არის თუ არა კოსმოსში სიცოცხლე?ჩვენთვის დღემდე ცნობილი ერთადერთი ადგილი , სადაც სიცოცხლე არსებობს დედამიწაა . მაგრამ ჩვენს გალაქტიკაში მილიარდობით პლანეტაა , რომელთაც ვერ ვხედავთ ხოლო სამყაროში მილიარდობით გალაქტიკაა. ბევრი ასტრონომის აზრით , შეუძლებელია რომ დედამიწა სამყაროში ერთადერთი პლანეტა იყოს, სადაც სიცოცხლე არსებობს .
ჩვენთვის დღემდე ცნობილი ერთადერთი ადგილი , სადაც სიცოცხლე არსებობს დედამიწაა . მაგრამ ჩვენს გალაქტიკაში მილიარდობით პლანეტაა , რომელთაც ვერ ვხედავთ ხოლო სამყაროში მილიარდობით გალაქტიკაა. ბევრი ასტრონომის აზრით , შეუძლებელია რომ დედამიწა სამყაროში ერთადერთი პლანეტა იყოს, სადაც სიცოცხლე არსებობს . ისიც კი შესაძლებელია ,რომ სიცოცხლე ჩვენი მზის სისტემის ფარგლებში არსებობდეს. სხვა საკითხია, შევძლებთ თუ არა ოდესმე სიცოცხლის გონიერი ფორმების აღმოჩენას. თუ უცხო ცივილიზაცია არსებობს, ის ალბათ ჩვენგან მეტისმეტად შორსაა.
1996 წელსამერიკელმა მეცნიერებმა მსოფლიოს ამაღელვებელი აღმოჩენის შესახებ ამცნეს. მარსიდან ჩამოვარდნილ მეტეორიტში მათ სიცოცხლის უმარტივესი ფორმის ნარჩენების მსგავსი რამ იპოვეს. ეს ჭიაყელასებრი სტრუქტურები თმის ღერზე 100-ჯერ წვრილი იყო. მაგრამ გულმოდგინედ შესწავლის შემდეგ , მრავალმა მეცნიერმა გადაწყვიტა, რომ ეს ”ნამარხები” მხოლოდ
კლდის ქანში არსერბული ღარები იყო
.
თუ უცხო ცივილიზაციები
არსებობს, ისინი , შესაძლოა, კომუნიკაციისთვის ან ტელე და რადიოსიგნალების გადაცემისათვის რადიოტალღებს იყენებენ . თუ ასეა, მაშინ ჩვენ მათი ”მიყურადება” შეგვიძლია. დედამიწისგარეთა სიცოცხლის ძიების პროექტის მონაწილე ასრონომები მძლავრი რადიოტელესკოპებით ცაში უცხოპლანეტელთა სიგნალებს ეძებენ. თუ ზოგიერთ ცრუგანგაშს არ ჩავთვლით , ასტრონომებმა ჯერ ჯერობით ვერაფერი აღმოაჩინეს. ამავე დროს,ჩვენი საკუთარი რადიო და ტელესიგნალები კოსმოსში ვრცელდება და ერთ მშვენიერ დღეს შესაძლოა ”გაგვთქვას” . მაგრამ თუ უცხოპლანეტელები ოდესმე დედამიწიდან გაგზავნილ კოსმოსულ ზონდებს აღმოაჩენენ, ისინი ჩვენს შეტყობინებას წაიკითხავენ. მაგრამ შეძლებენ კი ისინი ამ შეტყობინების გაგებას ? იმ დროს , როდესაც თქვენ ამ პოსტს კითხულობთ , ოთხი კოსმოსური ზონდი მზის სისტემიდან გარეთ მიემართება.თიტოეულ მათგანს უცხოპლანეტელებისთვის შეტყობინება მიაქვს. ორ ”პიონერს” მიაქვს ლითონის ფილები, რომლებზეც ამოტვიფრულია ქალი და მამაკაცი და მზის სისტემაში დედამიწის მდებარეობა. ორ ”ვოიაჯერს” ჩანაწერებიანი ფირფიტები მიაქვს , რომლებიც კოსმოსური მტვრისგან დაცვის მიზნით, ოქროთია დაფარუ
ლი .
თითოეულ ფირფიტაზე , რომელიც ”ვოიაჯერს” კოსმოსში მიაქვს , დედამიწის ბგერებია აღბეჭდილი , ბეთჰოვენის მუსიკით და ქართული "ჩაკრულოთი” დაწყებული და 56 ენაზე წარმოთქმული მისალმებით დამთავრებული . აქვეა 1000-ზე მეტი კოდირებული ფოტოსურათი . ამასთანავე, თითოეული ზონდი აღჭურვილია ფირსაკრავით.
1974 წელს მეცნიერებმა არეჩიბოს რადიოტელესკოპით კოსმოსში რადიოშეტყობინება გაგზავნეს ინ იმედით,რომ მათ უცხოპლანეტელები აღმოაჩენდნენ. შეტყობინებაში მარტივი სურათებით გადმოცემულია ინფორმაცია დედამიწის შესახებ. სიგნალი ნახევარი მილიონი ვარსკვლავისგან შემდგარი გროვისკენ , M13-სკენ იყო მიმართული. სამწუხაროდ, M13 ჩვენგან იმდენად შორსაა, რომ შესაძლოა პასუხს 48 000 წელი დასჭირდება.
