არამიწიერი სიცოცხლის დამამტკიცებელი საბუთი თუ მორიგი სიყალბე?
ერთი შეხედვით ძალიან უცნაური რამაა,სიმართლედ რომ მივიჩნიოთ,თუმცა ამან აღმოსავლეთ ციმბირის ორი მოსახლე ვერ შეაჩერა – ისინი ირწმუნებიან,რომ ირკუტსკის მახლობლად უცხოპლანეტელის გვამი ნახეს
მისი დასახიჩრებული სხეული თოვლში იყო დაგდებული.ამ მხარემ სახელი გაითქვა ამო-ებზე ხშირი დაკვირვებებით და აქ ხშირად მოდიან როგორც ადგილობრივი,ისევე უცხოელი მეცნიერები.ვიდეო,რომელზეც ნაპოვნია აღბეჭდილი,პრაქტიკულად მომენტალურად გავრცელდა:რამდენიმე დღეში 700 000-ზე მეტი ნახვა ჰქონდა.
შეტყობინებები ამო-ს ჩამოვარდნის შესახებ ყოველთვის იქცევდა ყურადღებას,განსაკუთრებით კი 1947 წლის როზუელის ინციდენტიდან მოყოლებული.მომხდარმა ამბებმა იმდენად იმოქმედა ხალხზე,რომ უცხოპლანეტელების გარეგნობაზე წარმოდგენაც კი შეექმნათ და ჰოლივუდში ფილმები გადაიღეს.მაგალითდ – „უცხოპლანეტელი",1982 წ.დასახიჩრებული სხეულის სიგრძე 60 სმ-ია და იგი სპილბერგის „უცხოპლანეტელს" მოგვაგონებს.სხვადასხვა ვერსიების თანახმად,გვამი ავარიისას დაიკარგა.ამ მხარეში ამო-ზე დაკვირვება,ბოლოს ამ ამბამდე 1 თვით ადრე მოხდა – სრულებით სავარაუდოა,რომ მომხდარ ავარიას მაშინ ჰქონდა ადგილი. ჩვენ თვალებს არ ვუჯერებდით,როდესაც ეს დავინახეთ.და ყველაზე უცნაური ის იყო ის,რომ იქ კოსმოსური ხომალდის არანაირი კვალი არ ჩანდა.ალბათ ხომალდი წაიყვანეს,ხოლო იგი(უცხოპლანეტელი) დარჩათ.
http://www.youtube.com/watch?v=HA9CPhyYyGU...player_embeddedსაიდუმლო მასალები – უცხოპლანეტელები
ეს ისტორია დაახლოებით 30 წლის წინ სამხედრო ბაზის – რაფ ვუდბრიჯის – ტერიტორიაზე მოხდა. მის შესახებ არსებულ დოკუმენტებთან შეხება მოლოდ 20 ადამიანს ჰქონდა. მათში აღწერილია უცნაური სამკუთხა ფორმის მოციმციმე ობიექტის გამოჩენა ვუდბრიჯში 1980 წლის 27 დეკემბერს
ობიექტი აშშ-ს საავაიაციო ბაზის წარმომადგენლებმა დაინახეს. ომბუდსმენის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ არანაირად შეიძლებოდა ახსნა იმისა, თუ რატომ არ უნდა სცოდნოდა ფართო საზოგადოებას ის, რაზეც ამდენი ხნის განმავლობაში მხოლოდ ჩურჩულებდნენ. ამ საიდუმლო მასალების გამოქვეყნება ბრიტანეთის 250-მა დეპარტამენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ მოითხოვა.
The Rendlesham Forest Incident – Part 1/3
საფოლკში მომხდარი უცნაური ისტორია ბრიტანეთში გამოჩენილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ყველაზე ცნობილი შემთხვევაა. მთავრობამ მისი გასაიდუმლოება მოახერხა, მაგრამ დამალვა – ვერა. იმ ადგილს სადაც ერთ დროს უცნობი ობიექტი დაეშვა, ღობე აქვს შემორტყმული. მეორე მსოფლიო ომის დროს მას აშშ-ს საჰაერო ძალები იყენებდნენ. ეს ადგილი მხოლოდ 1993 წელს დატოვეს. იგი რენდლეშემის ტყეშია ჩაკარგული, ამიტომ მასზე არსებულ ინფორმაციას "რენდლეშემის ფაილები” ჰქვია. ეს აკრძალული ფაილები საზოგადოების მკაცრი მოთხოვნის შემდეგ გამოაქვეყნეს.
