სხვა ცივილიზაციების გადასარჩენად, უცხოპლანეტელებმა შესაძლოა, კაცობრიობა გაანადგურონ
სხვა ცივილიზაციების გადასარჩენად, უცხოპლანეტელებმაშესაძლოა, კაცობრიობა გაანადგურონ. NASA-ს მეცნიერებზედაყრდნობით, ამის შესახებ ინფორმაციას The Guardianავრცელებს.
როგორც მეცნიერები აცხადებენ, დედამიწაზე ემისიების გაზრდის შედეგად ატმოსფერო ბინძურდება, რასაც უცხოპლანეტელები საფრთხედ აღიქვამენ.
სწორედ ამიტომ, საფრთხის კიდევ უფრო გაზრდის თავიდან ასაცილებლად, უცხოპლანეტელებმა შესაძლოა, დედამიწა გაანადგურონ.
მეცნიერები სპეციალურ მოხსენებაში უცხოპლანეტელთა და ადამიანთა შორის კონტაქტის სამ სცენარს განიხილავენ, მათ შორის, ერთი მომგებიანია, ერთიც ნეიტრალური, ხოლო მესამე დედამიწისთვის საზიანო იქნება და სწორედ ამ სცენარის მიხედვით უშვებენ მეცნიერები ალბათობას, რომ უცხოპლანეტელები დედამიწას გაანადგურებენ.
უცხოპლანეტელები თურქულ ენაზე აზერბაიჯანული აქცენტით საუბრობენ(?)
მგვარი ინფორმაცია ესპანეთის სამეფოს ეროვნულმა სადაზვერვო ცენტრმა გაავრცელა.
უცხოპლანეტელთა ენა ძალიან ჰგავს თავნამედროვე თურქულ ენას, წერს Armtoday.info.
2003 წელს ესპანური სპეცსამსახურების მიერ მომზადებული საიდუმლო ანგარიშის თანახმად, მზის სისტემაში უახლოესი გალაქტიკა ”ალფა კენტაურიდან” უცხოპლანეტელები დედამიწაზე 2000 წელს ჩამოვიდნენ.
აღსანიშნავია, რომ სისტემა ”ალფა კენტაური” დედამიწიდან 4,3 მლრდ სინათლის წელიწადით არის დაშორებული. ამ გალაქტიკიდან მოსული არსებები გარეგნულად ძალიან ჰგვანან ადამიანებს და თურქულ, ან შესაძლოა აზერბაიჯანულ ენაზე საუბრობენ, აღნიშნავს სააგენტო.
ნეტა, უცხოპლანეტელებს მარილი აქვთ, რომ მოგვაყარონ მაინც?...
ანანო კვაჭანტირაძესადამკვირვებლო ცენტრის „SETI"-ს სწავლულებმა, რომლებიც ზებუნებრივი მოვლენების გამოკვლევითა არიან დაკავებულები, აღმოაჩინეს, რომ დედამიწას სამი გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტი უახლოვდება. წინასწარი გათვლებით, ჩვენ უცხოპლანეტელებს ორი თვის შემდეგ შევხვდებით.
უკანასკნელი დროის მანძილზე, ინფორმაცია უცნაური, ზებუნებრივი მოვლენების შესახებ, თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება. ადამიანები იღებენ და ინტერნეტსივრცეში ათავსებენ ვიდეორგოლებს, სადაც კარგად ჩანან განათებული მფრინავი ობიექტები და ისმის საშინელი ხმები, რომლებიც თითქოს ქვესკნელიდან ამოდის. მეცნიერები არ მალავენ, რომ დედამიწაზე სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს: საგანგაშოდ იცვლება მაგნიტური პოლუსები, სწორედ ამიტომ დაიწყო კავშირგაბმულობების შეფერხება, გადაშენების პირას მივიდნენ სხვადასხვა ჯიშის ცხოველები, ხმებიან ხეები... მიმდინარე მოვლენებს კი მეცნიერულად ვერ ხსნიან. ზოგი თვლის, რომ ეს მოახლოებული აპოკალიფსის შედეგია, სხვები კი მომხდარში ბრალს უცხოპლანეტელებს სდებენ...