არეჩიბოს ყველაზე დიდი ტელესკოპური ტეფში აქვს მსოფლიოში. მისი დიამეტრი 305 მეტრია. ის პუერტო- რიკოში, მთებს შირის არსებულ ბუნებრივ ღრმულში მდებარეობს. თაღისებრი თეფში რადიოტალღებს ირეკლავს და მის თავზე დაკიდებულ დეტექტორ-გადამცემზე გზავნის. ტელესკოპის მიმართულების შესაცვლელად დატექტორი გადაადგილდება სხვადასხვა მიმართულებით.
ფაშისტებს უახლეს ტექნოლოგიებს უცხოპლანეტელები ასწავლიდნენ?!კარგადაა ცნობილი, თუ როგორ ეკიდებოდნენ ჰიტლერი და სხვა ნაცისტები ასტროლოგების წინასწარმეტყველებას, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მესამე რაიხს უცხოპლანეტელთა საკითხის მიმართ. დასავლური უფოლოგები თვლიან, რომ ეს საკითხი შეგნებულადაა დაფარული, რადგან ნაცისტების სამხედრო–ტექნოლოგიური მემკვიდრეობის ბევრი საიდუმლო მსოფლიოსთვის უკვე ცნობილია, ეს კი – არა.
მესამე რაიხის გაუხსნელი საიდუმლო
კარგადაა ცნობილი, თუ როგორ ეკიდებოდნენ ჰიტლერი და სხვა ნაცისტები ასტროლოგების წინასწარმეტყველებას, მაგრამ არაფერს ამბობენ იმაზე, თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მესამე რაიხს უცხოპლანეტელთა საკითხის მიმართ. დასავლური უფოლოგები თვლიან, რომ ეს საკითხი შეგნებულადაა დაფარული, რადგან ნაცისტების სამხედრო–ტექნოლოგიური მემკვიდრეობის ბევრი საიდუმლო მსოფლიოსთვის უკვე ცნობილია, ეს კი – არა.
ბევრი რამ, რის შესახებაც ისტორიკოსები და უფოლოგები წერენ, შეიძლება მეტისმეტად ფანტასტიკური მოგეჩვენოთ. ცნობილია, რომ ნაცისტები დიდი მონდომებით მუშაობდნენ ატომური ბომბის შექმნაზე, ასევე შეიარაღების სხვა სახეობაზე და იმ დროისათვის არნახულ ტექნოლოგიურ მწვერვალებს მიაღწიეს. მრავალი დასავლური მკვლევარი თვლის, რომ მათ ამ წარმატებას უცხოპლანეტელებთან ურთიერთობით მიაღწიეს. აქვე აღნიშნავენ, რომ ეს კონტაქტი მუდმივ ხასიათს ატარებდა.
შემთხვევა ჰიმალაებში
ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლამდე ნაციონალ–სოციალისტები აქტიურად მუშაობდნენ ლეგენდარული არიელების ადგილსამყოფელის ძიებაზე. ამით ისინი იმედოვნებდნენ, მიეღოთ საიდუმლო ზეცოდნა, რომელიც დაეხმარებოდათ, უსწრაფესად დაეპყროთ და ებატონათ მთელ მსოფლიოზე. ამ მიზნით ტიბეტსა და ჰიმალაიში საიდუმლო ექსპედიციები იგზავნებოდა. მას შემდეგ, რაც 1933 წელს ნაცისტები ხელისუფლებაში მოვიდნენ, ამ ექსპედიციების სიხშირე და მონაწილეთა რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა.
ეს საიდუმლო სამუშაოები 1935–1939 წლებში გაცხოველებით მიმდინარეობდა. ექსპედიციები ევროპაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგაც კი გაგრძელდა. მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა დოკუმენტაცია გერმანელებმა გაანადგურეს ან დღემდე მიუწვდომელ სამალავში ინახება.
უფოლოგებმა არაერთხელ წამოაყენეს ჰიპოთეზა იმის შესახებ, რომ ნაცისტებს ამ ექსპედიციების დროს შეეძლოთ ეპოვათ ავარიაში მოყოლილი "მფრინავი თეფში" და მის ეკიპაჟთან კონტაქტში შესულიყვნენ. ამისათვის სავარაუდო ადგილად ყველაზე მეტად ჰიმალაები მოიაზრებოდა, რომელიც ძნელად მისაღწევი მთიანი რაიონია. მოვლენათა განვითარების სხვა ვარიანტებიც არსებობს: გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს ავარიაში მოყოლილი ეკიპაჟი ან შემთხვევით აღმოაჩინეს უცხოპლანეტელთა ბაზა.
