უცხოპლანეტელები და მფრინავი თეფშები, დეკანოზი დავით ქვლივიძე
http://www.myvideo.ge/?video_id=1489414 * * *
უცხოპლანეტელთა შესახებ >>>პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა, გოჩა დანელიამ თავის წიგნში "დედამიწის ცქერით დაიღალა მთვარე” ბევრი ისტორიული ფაქტი აღწერა, სადაც სწორედ ამო–ზე, ანუ ამოუცნობ ობიექტებსა და დედამიწის "სტუმრებზეა” საუბარი. ავტორის ნებართვით, ამ წიგნიდან რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ.
"ამო–ს ადრეული გამოსახულებები ესპანეთის, საფრანგეთის და ჩინეთის გამოქვაბულებებშია შემორჩენილი. მათი წლოვანება 10–15 ათასი წელია. ვარსკვლავებში გაფრენის შესახებ უძველეს დროში ძალიან ბევრს წერდნენ. საფრენ მანქანებზე საუბარია ძველ ტიბეტურ ტექსტებში, ეგვიპტურ პაპირუსებსა და ინდიელთა ლეგენდებში. ძველი ქრონიკები დაწვრილებით აღწერენ კოსმოში მოგზაურობას და მონაყოლს ნახატებითა და აპარატების აღწერილობით ადასტურებენ.
ერთ–ერთ ადრეულ წერილობით საბუთად, სადაც ამო–ა მოხსენიებული, მიჩნეულია ეგვიპტის V|| დინასტიის ფარაონის, თემოს მესამის მატიანე. მისი ტექსტი ასეთია: "ზამთრის მესამე თვეს, წელსა 27, დღის 6 საათზე ციდან ჩამოეშვა ცეცხლოვანი რგოლი. იგი ელვარებდა მზეზე მეტად. ადამიანები მუცელზე გაწვნენ, შემდეგ კი გაემართნენ ფარაონისკენ. მისი უდიდებულესობა ჩაფიქრდა, რადგან ასეთი მოვლენა სულ უფრო ხშირად მეორდებოდა. ფარაონი ჯართან ერთად ცისკენ იყურებოდა. ვახშმის შემდეგ რგოლები ზევით, სამხრეთის მიმართულებით გაუჩინარდნენ. ფარაონმა გუნდრუკის კმევა ბრძანა, რათა დედამიწაზე სიმშვიდეს დაესადგურებინა და ფაქტი "სიცოცხლის წიგნში” ჩაწერა”.
ჩვენს ერამდე V|| საუკუნის წყაროებში ხშირადაა ნახსენები იეზიკიელის მიერ დანახული ცეცხლოვანი ეტლი, რომელიც დაეშვა დედამიწაზე და თვითმხილველი ბორტზე აიყვანა. "ეტლის შუაგულიდან გამოჩნდა ადამიანის მსგავსი ოთხი ცხოველი”, – იტყობინება წყარო. მონათხრობი, განსაკუთრებით კი ეტლის დაჯდომა და აფრენა, რეალურს უახლოვდება.
ბელგიელმა მისიონერმა, ალბერტ დორვილმა ტიბეტის ქალაქ ლხასაში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: "1661 წლის ნოემბერში ჩემი ყურადღება ცაზე მოძრავმა საგანმა მიიპყრო. ჯერ მეგონა, რომ ეს უცნობი ჯიშის ფრინველი იყო, მაგრამ ახლოს მისვლისას სხეულმა ჩინური შლაპის ფორმა მიიღო. ის ნელ–ნელა ბრუნავდა. ქალაქის თავზე ორი წრე დაარტყა და გაუჩინარდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი, სიმაღლის გამო ხომ არ მომეჩვენა, მაგრამ ლამას რომ ვკითხე, დაინახა თუ არა, თავი დამიქნია და მითხრა: "შვილო ჩემო, რაც დაინახე, ჯადოსნობა არაა. სხვა სამყაროს არსებები არიან, რომლებიც ასწლეულების მანძილზე გვსტუმრობდნენ. მათ განავითარეს დედამიწის პირველი ადამიანები… ჩვენ მათი კარგად გვესმის. ისინი ხშირად ეშვებიან ჩვენს მონასტრებთან და გვასწავლიან იმას, რამაც წარსულის კატაკლიზმების დროს სამყარო შეცვალა”.