უცხოპლანეტელებს ჩვენი შეჭმა ან მოწამვლა შეუძლიათ
ერთი თვის წინ, რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლებამ, მოსახლეობის მორალური შემზადება დაიწყო იმისთვის, რომ კოსმოსიდან მოახლოებული მოულოდნელობები მათთვის შოკისმომგვრელი არ ყოფილიყო. მზადების აუცილებლობა დედამიწაზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შემოჭრას უკავშირდებოდა. უცხოპლანეტელთა სამომავლო ვიზიტის მიზნები უცნობია, სწორედ ამიტომ, მედიასივრცეში სხვადასხვა ვარიანტებია ჩამოთვლილი. მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ბრიტანულმა გამომცემლობამ, The Guardian–მა გამოაქვეყნა გამაოგნებელი სტატია, სახელწოდებით, „უცხოპლანეტელებს კაცობრიობის განადგურება შეუძლიათ". ეს განაცხადი, შესაძლოა რიგით ვერსიად ჩათვლილიყო, ავტორებს ინფორმაციის მეტად კომპეტენტური წყარო რომ არ დაესახელებინათ: მათ განაცხადეს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას ნასა ადასტურებდა.
„ჩვენი მხრიდან გამოჩენილი სტუმართმოყვარეობით, უცხოპლანეტელებისგან დიდი გამოცდილების შეძენას შევძლებთ. ასევე, შესაძლოა მათ შეუდარებელი ტექნოლოგიები გადმოგვცენ, – აღნიშნულია სტატიაში. – მაგრამ თუკი უცხოპლანეტელებს კაცობრიობისთვის ზიანის მიყენება მოუნდებათ, მათ შეუძლიათ, უბრალოდ, საკვებად გამოგვიყენონ, ასევე, შეიძლება დედამიწაზე უცნობი დაავადებები გაავრცელონ ან დედამიწაზე მცხოვრებთათვის ხელოვნური მეხსიერება შექმნან. ეს კი საშინელი ომის დასაწყისი იქნება".
აღსანიშნავია, რომ ამ სკანდალური სტატიის გამოსვლიდან მეორე დღესვე, The Guardian–მა ყოველივე უარყო.
ნასას ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ინფორმაცია უცხოპლანეტელებზე და მათთან დაკავშირებულ საშიშროებებზე არ გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, დაიწერა სხვა სტატიებიც უცხოპლანეტელების დედამიწაზე შემოჭრასთან დაკავშირებით...
ერთ-ერთ ასეთ წყაროდ „ვიკილიქსიც" დასახელდა და ითქვა, რომ იქ გამოქვეყნებული დოკუმენტი სახელმწიფო სტრუქტურებიდან ინფორმაციის გაჟონვის შედეგად იქნა მოპოვებული. დოკუმენტში საუბარი იყო იმაზე, რომ უცხოპლანეტელების შემოჭრა უკვე დაწყებულია. სამი გიგანტური ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ატმოსფეროში შემოსვლა კი ოფიციალური შემოჭრის მხოლოდ დასაწყისია. საბრძოლო კოსმოსური მფრინავი ობიექტები ალიასკაზე დაფიქსირდა. ამ ფაქტამდე კი დედამიწიდან, ათობით ტელესკოპი აღნიშნულ ხომალდებს მზის ორბიტაზე აკვირდებოდა.
„ამ დროისათვის, დედამიწის გარშემო განლაგებულია კოსმოსური ფლოტი, რომელშიც 300 მფრინავი ობიექტი შედის. ყველაზე დიდი ხომალდების დანახვა დედამიწიდან, ტელესკოპის საშუალებითაც კი არის შესაძლებელი."
რატომ შეწყვიტა ამერიკამ კოსმოსური მისიების განხორციელება?
„რატომ სურთ უცხოპლანეტელებს კაცობრიობის განადგურება?" – მსგავსი კითხვები უჩნდებათ სწავლულებს. მიზეზი შეიძლება მრავალგვარი იყოს: შესაძლოა არ სიამოვნებთ დედამიწიდან განხორციელებული კოსმოსური მისიები ან, რაც არ უნდა ბანალურად მოგეჩვენოთ, შესაძლოა მიზეზი საკვები მარაგისა და რესურსის გამოლევა იყოს. სწორედ ამ საკვებად შესაძლოა იქცეს კაცობრიობა...
უცხოპლანეტელების სამომავლო გეგმების მტკიცებულებად შესაძლოა ფოტომასალა მოვიტანოთ, რომელიც მთვარის ზედაპირზეა გადაღებული. ამ ფოტომასალაზე, მკვეთრად ჩანს ადამიანის სხეულის ნაწილები, რომლებიც შესაძლოა უცხოპლანეტელებმა მას შემდეგ დაყარეს იქ, რაც მათზე ექსპერიმენტები ჩაატარეს.