მკვლევართა უმრავლესობა ყველაზე რეალურ სცენარად ავარიის ვერსიას მიიჩნევს, რომლის დროსაც უცხოპლანეტელებთან ურთიერთობა დამყარდა "ურთიერთსასარგებლო პირობების" მოთხოვნით. მოსულები გერმანელებისაგან იღებდნენ ვარსკვლავთშორისი თანამგზავრის შეკეთებისთვის საჭირო საშუალებებს, ხოლო ნაცისტები სამაგიეროდ ახალ, კაცობრიობისათვის მანამდე მიუწვდომელ ცოდნასა და ტექნოლოგიას ითვისებდნენ. გამოდის, რომ სამხედრო ტექნიკურ სფეროში გერმანიის მრავალი მეცნიერული მიღწევა არამიწიერი ცივილიზაციის დახმარებამ განაპირობა.
ამ ვერსიის ირიბ დადასტურებად ითვლება ის, რომ იმ პირობებში, როდესაც გერმანიიდან მრავალი გამოჩენილი სწავლული გაიქცა და სამეცნიერო სკოლებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს, წესით, ქვეყანაში აღარ უნდა ყოფილიყო სამეცნიერო ტექნიკური სიახლეების შექმნის საშუალება, მაგრამ ნაცისტები ამერიკასა და საბჭოთა კავშირს მრავალი წლით უსწრებდნენ წინ უახლესი ტექნოლოგიების სფეროში.
პასუხის გაცემა კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ნაცისტებს უცხოპლანეტელებთან კონტაქტი, ახლა შეუძლებელია. ამ საიდუმლოს ამოხსნა მხოლოდ სამალავში დაცული დოკუმენტებითაა შესაძლებელი, თუკი ეს სამალავები მართლა არსებობს. დღეს კი მხოლოდ იმ ირიბ ფაქტებს უნდა დავეყრდნოთ, რომლებიც ეჭვს არ იწვევენ.
როგორც სამხედრო ტექნიკის და ეკონომიკის სპეციალისტები აღნიშნავენ, გერმანიას ოთხწლიანი (1941–45) ომის პერიოდში აგებული ჰქონდა 1163 სუპერთანამედროვე წყალქვეშა ნავი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს საბრძოლო მოქმედებებში.
გერმანია ატომური იარაღის დამუშავებას წარმატებით აწარმოებდა, მაგრამ, მოკავშირეთა საბედნიეროდ, სამუშაოს დასრულება ვერ მოასწრო. სამაგიეროდ ნაცისტებმა წარმატებით შეძლეს პირველი რეაქტიული რაკეტის შექმნა, რომელიც საათში 1000 კილომეტრამდე სიჩქარეს ავითარებდა და მნიშვნელოვნად აღემატებოდა მოწინააღმდეგე ქვეყნების თვითმფრინავების სიჩქარეს. გამოცანას წარმოადგენს ის, თუ როგორ შეძლეს ნაცისტებმა 1945 წელს, განუწყვეტელი დაბომბვის პირობებში, 2000 ახალი საბრძოლო მანქანის გამოშვება და მათი ბრძოლაში გამოყენება, პრინციპულად ახალი საავიაციო მართვის ტიპის შემუშავება.
ამოუცნობი საიდუმლო
ამერიკისა და ბრიტანეთის სამხედრო არქივებში სამხედრო მფრინავების არაერთი პატაკი ინახება, რომელიც მათ მიერ გაცემულ ბრძანებებს გვატყობინებს. იქიდან ჩანს, რომ მათ არაერთხელ შეხვედრიათ ბრიტანული სამხედრო მუზარადების მსგავსი "მფრინავი თეფში". ამერიკელი კენეტ არნოლდიც პირველი არ ყოფილა, რომელმაც ცაზე "მფრინავი თეფში" შეამჩნია. ინგლისელი მფრინავები ამ ფენომენს მეორე მსოფლიო ომის პერიოდში შეხვდნენ.
პირველი კი, რომელმაც შეძლო მფრინავი ობიექტის თვალთვალი, პოლონელი კაპიტანი სობინსკი გახლდათ. იგი ბრიტანულ სამხედრო ნაწილში მსახურობდა. 1942 წელს სობინსკი ბომბდამშენით ესენის სამრეწველო ცენტრზე ღამის სადაზვერვო ფრენას აწარმოებდა. დავალების შესრულების შემდეგ, როცა თვითმფრინავი გერმანიის საჰაერო სივრციდან გამოვიდა, უცნობი მფრინავი აპარატი შეამჩნია. კაპიტანმა მას ტყვიამფრქვევით ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ ვერანაირი ზიანი ვერ მიაყენა. იგი მშვიდად აგრძელებდა ფრენას. ასეთი მგზავრობა ათი წუთი გრძელდებოდა. შემდეგ ელვისებურმა განათებამ ააგდო ზევით და ობიექტი ღამის ცაზე გაფანტა.
1943 წელს ინგლისელი მაიორი ჰოლმსი თავის პატაკში წერდა, რომ 14 ოქტომბერს გერმანული ქალაქის დაბომბვის დროს რამდენიმე "დიდი, მბრწყინავი დისკი" შეამჩნია. ისინი არ რეაგირებდნენ ცეცხლზე, რომელიც მათ მფრინავებმა გაუხსნეს. ინგლისელებთან ერთად საიდუმლოებით მოცული ობიექტები ამერიკელმა მფრინავებმაც ნახეს. ასეთი მასალები ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს არქივშია შემონახული.