უძველეს ჩინურ ხელნაწერებში ჩვენს ერამდე V| საუკუნეში დედამიწაზე ამო–ს სტუმრობის ფაქტია აღწერილი. ერთ–ერთი ჰუმანოიდი, ხუან დი გარკვეული დროით იმპერატორიც კი გამხდარა. მან ჩინელებს ჭის გათხრა, მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება, ნემსის ჩხვლეტით მკურნალობა და ბევრი სხვა რამ ასწავლა. შემდეგ კი თავის 70 თანატომელთან ერთად "დრაკონზე ამხედრებული” სიუნიუნას თანავარსკვლავედზე გაფრინდა.
დღემდე გამოუცნობი რჩებოდა, თუ როგორ დაამარცხა მშვილდ–ისრებით შეიარაღებულმა სიუს ტომმა 1876 წელს პოლკოვნივ კასტერის კბილებამდე შეიარაღებული რაზმი. ინდიელთა ლეგენდის მიხედვით, მათ ამ ბრძოლაში ღმერთები დაეხმარნენ. არქეოლოგმა ანუელა ბრუერმა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კრიპტოგრაფმა უოლტერ ფრობერმა არ დაიზარეს და ეს ვერსია შეამოწმეს. ბრძოლაში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა თავის ქალები გულდასმით შეისწავლეს. მათი უდიდესი ნაწილი გამდნარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს მხოლოდ მძლავრი ლაზერული სხივის გამოყენებით იყო შესაძლებელი, რაც უცხოპლანეტელთა ნახელავზე მიუთითებს.
გერმანელმა არქეოლოგებმა ტიგრომისის ნაპირებთან მიაკვლიეს ელექტრობატარეებს, რომლებსაც გალვანურ ელემენტს და ვოლტზე 2.000 წლით ადრე იყენებდნენ. ჭურჭელში მჟავისგან შეჭმული ლითონის ცილინდრები იყო. გალვანური ელემენტი აღადგინეს და დენი გამოიმუშავა.
1967 წლის 13 ოქტომბერს საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა რაკეტით ჩამოაგდეს თეფშის მაგვარი ობიექტი. ნამსხვრევებიდან 5 ტანდაბალი ჰუმანოიდი გამოვიდა. ისინი ერთ ჯგუფად შეგროვდნენ და ბურთისმაგვარ მასად იქცნენ. მასა აგუგუნდა და აფეთქდა. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, გაირკვა, რომ 25 სამხედრო მოსამსახურიდან მხოლოდ ორი გადარჩა, 23 კი გაქვავდა. უცნობი ენერგიის წყალობით, შეიცვალა დაღუპულთა რბილი ქსოვილების და შინაგანი ორგანოების სტრუქტურა.
მათი გარეგნობა >>>როგორ გამოიყურებიან უცხოპლანეტელები, სად ცხოვრობენ ისინი და რას საქმიანობენ - ეს კითხვები დიდი ხანია აწუხებს მეცნიერებს
როგორ გამოიყურებიან უცხოპლანეტელები, სად ცხოვრობენ ისინი და რას საქმიანობენ - ეს კითხვები დიდი ხანია აწუხებს მეცნიერებს და მიუხედავად მრავალი განსხვავებული ჰიპოთეზის არსებობისა, მკვლევრები თანხმდებიან იმაზე, რომ უცხოპლანეტელები გარეგნულად ადამიანებს ჰგვანან.