მსგავსი საშიშროების გამო, სწავლულები და მეცნიერები, საზოგადოებას ურჩევენ, არავითარი სიგნალი არ გაგზავნონ კოსმოსში და არავითარ შემთხვევაში და გავიდნენ კონტაქტზე არამიწიერ ცივილიზაციასთან. ეს დაგვეხმარება საიდუმლოდ შევინახოთ ინფორმაცია, ადამიანის ბიოლოგიურ აგებულებაზე და ამ შემთხვევაში, უცხოპლანეტელებისთვის რთული იქნება საწამლავის დამზადება ადამიანების გასანადგურებლად. მართალია, მსგავსი რაღაცები ძალიან უცნაურად ჟღერს, თუმცა, არანაკლებ უცნაურია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, კოსმოსური მისიების განხორციელებაზე უარის თქმა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, არასაიმედოობის მიზეზით, ნასას უამრავი კვალიფიციური თანამშრომელი თანამშრომელი დაითხოვეს სამსახურიდან და ამავე წელს გაუშვეს უკანასკნელი კოსმოსუეი ხომალდიც.
კაცობრიობის აღსასრული 2034 წლამდე „გადაიტანეს"
„კაცობრიობას ნამდვილად ელის დაღუპვა, – აღნიშნავს რუსი ბიზნესმენი ოლეგ სოლომენიკოვი, რომელიც ამტკიცებს, რომ გარკვეული კონტაქტები აქვს უცხოპლანეტელებთან, – თუმცა ეს არა 2012–ში, არამედ 2034–ში მოხდება. ეს ინფორმაცია უცხოპლანეტელებმა გადმომცეს. იმათმა, ვინც ჩვენ შეგვქმნა. აღნიშნულ წელს, დედამიწა დაიწვება, ჩვენს ადგილს კი დელფინები დაიკავებენ."
იმაზე, თუ როგორ გამოიყურებიან უცხოპლანეტელები, სწავლულებს მხოლოდ სავარაუდო ვერსიები აქვთ. ზოგიერთი მეცნიერი ასკვნის, რომ უცხოპლანეტელებსაც, ისევე როგორც ადამიანებს - ერთი თავი და ორ–ორი ფეხი და ხელი აქვთ, მაგრამ ისინი ჩვენგან კანის ფერით განსხვავდებიან.
თავიანთი ვერსია გერმანელმა სოციოლოგებმაც გამოთქვეს: მათ ბრტყელი მუცელი აქვთ, სახეზე არ აქვთ ნაოჭები და მათი კანი საშინლად ცივია. ასევე, მათ საშინელი სუნი ასდით და არ ჭამენ ხორცს.
არგენტინელი სწავლული, სერხიო ტოსკანო თვლის, რომ უცხოპლანეტელების შემოჭრას 2011 წლის მიწურულისთვის უნდა ველოდოთ. იგი ვარაუდობს, რომ პლანეტა ნიბირუ, რომელმაც დედამიწას 2012 წლის 21 დეკემბერს უნდა ჩაუფრინოს, გახლავთ გიგანტური კოსმოსური ხომალდი, რომელსაც უცხოპლანეტელები ფლობენ. მისი მოახლოება გაანადგურებს მაგნიტურ ველს და შეცვლის მაგნიტურ პოლუსებს. ეს იქნება სამყაროს აღსასრული, რომელზეც მაიას ტომი გვაფრთხილებდა. თუმცა, უცნობია, გადარჩება თუ არა კაცობრიობა.
ცეცხლოვანი ბურთები და ივანოვოლენინის რაიონის, ქალაქ ივანოვოს პროკურორმა, ალექსეი ცარევსკიმ, ინტერნეტსივრცეში გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ აკვირდებოდა ტელესკოპით მფრინავ ბურთებს, 2011 წლის 17 სექტემბერს. მბრწყინავი ობიექტები ქრებოდნენ და კვლავ ჩნდებოდნენ და შემდეგ კვლავ, მოულოდნელად იკარგებოდნენ. „ამ უცნაურ მოვლენას დაახლოებით 21 საათსა და 15 წუთზე ვაკვირდებოდი. ამის ახსნა რთულია, მაგრამ ეს თვითმფრინავი ნამდვილად არ ყოფილა, ძალიან უცნაურად დაფრინავდა. ბურთი მუქი წითელი ფერის იყო", – აღნიშნა ჩინოვნიკმა.