ჰიტლერის კოსმოსური ხომალდები
მეტად გასაკვირი იყო 85 წლის გერმანელის, რაულ შტრაიხერის განცხადება, რომელიც 2000 წელს ჟურნალ "შპიგელში" გამოქვეყნდა. მოხუცი ამტკიცებდა, რომ პირველი კოსმონავტის ტიტული ეკუთვნოდა არა გაგარინს, არამედ მას, რადგან ის ორბიტაზე ჯერ კიდევ 1945 წელს გავიდა. ეს შეიძლება ჭკუაზე გადასული მოხუცის ფანტაზიად მიგვეჩნია, მაგრამ სპეციალური გამოკვლევები, რომლებიც "შპიგელმა" მესამე რაიხის საიდუმლო არქივში ჩაატარა, ადასტურებს მოხუცის სიტყვებს კოსმოსურ ფრენაზე.
ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანიაში შეიქმნა გასაიდუმლოებული სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტების გაერთიანება, რომელთა მიზანს შეიარაღებების საკითხზე მუშაობა და ასევე ადამიანზე მათი მოქმედების მეთოდები წარმოადგენდა. ამავე დროს, 1938 წელს ვეველსბურგის მახლობლად, სადაც მთავარი შტაბი იმყოფებოდა, შეიქმნა სპეციალური სარაკეტო ტექნიკა. კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობდა ვერნერ ბრაუნი, ხოლო ინსტიტუტს ავიაციის მინისტრი გერინგი კურირებდა.
ამ ინსტიტუტის კედლებში სხვადასხვა იარაღი და საბრძოლო რაკეტა მუშავდებოდა. მათზე გერმანელები უდიდეს იმედებს ამყარებდნენ და, როგორც ჩანს, არც შემცდარან. იქ შემუშავებული ფრთიანი რაკეტის პირველი საცდელი გაშვება 1942 წელს მოხდა, მაგრამ ტექნიკური გაუმართაობის გამო 18 რაკეტიდან 16 აფრენისას აფეთქდა. მომავალ წელს ბრაუნის მიერ გაუმჯობესებული 40–მდე რაკეტა გამოუშვეს.
ომის დასრულების შემდეგ ნაცისტებმა ვეველსბურგთან მდებარე კოსმოდრომის აფეთქება გადაწყვიტეს, ხოლო გამოკვლევების შედეგების ციხესიმაგრეში დამალვა უნდოდათ, რომელიც ბრაუნს ეკუთვნოდა, მაგრამ მათი გეგმები მოკავშირეებმა დაამსხვრიეს. ბრაუნი ამერიკელებს ჩაუვარდათ ხელში, საბჭოთა სამხედროებმა კი რაკეტების ნაწილი წაიღეს და კოსმოსური ტექნიკის დამუშავებისთვის გამოიყენეს.
შტრაიხერი, რომელსაც ნაბრძანები ჰქონდა, გაენადგურებინა პირადი საქმე, ჯერ აღმოსავლეთ ევროპაში დასახლდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ – გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. გაგარინის გაფრენის შემდეგ კი განცხადებით გამოვიდა, რომ მას ეკუთვნოდა კოსმოსის დაპყრობის პირველობა და არა – რუს კოსმონავტს. როგორც ჩანს, შტრაიხერმა ამის დამტკიცება ვერ მოახერხა.
უცხოპლანეტელების ქალაქი მთავარეზე
უცხო ცივილიზაცია, მოულოდნელად ჩვენთან უფრო ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე ეს წარმოგვედგინა. ჩვენ არ ვიყავით ფსიქოლოგიურად მზად ამისთვის
უცხო ცივილიზაცია, მოულოდნელად ჩვენთან უფრო ახლოს აღმოჩნდა, ვიდრე ეს წარმოგვედგინა. ჩვენ არ ვიყავით ფსიქოლოგიურად მზად ამისთვის.
,,კვლავ გვხდება სტატიები, რომლებიც ეძებენ პასუხს კითხვაზე: ვართ თუ არა მარტონი? ამავე დროს უცხო ცივილიზაციის ყოფნა გამოვლენილია დედამიწასთან ახლოს, მთვარეზე, თუმცა გასაიდუმლოებულია, რადგან ეს იმდენად წარმოუდგენელია, რომ შეიძლება უკვე არსებული სოციალური პრინციპები შეარყიოს” იუწყება რუსული გაზეთი ,,Vecherny Volgograd”.