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, საიმონ კონვეი მორისის აზრით, უცხოპლანეტელებმა ისეთივე ევოლუცია განიცადეს, როგორიც ადამიანებმა. აქედან გამომდინარე, ფილმ "ავატარის" პერსონაჟები არცთუ ფანტასტიკურები ყოფილან. პროფესორი მორისი დარწმუნებულია, რომ ადამიანებისა და უცხოპლანეტელების სხეულის ბიოქიმიური შემადგენლობა ერთნაირია. გარდა ამისა, თურმე უცხოპლანეტელებიც ქვედა კიდურებით დადიან და თვალებით ხედავენ.
მათაც ახასიათებთ ისეთი ადამიანური ნაკლოვანებები, როგორებიცაა სიხარბე და სისასტიკე. ისიც შესაძლებელია, რომ უცხოპლანეტელები ადამიანებზე გაცილებით ადრე არსებობდნენ სამყაროში.
პროფესორი კოლინ პილინჯერი, რომელი ხელმძღვანელობდა მარსზე ფრენებს, არ ეთანხმება მორისის ჰიპოთეზას და ამბობს, რომ დასკვნები მხოლოდ სამეცნიერო კვლევების შედეგებს უნდა ეფუძნებოდეს. მისი აზრით, მარსის სრულყოფილი შესწავლა უცხოპლანეტელებზე არსებულ ბევრ საიდუმლოს ახდის ფარდას.
1985 წელს ამერიკელმა ასტრონავტმა, გორდონ კუპერმა საიდუმლო გაამხილა: "აშშ-ის რადარები ყოველდღე აფიქსირებენ სამხედროთათვის უცნობ მფრინავ ობიექტებს”."საიდუმლოთა წიგნი” აშშ-ში 1947 წელს დაიწერა. მისი წაკითხვის უფლება მხოლოდ ამერიკის პრეზიდენტებს აქვთ. წიგნში უცხოპლანეტელების შესახებაა მოთხრობილი. მისი შინაარსის გამხელა რადიოჟურნალისტმა აშშ-ის ახლანდელ პრეზიდენტ ბარაკ ობამას სთხოვა. "მოგიყვებოდი, თუ რა წერია "საიდუმლოთა წიგნში”, მაგრამ შემდეგ შენი მოკვლა მომიწევს…” – იხუმრა პრეზიდენტმა. წიგნი 1947 წელს დაიწერა, მას შემდეგ, რაც ნიუ-მექსიკოს შტატის სამხედრო ბაზაზე სამხედროებმა უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩამოაგდეს. მფრინავი თეფში და მკვდარი უცხოპლანეტელები ე.წ. "მწვანე ოთახში” ინახება, რომელიც წიგნის წაკითხვის შემდეგ ობამამ მოინახულა.
1985 წელს ამერიკელმა ასტრონავტმა, გორდონ კუპერმა საიდუმლო გაამხილა: "აშშ-ის რადარები ყოველდღე აფიქსირებენ სამხედროთათვის უცნობ მფრინავ ობიექტებს”.
1969 წლის 20 ივლისს ასტრონავტები: ნილ არმსტრონგი, მაიკლ კოლინზი და ბაზ ოლდრინი "აპოლონ-11″-ით, მთვარეზე დასხდნენ, სადაც 21 საათი გაატარეს. დედამიწაზე დაბრუნებულებს აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი შეეგება. 2006 წელს, მთვარეზე გაფრენიდან 37 წლის შემდეგ, ტელეარხმა "დისქავერიმ” დოკუმენტური ფილმი "აპოლონ-11″: გაუმხელელი საიდუმლო” გადაიღო, რომელშიც 76 წლის ბაზ ოლდრინი ამხელდა: "უცხოპლანეტელებზე ინფორმაციის გამომზეურება "ნასამ” აგვიკრძალა. ილუმინატორიდან სფეროს მაგვარ მფრინავ ობიექტს ვხედავდით, მაგრამ ყვირილი არ დაგვიწყია, რადგან ვიცოდით, რომ მილიონობით ადამიანი გვისმენდა”.