ვეტლიცკაიამ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მოსკოვის თავზე დაინახაარც თუ ისე დიდი ხნის წინ, მომღერალმა ნატალია ვეტლიცკაიამ, საკუთარი ინტერნეტ ბლოგის საშუალებით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი მოსკოვის ცაზე დაინახა. დაახლოებით 25 მფრინავი ობიექტი ცაზე სწრაფად გადაადგილდებოდა, მაგრამ არავითარ ხმაურს არ იწვევდა. როდესაც ეს ფაქტი მოხდა, მომღერლის სახლში, ბევრი სტუმარი იმყოფებოდა და თითოეული მათგანი გაოცებული შეჰყურებდა ამ უცნაურ მოვლენას.
ასე რომ, მართალია, უცხოპლანეტელებზე, მათ გეგმებზე დედამიწელებთან მიმართებაში და იმაზე, მართლაც საკვებად ვუნდივართ თუ არა, დადასტურებული არაფერი ვიცით, მაგრამ ბოლო დროს ხშირად გამოჩენილი უცხოპლანეტელები და ამო-ები რომ მხოლოდ პანიკიორთა ზმანებები არ გახლავთ, ფაქტია. გასარკვევი მხოლოდ ერთი რამ რჩება: ნეტა, უცხოპლანეტელები აღზევანს თუ დადიოდნენ მარილზე და მის შესახებ თუ იციან რამე? ნეტა, მოგვაყრიან, სანამ შეგვახრამუნებენ?..
კავშირი უცხოპლანეტელებთან
პარანორმალური მოვლენების მკვლევარმა, გოჩა დანელიამ თავის წიგნში "დედამიწის ცქერით დაიღალა მთვარე” ბევრი ისტორიული ფაქტი აღწერა, სადაც სწორედ ამო–ზე, ანუ ამოუცნობ ობიექტებსა და დედამიწის "სტუმრებზეა” საუბარი. ავტორის ნებართვით, ამ წიგნიდან რამდენიმე ამონარიდს გთავაზობთ.
"ამო–ს ადრეული გამოსახულებები ესპანეთის, საფრანგეთის და ჩინეთის გამოქვაბულებებშია შემორჩენილი. მათი წლოვანება 10–15 ათასი წელია. ვარსკვლავებში გაფრენის შესახებ უძველეს დროში ძალიან ბევრს წერდნენ. საფრენ მანქანებზე საუბარია ძველ ტიბეტურ ტექსტებში, ეგვიპტურ პაპირუსებსა და ინდიელთა ლეგენდებში. ძველი ქრონიკები დაწვრილებით აღწერენ კოსმოში მოგზაურობას და მონაყოლს ნახატებითა და აპარატების აღწერილობით ადასტურებენ.
ერთ–ერთ ადრეულ წერილობით საბუთად, სადაც ამო–ა მოხსენიებული, მიჩნეულია ეგვიპტის V|| დინასტიის ფარაონის, თემოს მესამის მატიანე. მისი ტექსტი ასეთია: "ზამთრის მესამე თვეს, წელსა 27, დღის 6 საათზე ციდან ჩამოეშვა ცეცხლოვანი რგოლი. იგი ელვარებდა მზეზე მეტად. ადამიანები მუცელზე გაწვნენ, შემდეგ კი გაემართნენ ფარაონისკენ. მისი უდიდებულესობა ჩაფიქრდა, რადგან ასეთი მოვლენა სულ უფრო ხშირად მეორდებოდა. ფარაონი ჯართან ერთად ცისკენ იყურებოდა. ვახშმის შემდეგ რგოლები ზევით, სამხრეთის მიმართულებით გაუჩინარდნენ. ფარაონმა გუნდრუკის კმევა ბრძანა, რათა დედამიწაზე სიმშვიდეს დაესადგურებინა და ფაქტი "სიცოცხლის წიგნში” ჩაწერა”.
ჩვენს ერამდე V|| საუკუნის წყაროებში ხშირადაა ნახსენები იეზიკიელის მიერ დანახული ცეცხლოვანი ეტლი, რომელიც დაეშვა დედამიწაზე და თვითმხილველი ბორტზე აიყვანა. "ეტლის შუაგულიდან გამოჩნდა ადამიანის მსგავსი ოთხი ცხოველი”, – იტყობინება წყარო. მონათხრობი, განსაკუთრებით კი ეტლის დაჯდომა და აფრენა, რეალურს უახლოვდება.