UFO – The Rendlesham Forest Case – Part 1 of 6
ამერიკელთა ბაზას საშოაბოდ რამდენიმე უცნაური ფორმის ხომალდი ეწვია. ერთ-ერთ მათგანს რაღაც დაუზიანდა და იძულებულები გახდნენ შეჩერებულიყვნენ., რათა ხომალდი შეეკეთებინათ. ეს ისტორია უნიკალურად იმიტომ არის იჩნეული, რომ რომ იგი დაწვრილებით აღწერა ბაზის ხელმძღვანელის თანაშემწემ, მაღალჩინოსანმა, პოდპოლკოვნიკმა ჩარლზ ჰალტმა. მან პატაკი თავდაცვის სამინისტროს წარუდგინა. ამ ისტორიის შემდეგ იგი დააწინაურეს.
Col. Charles Halt USAF, Nov 12 , 2007
ჩარლზ ჰალტი
ჰალტი იტყობინებოდა, რომ ბაზის ორმა თანამშრომელმა ტყეში უცნაური მანათობელი ობიექტი შენიშნა, მიყვნენ მას და ნათლად დაინახეს, რომ იგი ლითონის იყო და ხეებს შორის მანევრირებდა, თანდათანობით ზემოთ აფრინდა და გაქრა. ბაზის ახლოს მდებარე ფერმის ცხოველები იმ მომენტში თითქოს გაცოფდნენ, დიდხანს იყო ხმაური და გნიასი, თუმცა ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ჰალტმა და მისჯმა თანამშრომლებმა დაცვა გააძლიერეს და უფრო დიდი ჯგუფებად დაიწყეს ტყეში პატრულირება. ორი დღის შემდეგ ობიექტი დაბრუნდა. ჰალტი იმ ღამესაც პატრულირებდა. ნათლად დაინახა მზესავით წითელი და მანათობელი ობიექტი. იგი 5 ნაწილად გაიყო, ერთ-ერთი მათგანი კი მიწაზე დროდადრო ნათელ სხივს აგზავნიდა, გარკვეული ხნის შემდეგ კი გაქრა. მესამე დღეს რაზმი რადიაციის დეტექტორებითა და დიქტოფონით შეიარაღებული, პატრულირებაზე გავიდა. ელექტრომოწყობილობა შეფერხებით მუშაობდა, დეტექტორები კი მაღალ რადიაციას აფიქსირებდა. ღამის 2 საათზე ჰალტმა და მისმა რაზმმა ხეების სიღრმეში კვლავ დაინახეს უცნაური ნათება. ისინი შიშმა შეიპყრო და დიქტოფონზე ჩაიწერეს რაც ხდებოდა. ფირის მოსმენისას მხოლოდ მათი შეშფოთებული შეძახილი ისმის: "ის ჩვენსკენ მოდის, ნამდვილად აქეთ მოემართება… რაღაც უცნაური ფორმა აქვს… ისინი სამხრეთიდან მოდიან… თანაც ზუსტად ჩვენსკენ… ეშმაკმა დალახვროს!.. " რამდენიმე ხანში სინათლის სხივი მათ თავზე გაჩერდა: "ეს არარეალურია” აღმოხდა ჰალტს.
