ხელმისაწვდომი. ღვთის რეალიზაციის მქონე, თქვენ ნებისმიერ ადგილას შეგიძლიან გაემგზავროთ; ღმერთი ყველგანაა. მაგრამ სრულ რეალიზაციას თქვენ უნდა აქ მიაღწიოთ, ამ პლანეტა დედამიწაზე, და არსად სხვაგან.
This post has been edited by jabavar on 5 Oct 2011, 23:22
|