აქ არის ამონარიდი გაზეთიდან :
,,ნასას მეცნიერებმა და ინჟინრებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ მარსის და მთვარის გამოკვლევაში, გამოაქვყნეს მათი აღმოჩენის შედეგები 1996 წლის 21 მარტს, ვაშინგტონის ნაციონალურ პარკში ბრიფინგზე. გაირკვა რომ მათ აღმოაჩინეს ტექნოგენური სტრუქტურები მთვარეზე. ისინი საკმაოდ ფრთხილად აღნიშნავდნენ რომ ეს ობიექტები მხოლოდ და მხოლოდ უცხო ცივილიზაციის შეილებოდა ყოფილიყო. მათ განაცხადეს რომ შედეგები ჯერ კიდევ შესწავლის პროცესში იყო და ოფიციალურად მოგვიანებით გამოქვეყნდებოდა. ისინი ასევე აღნიშნავდნენ რომ საბჭოთა კავშირს ქონდა ფოტო მასალა რომელიც ადასტურებდა გონიერი ცივილიზაციის ყოფნას მთვარეზე.
მკვლევარი რიჩარდ ჰოგლანდი ამბობს რომ ნასა ცდილობს დაამუშაოს ფოტო მასალა როგორც თვითონ უნდათ სანამ საჯაროდ გამოაქვეყნებენ, იგი ამტკიცებს რო უცხო ცივილიზაცია მთვარეს იყენებს გასაჩერებელ სადგურად სანამ ისინი დედამიწაზე არიან. ეს მოსაზრება დადასტურებულია ლეგენდებით და მითებით რომლებიც სხვადასხვა ერებმა გამოიგონს ჩვენი პლანეტის შესახებ.
აპოლო 10-მა გადაიღო უნიკალური სურათი (AS10-32-4822) სადაც ჩანს 1 მილის სიგრძის ობიექტი რომელიც 14 კილომეტრის სიმაღლეზეა აღმართული და ტოვებს მკაფიო ჩრდილს მთვარის ზედაპირზე. ობიექტი როგორც ჩანს შედგება რამდენიმე ცილინდრული მოწყობილობისაგან, ობიქტის შიდა სტრუქტურა კარგად ჩანს ერთ-ერთ სურათში და ტოვებს შთაბეჭდილებას რო მისი რაღაც ნაწილი გამჭირვალეა. ბრიფინგზე როდესაც რიჩარდ ჰოგლანდა ეს სურათები მეორედ მოითხოვა, აღმოჩნდა რომ ისინი აპოლო 10-ის ეკიპაჟის ალბომშიც კი აღარ იყო.
როდესაც აპოლო 12 ეკიპაჟი გადმოსხდა მთვარის ზედაპირზე, მათ დაინახეს პირამიდისებრი გამჭირვალე ობიექტი რომელიც რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე იყო მთვარის ზედაპირიდან და მთვარის შავ ცაზე ცისარტყელის ფერებს აფრქვევდა.
მისიის მართვის სპეციალისტმა გააკეთა კომენტარი სურათებზე: ჩვენმა ბიჭებმა აღმოაჩინეს ქალაქის ნანგრევები მთვარეზე, გამჭირვალე პირამიდები, გუმბათები და ღმერმა იცი კიდევ რა, რომლებიც ახლა იმალება ღრმად ნასას სეიფებში. ახლა მე თავს ისე ვგრძნობ როგორც რობიზონ კრუზომ რომელმაც გაიგო რომ კუნძულზე მის გარდა სხვა ადამიანიც იყო. რას აკეთებენ გეოლოგები და მეცნიერები როდესაც შეისწავლიან სურათებს სადაც კარგად ჩანს მთვარის ანომალია? ისინი ამბობენ: ეს შეილება ბუნებრივი წარმოშობის იყოს. ჯობია სიმართლეს თვალი გავუსწოროთ და ვაღიაროთ რომ, ისინი ხელოვნურია, განსაკუთრებით გუმბათები და პირამიდები. უცხო ცივილიცაზია ჩვენთან ძალიან ახლოს აღმოჩნდა, თუმცა ჩვენ მზად არ ვიყავით ამისთვის და ზოგიერთი ადამიანი ახლაც ღრმად არის დარწმუნებული რომ ჩვენ მარტონი ვართ.
უფოლოგია
უფოლოგია (Ufology) – საქმიანობა რომელიც მოიცავს ამოუცნობი მფრინავ ობიექტებზე დაკვირვებების შეგროვებას, მათი ჭეშმარიტების დადგენას და ასევე მცდელობას მიეცეთ მათ მეცნიერული განმარტება.
ტერმინი უფოლოგია ინგლისურ ენაში გაჩდა 1959 წელს. ის წარმოსდგება აბრევეატურა «UFO» — Unidentified Flying Object-ისგან, რომლის ქართული ანალოგია "ამო” – ამოუცნობი მფრინავი ობიექტი.
1940-იანი წლების ბოლოში აშშ-ში და შემდეგ მთელ სამყაროში გამოჩდნენ ჯგუფები, რომლებიც შეისწალიდნენ შეტყობინებებს ამო-ების გამოჩენის შესახებ. უთვალავი მოყვარული უფოლოგიური ორგანიზაციის გარდა ამ ფენომენს შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მიერ სპეციალური პროექტები იქმნებოდა. პირველი ასეთი ჯგუფი შექმნეს ინგლისელებმა 1943 წელს, რომელიც შეისწავლიდა "ფუ-ფაითერებს” (მფრინავ მანათობელ ბურთებს, რომლებიც მასიურად ფიქსირდებოდნენ მერეო მსოფლიო ომის პერიოდში სამხედრო პილოტების მიერ).