უცხოპლანეტელთა არსებობას მეცნიერები და სამხედროები არ ადასტურებენ: "დასამალი არაფერია. ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი) არ არსებობს და დასამალიც არაფერია”, – ირწმუნება ერთ-ერთი მათგანი. მაგრამ თუ უცხოპლანეტელები არ არსებობენ, რატომღა ასაიდუმლოებენ "საიდუმლოთა წიგნს”?.
ცხოვრობენ თუ არა უცხოპლანეტელები მთვარეზე >>>ოდესმე გიფიქრიათ რატომ შეწყვიტეს ასტრონავტებმა მთვარეზე დაშვება? ან რატომ არ ვცდილობთ მთვარეზე ბაზის აშენებას? ეს ხომ უფრო ადვილი იქნება ვიდრე მცურავ კოსმოსში სადგურის გაკეთება, თანაც მთვარეზე დიდი რაოდენობის ნედლეულია. ნასას ასტრონავტის, ნილ ამსტრონგის თქმით, უცხო ცივილიზაციას აქვს ბაზა მთვარეზე, რომელთაც გვითხრეს რომ მოვშორებოდით მთვარეს.
საზღვაო დაზვერვის ოფიცერი მილტონ კუპერი ამბობს, რომ უცხოპლანეტელებს არა მხოლოდ მთვარეზე, არამედ დედამიწაზეც აქვთ ბაზა, სადაც ინახავენ უზარმაზარ ხომალდებს, მანამ სანამ დედამიწაზე პატარა მფრინავი თეფშებით მოგზაურობენ.
ნასას ყოფილი თანამშრომლის Otto Binder-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნასას აპოლო 11-თან ქონდა შემდეგი საუბარი
ნასა:რა არის მანდ?
აპოლო 11: ძალიან დიდები არიან!ღმერთო ჩემო!არ დამიჯერებთ!აქ სხვა კოსმოსური ხომალდია! ისინი მთვარეზე არიან და ჩვენ გვიყურებენ!
1979 წელს,მორის ჩატლეინმა, ნასას საკომუნიკაციო სისტემის ყოფილმა უფროსმა დაადასტურა რომ ამსტრონგმა ნახა ორი კოსმოსური ხომალდი მთვარეზე. მან განაცხადა რომ, ამის შესახებ ნასაში ყველამ იცოდა მაგრამ დღემდე არავინ საუბრობდა ამ თემაზე.
საბჭოთა მეცნიერები თავიდან ადასტურებდნენ მომხდარ ინციდენტს. ,,ჩვენ ინფორმაციის მიხედვით, მთვარეზე მოხდა შეხვედრა, უცხო ცივილიზაციასთან აპოლო 11-ის დაჯდომის შემდეგ, ნილ ამსტრონგმა გადმოგვცა მესიჯი, რომ ის ხედავდა ორ უცხო ობიეკტს მთვარეზე ” ამბობს მოსკოვის მათემატიკური უნივერსიტეტის ფიზიკოსი Vladimir Azhazha. თუმცა ეს აღარასოდეს გახმაურებულა სახალხოდ რადგან ნასას ცენზურა ადევს.
მორის ჩატლეინი: ვიცი რომ Walter Schirra რომელიც იყო კოსმოსური ხომალდის მერკურის ბორტზე, იყო პირველი რომელმაც გამოიყენა კოდური სიტყვა ,,სანტა კლაუსი” რაც ნიშნავდა რომ მან დაინახა უცხო ცივილიზაციის კოსმოსური ხომალდი, თუმცა ეს არასოდეს გახმაურებულა.
ცოტათი განსხვავებული სიტუაციაა James Lovell შემთხვევაში, იგი აპოლო 8-ის ბორტზე იმყოფებოდა, რომელიც მთვარიდან ბრუნდებოდა და მან თქვა: გთხოვთ ყველას გააგებინეთ რომ აქ სანტა კლაუსია, თუმცა ეს მოხდა 1968 წლის შობას, ამიტომაც ეს ყველამ ხუმრობად მიიჩნია.