ბელგიელმა მისიონერმა, ალბერტ დორვილმა ტიბეტის ქალაქ ლხასაში ასეთი ჩანაწერი გააკეთა: "1661 წლის ნოემბერში ჩემი ყურადღება ცაზე მოძრავმა საგანმა მიიპყრო. ჯერ მეგონა, რომ ეს უცნობი ჯიშის ფრინველი იყო, მაგრამ ახლოს მისვლისას სხეულმა ჩინური შლაპის ფორმა მიიღო. ის ნელ–ნელა ბრუნავდა. ქალაქის თავზე ორი წრე დაარტყა და გაუჩინარდა. ჩემს თავს ვეკითხებოდი, სიმაღლის გამო ხომ არ მომეჩვენა, მაგრამ ლამას რომ ვკითხე, დაინახა თუ არა, თავი დამიქნია და მითხრა: "შვილო ჩემო, რაც დაინახე, ჯადოსნობა არაა. სხვა სამყაროს არსებები არიან, რომლებიც ასწლეულების მანძილზე გვსტუმრობდნენ. მათ განავითარეს დედამიწის პირველი ადამიანები… ჩვენ მათი კარგად გვესმის. ისინი ხშირად ეშვებიან ჩვენს მონასტრებთან და გვასწავლიან იმას, რამაც წარსულის კატაკლიზმების დროს სამყარო შეცვალა”.
უძველეს ჩინურ ხელნაწერებში ჩვენს ერამდე V| საუკუნეში დედამიწაზე ამო–ს სტუმრობის ფაქტია აღწერილი. ერთ–ერთი ჰუმანოიდი, ხუან დი გარკვეული დროით იმპერატორიც კი გამხდარა. მან ჩინელებს ჭის გათხრა, მუსიკალური ინსტრუმენტების დამზადება, ნემსის ჩხვლეტით მკურნალობა და ბევრი სხვა რამ ასწავლა. შემდეგ კი თავის 70 თანატომელთან ერთად "დრაკონზე ამხედრებული” სიუნიუნას თანავარსკვლავედზე გაფრინდა.
დღემდე გამოუცნობი რჩებოდა, თუ როგორ დაამარცხა მშვილდ–ისრებით შეიარაღებულმა სიუს ტომმა 1876 წელს პოლკოვნივ კასტერის კბილებამდე შეიარაღებული რაზმი. ინდიელთა ლეგენდის მიხედვით, მათ ამ ბრძოლაში ღმერთები დაეხმარნენ. არქეოლოგმა ანუელა ბრუერმა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კრიპტოგრაფმა უოლტერ ფრობერმა არ დაიზარეს და ეს ვერსია შეამოწმეს. ბრძოლაში დაღუპულ ამერიკელ ჯარისკაცთა თავის ქალები გულდასმით შეისწავლეს. მათი უდიდესი ნაწილი გამდნარ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ეს მხოლოდ მძლავრი ლაზერული სხივის გამოყენებით იყო შესაძლებელი, რაც უცხოპლანეტელთა ნახელავზე მიუთითებს.
გერმანელმა არქეოლოგებმა ტიგრომისის ნაპირებთან მიაკვლიეს ელექტრობატარეებს, რომლებსაც გალვანურ ელემენტს და ვოლტზე 2.000 წლით ადრე იყენებდნენ. ჭურჭელში მჟავისგან შეჭმული ლითონის ცილინდრები იყო. გალვანური ელემენტი აღადგინეს და დენი გამოიმუშავა.
1967 წლის 13 ოქტომბერს საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა რაკეტით ჩამოაგდეს თეფშის მაგვარი ობიექტი. ნამსხვრევებიდან 5 ტანდაბალი ჰუმანოიდი გამოვიდა. ისინი ერთ ჯგუფად შეგროვდნენ და ბურთისმაგვარ მასად იქცნენ. მასა აგუგუნდა და აფეთქდა. როცა ყველაფერი ჩაწყნარდა, გაირკვა, რომ 25 სამხედრო მოსამსახურიდან მხოლოდ ორი გადარჩა, 23 კი გაქვავდა. უცნობი ენერგიის წყალობით, შეიცვალა დაღუპულთა რბილი ქსოვილების და შინაგანი ორგანოების სტრუქტურა.
Ufo-ს საუკეთესო მტკიცებულება უყურეთhttp://www.youtube.com/watch?v=RNIE0leMB6A...player_embeddedუცხოპლანეტელის რეალური კადრიhttp://www.youtube.com/watch?v=rg75Ug-sOKs...player_embedded This post has been edited by jabavar on 5 Jan 2012, 00:59