1940-იანი წლების ბოლოში აშშ-ში და შემდეგ მთელ სამყაროში გამოჩდნენ ჯგუფები, რომლებიც შეისწალიდნენ შეტყობინებებს ამო-ების გამოჩენის შესახებ. უთვალავი მოყვარული უფოლოგიური ორგანიზაციის გარდა ამ ფენომენს შესასწავლად სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების მიერ სპეციალური პროექტები იქმნებოდა. პირველი ასეთი ჯგუფი შექმნეს ინგლისელებმა 1943 წელს, რომელიც შეისწავლიდა "ფუ-ფაითერებს” (მფრინავ მანათობელ ბურთებს, რომლებიც მასიურად ფიქსირდებოდნენ მერეო მსოფლიო ომის პერიოდში სამხედრო პილოტების მიერ).
1947 წელს აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების მიერ შეიქმნა ამო-ების შემსწავლელი პროექტი "საინი” (ინგლ. Project Sign)
1949 წელს კი შექმნეს საიდუმლო პროექტი "გრაჯი” (ინგლ. Proect Grudge)
1952 წელს ამ პროექტს "ცისფერი წიგნი” ეწოდა. (ინგლ. ინგლ. «Blue book»)
ამო-ის შესწავლაში ასევე აქტიურად იღებდა მონაწილებოას აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, ხოლო საბჭოთა კავშირში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი.
საქართველოში ამოუცნობი ობიექტების მიმართ ინტერესი გაჩდა ე.წ. "პერესტროიკის” დროს, როდესაც პრესაში მსგავს თემებზე ტაბუ მოიხსნა.
1988 წელს საქართველოს პრესაში გამოჩდა რამოდენიმე სენსაციური სტატია, რომელმაც ძალზედ დიდი რეზონანსი გამოიწვია საზოგადოებაში და გააღვია ინტერესი მსგავსი ფენომენების მიმართ.
ამ პერიოდში ანომალურ მოვლენებს შეისწავლიდა ფიზიკოსი თალეს შონია.
მან შექმნა უდიდესი არქივი საქართველოში რეგისტრირებული მსგავსი მოვლენებისა. 1991-1992 წლებში თბილისში მომხდარ სამხედრო გადატრიელებას შეეწირა მისი არქივი. მეცნიერებათა აკადემიის სარდაფში გაჩენილი ხანძარი ლაბორატორიის განადგურების მიზეზი გახდა.
1994 წელს შეიქმნა საქართველოს უფოლოგიური ასოციაცია (სუფოა).
"სუფოა” საქართველოში ანომალური მოვლენების რეგისტრაციას და მონაცემების კატალოგიაზაციას აწარმოებს. "სუფოა”-ს დაფუძნებული იყო პირველი ქართული უფოლოგიური გაზეთი "ამოუცნობი”.
დაფინანსების უქონლობასთან დაკავშირებით "სუფოა”-ს 2007 წლიდან შეჩერებული აქვს კვლევითი სამუშაოები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.
უცხოპლანეტელი ბავშვიhttp://www.myvideo.ge/?video_id=27968ინდოეთში ქალმა უცხოპლანეტელი ბავშვი გააჩინა
ის რომ ვიდეოში ასახული მოვლენა ნამდვილია, ვერ დავამტკიცებთ.
რას ფიქრობს ეკლესია უცხოპლანეტელების შესახებ
ადამიანს აინტერესებს, არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვაგანაც უკიდეგანო სამყაროში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მუშაობენ გასაიდუმლოებული კვლევითი ცენტრები, რომლებიც ამოუცნობ მოვლენებს სწავლობენ. დრო და დრო ვრცელდება ხმები, ზოგჯერ მეცნიერულად დასაბუთებულიც, უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტების დამყარების თაობაზე...
ეს ინფორმაციები ეწინააღმდეგება ბიბლიურ წარმოდგენებს სამყაროს შესახებ. რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას უცხოპლანეტელთა არსებობს თეორიის მიმართ, ამის შესახებ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება.
– მამა გიორგი, როგორ უყურებს და აფასებს ეკლესია უცხო ცივილიზაციების და უცხოპლანეტელთა არსებობის თეორიებს?
– წმინდა წერილში არაფერი არის იმაზე ნათქვამი, რომ არსებობს კიდევ სადმე ცივილიზაცია, თუმცა ძალიან ბევრი არის იმაზე ნათქვამი, რომ ღმერთმა შექმნა ყოველი არარაისგან და ღმერთმა ყოველივე არაყოფიერიდან ყოფიერში მოიყვანა. ისიც კი არის ნათქვამი, რომ დედამიწა მრგვალია, ციური სხეულები არსებობენ, არსებობს ოთხი სტიქია და ა.შ. წმინდა წერილის წარმოდგენა სამყაროზე ანთროპოცენტრულია, ანუ, ამ გაგებით, ადამიანი დგას ქმნილების ცენტრში. თეოცენტრულიც არის, იქიდან გამომდინარე, რომ სამყაროს ცენტრში ღმერთი დგას.