ერთ პროფესორს, რომელსაც უნდა რო ანონიმურად დარჩეს ქონდა საუბარი ნილ ამსტრონგთან:
-პროფესორი:სინამდვილეში რა მოხდა მთვარეზე?
-ამსტრონგი:ეს საოცრება იყო, ჩვენ ყოველთვის ვიცოდით რომ ეს შესაძლებელი იყო, ფაქტია რომ ჩვენ გაგვაფრთხილეს, აღარასოდეს დადგება საკითხი მთვარეზე სადგურის აშენებასთან დაკავშირებით.
-პროფესორი: რას გულისხმობთ გაფრთხილებაში?
-ამსტრონგი: დაკონკრეტება არ შემილია, თუმცა შემილია გითხრათ რომ, მათი ხომალდებს ჩვენსას ვერც კი შევადარებ, ძალიან დიდები იყვნენ.
-პროფესორი: აპოლო 11-ის შემდეგ ქონდა ნასას კიდევ სხვა მისია?
-ამსტრონგი: ბუნებრივია ქონდა, მაგრამ მათ არ უნდათ დედამიწაზე პანიკის ატეხვა.
ამსტრონგი აღიარებს რომ მან მართლაც ნახა უცხო ცივილიზაცია მთვარეზე, მაგრამ დაწვრილებით დეტალებს არ აღწერს.
უზარმაზარი ამო–ს გამოჩენამ ნორვეგია პანიკაში ჩააგდონორვეგიის სამხრეთ ნაწილის მცხოვრებლები უჩვეულო სანახაობის მომსწრენი გახდნენ: ქალაქ ტრომსეს თავზე უზარმაზარი, სპირალისებური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი გამოჩნდა. ამო მოკაშკაშე რკალს წარმოადგენდა, რომელიც სპირალის მსგავსი “კუდით” ბოლოვდებოდა. მაყურებლებიდან ზოგიერთმა სცადა, ვიდეოკამერაზე ან ფოტოაპარატზე დაეფიქსირებინა ობიექტი, რომელიც თითქმის ნახევარ ცას ფარავდა.
ტელევიზიით ნაჩვენებმა სიუჟეტმა მომხდარის შესახებ ნორვეგიის მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია. აღმოჩნდა, რომ ამო ქვეყნის სამხრეთ ნაწილიდან ჩრდილოეთ ნაწილამდე, ყველა წერტილიდან ჩანდა. მოვლენის სასახსნელად მედიასაშუალებებმა მეცნიერებსა და სწავლულებს მიმართეს.
“ობიექტის სპირალისებური ფორმის გამო შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ეს მინიშნებაა რაკეტაზე, რომლის გაშვების დროსაც რაღაც ისე არ მოხდა, როგორც საჭირო იყო და ამიტომაც, მსგავსი ღრუბელი ამ სახიტ წარმოიქმნა”, – განმარტავენ მეცნიერები. ჟურნალისტებმა კი გადაამოწმეს და აღმოჩნდა, რომ ნორვეგიის პოლიგონებიდან ბოლო თვეების განმავლობაში არავითარი რაკეტა არ გაუშვიათ.
არის ვერსია, რომ ეს შესაძლოა იყოს მეტეორიტი, უჩვეული პოლარული ნათება, კომეტა, პორტალი სხვა განზომილებაში ან – უცხო ცივილიზაციის ვიზუალური გამოვლინება...
უცხოპლანეტელები ნორვეგიაში [2011]http://www.youtube.com/watch?v=cDJC5fnFCr8...player_embeddedბლოგი -
http://ufoblogi.blogspot.com/ * * *
[/B][B][B][/B]
This post has been edited by jabavar on 9 Oct 2011, 03:04