სხვა ცივილიზაციების არსებობის შესახებ არსად არაფერია ნათქვამი, თუმცაღა არსებობს ამ ბოლო დროს უამრავი მონაცემი და მთელი ენციკლოპედიებიც კი არის გამოქვეყნებული თავისი დასურათებით ამა თუ იმ გამოსახულებების. მაგრამ რეალური შეხვედრა–კონტაქტი, მეცნიერული დამადასტურებელი საბუთები რეალურად არ არსებობს. თუმცაღა მკითხავთ თქვენ, განა არ შეიძლება ამხელა სამყაროში და ამხელა მეტაგალაქტიკაში იყოს ალბათობა იმისა, რომ არსებობდეს რაიმე ცივილიზაცია, ადამიანის მსგავსი თუ არა, სხვა რაიმე გონის მატარებელი. ამის ალბათობა იმდენად მცირეა, რომ თითქმის ნულს უდრის.
იმდენად უნიკალურია დედამიწის მდგომარეობა მზის მიმართ, ანუ იმდენად უნიკალურია დედამიწის ატმოსფეროს გაზავება ჰაერთან, სითბოსთან და ყველა ოთხ სტიქიასთან, იმდენად უნიკალურია დაშორება მზიდან, რომ ცოტათი უფრო ახლოსაც რომ ვყოფილიყავით მზესთან, დედამიწაზე სიცოცხლე არ იარსებებდა, ცოტათი უფრო შორსაც სიცოცხლე არ იარსებებდა და ცოტათი უფრო ჩქარა რომ ბრუნავდეს დედამიწა, არ ვიარსებებდით. აი, რამდენად უნიკალურია ღვთის მიერ მოცემული ქმნული სამყარო, რომელიც ბიბლიის შესაქმეში გვაქვს მოცემული. მაგრამ, ვიმეორებ, არსებობს პარადოქსული მონაცემები, რომლებიც არათუ უცხო გონის არსებობას, არამედ მათ ფოტოებსა და მათთან კავშირის შედეგად მიღებულ ინფორმაციებსაც კი აქვეყნებენ. მაშინ რას ვიტყვით ამაზე? ვიტყოდი, რომ ამას მეცნიერებაც ძალიან ეჭვის თვალით უდგება. ანუ, თანამედროვე მონაცემებზე დაყრდნობით, სამყაროში არსებობს შავი ხვრელები, რომლებიც ე.წ. უმოკლესი მანძილებია სამყაროს ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში გადასასვლელად. გადაადგილების უსწრაფესი და უმოკლესი საშუალებებია უსასრულო სამყაროში.
აინშტაინმა თავისი ცხოვრების დარჩენილი წლები, 1905 წლის შემდეგ, მოახმარა მიკროკოსმოსისა და მიკროსამყაროს კვლევას და ფართობითობის ზოგადი თეორიის შექმნას, რაც სამყაროში ერთიანი ველის თეორიის შექმნას გულისხმობს. მან ვერ გაართვა თავი ბოლომდე ამ ამოცანას და, საბედნიეროდ, იგი საბოლოოდ ღმერთის არსებობამდე მივიდა. შეიძლება ცხოვრებით არ აღიარებდა ღმერთს, მაგრამ კოსმოლოგიური ანალიზის შედეგად უამრავი მეცნიერი, მათ შორის აინშტაინი, მივიდა შემოქმედის არსებობის იდეამდე, ანუ სამყაროში ყველაფერი ღმერთზე მეტყველებს. ამიტომ ძალიან დიდი ეჭვის თვალით უყურებს არა მარტო რელიგია, არამედ მეცნიერებაც სამყაროში სხვა ცივილიზაციის არსებობას.
სერაფიმ როუზს, რომელიც არის თანამედროვე ღვთისმეტყველი მართლმადიდებელი, სპეციალური გამოკვლევაც აქვს ახალი რელიგიების შესახებ, რომლებიც სექტებისა და ოკულტური მიმდინარეობის ანალიზს ეხება. ამ მოვლენებს, რომლებიც დაფიქსირებულია პარანორმალური, ანომალიური მოვლენების სახით, მამა სერაფიმე აღიქვამს, როგორც ბოროტი ძალების მანქანებს, ანუ გარკვეული დემონური არსებების კლასიფიკაციას მიაკუთვნებს ამ მწვანე პატარა, ადამიანების მსგავს არსებებს, რომლებიც ხშირად კონტაქტში შედიან ადამიანებთან.
იწერება ბესტსელერები, ცდუნებული, ოკულტისტური მიდრეკილებების ხალხი აქვეყნებს სხვადასხვა მაგიურ, ოკულტურ წიგნებს. არიან მედიუმები, რომლებიც შედიან ბოროტ ძალებთან კონტაქტში და იღებენ ინფორმაციას ვითომდა თანამედროვე მეცნიერების გასამდიდრებლად. ვითომ არსებობს ცხოვრება სხვა პლანეტებზე, სხვა გალაქტიკებში და ამ წიგნებით დიდი ფული კეთდება. უკვე იქამდეც კი მიდიან, რომ სპეციალური უფოლოგიური სექტებიც შეიქმნა, რომლებიც არამარტო უცხოპლანეტელების არსებობას აღიარებენ, არამედ თვლიან, რომ დედამიწა უცხოპლანეტელების მიერ ჩამოტანილი ცივილიზაციაა, რომ ჩვენ თვითონ უცხოპლანეტელების ნაშიერები ვართ. შეიქმნა სპეციალური უცხოპლანეტელების დამკვირვებელთა ჯგუფებიც და ამბობენ და "გვაფრთხილებენ", რომ, თუ ადამიანები არ მოეგებიან გონს და ერთმანეთის ხოცვას და ბირთვული იარაღის შექმნა–გამრავლებას არ შეწყვეტენ, ეს ცივილიზაცია თავის თავს ამოწურავს. ტექსტებიც კი არის გამოქვეყნებული გაურკვეველი რადიოსადგურებიდან, საიდანაც ვრცელდებოდა ასეთი მიმართვები. უცებ ირთვებოდა რაღაც რადიოსადგური, რომელიც ვერსად ფიქსირდებოდა და გვაფრთხილებდნენ, რომ ფრთხილად ვყოფილიყავით. ეს არის სუფთა დემონური, მაცდური აზრები, მეცნიერულ ფუთაში შეფუთული, რომ ადამიანებმა უფრო ადვილად მიიღონ.
– მამაო, იქნებ ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია საერთოდ პარალელურ სამყაროში არსებული ცივილიზაციების შესახებ. არის ვარაუდი, რომ ძალიან დიდი ხნის წინ გააქრეს ინფორმაცია, რომელშიც იყო ნახსენები მათი არსებობის შესახებ.
– არსებობს ასეთი გარკვეული ჰიპოთეზები, რომლებიც სხვადასხვა ტექნიკური ობიექტების წარმოშობას ვერ ხსნიან. ამაზე ფილმიც კი არის გადაღებული. ვერ ხსნიან ბევრ მოვლენას, დაწყებული პირამიდების აშენებით, დამთავრებული მდელოებზე უზარმაზარი ფიგურებით. თვლიან, რომ ეს აეროდრომები იყო, რომლებზეც სხდებოდნენ უცხოპლანეტელები, რადგანაც ეს აშენებულია არაადამიანური ტექნოლოგიებით, ჩვენთვის მიუღწეველი ტექნიკით. ეს იმდენად ჰიპოთეტურია, რომ ამის დაჯერება ასე შიშვლად არ შეიძლება.
ასევე არსებობს გარკვეული აუდიო–ვიდეომასალა, სადაც არის დაფიქსირებული ფოტოები და ადგილები, სადაც მოხდა კატასტროფა ამოუცნობი მფრინავი ობიექტის. გამოქვეყნებულია მასალები ამა თუ იმ ქვეყნის უშიშროების სამსახურების მიერ, დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან დამთავრებული საბჭოთა კავშირითა და სხვა ქვეყნებით, როგორ იქნა მიჩქმალული მათ სამხედრო ბაზებზე უფოლოგიური ფაქტების არსებობა. ჰიტლერის დროს იყო მცდელობა, გაეკეთებინათ მფრინავი თეფშის მსგავსი ობიექტი, რომელიც გაკეთებულიც იქნა და მისი ფოტოც არსებობს.
ჰიპოთეზების დონეზე ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას. რეალური, ხელჩასაჭიდი ფაქტები, რომლებიც უშუალოდ დაგვიდასტურებდა ყოველგვარი მიკიბვმოკიბვისა და მისტიციზმის გარეშე მათ არსებობას, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, მიუხედავად პარადოქსული მასალისა, რაც ჩვენ გვაქვს, მაინც არ და ვერ შეგვიძლია დავუშვათ სხვა ცივილიზაციების არსებობა. აქ ხშირად უფრო მაგიასთან გვაქვს საქმე, ვიდრე რეალურ ფაქტებთან.
თვითმფრინავის ეკიპაჟმა და მგზავრებმა მოსკოვის თავზე ალმოდებული ობიექტი შეამჩნიეს
ექვსი სამგზავრო თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა გუშინ მოსკოვის თავზე საარტილერიო ჭურვის მსგავსი, ალმოდებული ობიექტი შეამჩნიეს, რომელიც ბოლავდა. - ამის შესახებ „ინტერფაქსს“ მოსკოვის ავიაქსელების სადისპეტჩეროს წყარომ აცნობა.
„ქალაქ გაგარინიდან ოდნავ მოშორებით Boeing 737-500-ის ეკიპაჟმა, რომელიც ასრულებდა რეისს ნოვოსიბირსკი-მოსკოვი გადმოგვცა, რომ ხედავენ აალებულ ობიექტს, რომელიც საარტილერიო ჭურვს ჰგავს და რომელიც დაახლოებით 10.000 კმ-ს სი<