უფოლოგები ირწმუნებიან, რომ ეს იყო ის კონტრაქტი, რომელსაც დიდი ხანია ელოდნენ. 30 წლის შემდეგაც კი ეს ადგილი უფოლოგთა ყურადღებას იპყობს. ამ თემაზე წიგნებიც არის დაწერილი. ერთმა ავტორმა რენდლეშემის ტყეს "შავი ხვრელის დინეი ლენდიც” კი დაარქვა. ტყეში დღესაც მორიგეობენ უფოლოგები. ერთ-ერთი წიგნის ავტორს, ბრენდა ბუტლერს ორი ჯგუფი აქვს შექმნილი. იგი ირწმუნება, რომ ის ადგილი, სადაც ჰალტმა უცხოპლანეტელები იხილა, დღესაც უცნაურია. ჳქ რადიაციის საკმაოდ მარალი დონეა, ხოლო ძაღლები იმ ადგილთან მიახლოებისას განუწყვეტლივ ყეფენ. ერთი წლის წინ იმ ადგილას დაუჯერებელი შემთხვევა მოხდა – ბუტლერის რაზმის წევრი რამდენიმე წუთით გაუჩინარდა. დაბრუნებული კი უცნაურ, ყველასათვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობდა. მათ ვინც მის ახლოს იდგა, წითელი, მწვანე და ცისფერი ბოჭკოვანი ოპტიკისათვის დამახასიათებელი ტიპის სინათლის სხივები ეცემოდა. ბუტლერი ანომალურ მოვნელებს იკვლევს. ირწმუნება რომ უცხოპლანეტელებთან კონტაქტი ქონდა მაშინ როცა ის 5 წლის იყო და რომ უცხოპლანეტელებმა რამდენჯერმე მოიტაცეს. ბუტლერის თქმით ამ ტყეში განსაკუთრებული ენერგიაა, იგი სხვა სამყაროში გადასასვლელ კარიბჭეს წარმოადგენს და უცხოპლანეტელებიც ამიტომ ეტანებიან.
რაც შეეხება ამ შემთხვევაზე გამოქვეყნებულ სხვა წიგნებს, ერთ-ერთის ავტორი – ჯეორჯინა ბრაუნი ირწმუნება, რომ ის სამი რამე დედამიწელებისა და უცხოპლანეტელების მესამე ტიპის ანუ ძალიან ახლო კონტაქტი იყო. ასტრონომ იან რიდპათს კი მიაჩნია, რომ სჰაერო ბაზის წამრმომადგენლები შეცდომაში შუქურამ და უჩვეულო ნათელმა , ვარსკვლავებით მოჭედილმა ცამ შეიყვანა. ამ ამბის ცოცხალი მოწმე, პოდპოლკოვნიკი ჩარლს ჰალტი 1991 წელს გადადგა. მისი თქმით მას მეორე მსოფლიო ომისდროინდელი მოჩვენება, "აღმოსავლელი ჩარლზიც” კი დაუნახავს იმ ადგილას, სადაც 1980 წლის მოვლენები დაიწყო.
უცხოპლანეტელები საქართველოში
სამყარო, რომლის შესახებაც დედამიწაზე ძალიან მწირ ინფორმაციას ვფლობთ და ხშირად მიწიერ მოკვდავებს ამ ინფორმაციის
დაჯერებაც გვიჭირს, მაინც ჩვენი ინტერესების საგნად რჩება, მით უფრო, როგორც მეცნიერები „გვაიმედებენ", 2012 წელს, ამ კეთილი, მაგრამ ამოუცნობი უცნობი არსებების დახმარება დედამიწელებს ძალიან დაგვჭირდება. როგორც უფოლოგები ამბობენ, უწყინარი უცხოპლანეტელები დედამიწას უფრო ხშირად განსაცდელის დროს ეწვევიან ხოლმე. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, წლების წინ მათ მეგრელებისა და გურულების მასპინძლობის გემოც კი გაიგეს. შეწყდა თუ არა ბოლო პერიოდში კავშირი უცხოპლანეტელებთან და რის მიხედვით არჩევენ ისინი ადამიანებს, რომლებთანაც კონტაქტის დამყარებას ცდილობენ, ამის შესახებ ცნობილი ქართველი უფოლოგის – თალეს შონიას შვილს, ერეკლე შონიას გავესაუბრეთ.
– ერეკლე, რატომ შეწყდა ბოლო პერიოდში კავშირი უცხოპლანეტელებთან, რატომ აღარ გამოდიან ისინი კონტაქტზე მიწიერ სამყაროსთან?
– ვერ ვიტყვი, რომ ეს კავშირები შეწყდა, უფრო, შემცირდა ინფორმაციის გავრცელება ამ კავშირების შესახებ. ბოლო პერიოდში მოდურია 2012 წელზე საუბარი. ამ საუბრებმა და მოლოდინმა თითქოს გადაფარა ის ინტერესი, რომელიც ადამიანებს მუდმივად ჰქონდათ უცხოპლანეტელების მიმართ, თუმცა, იმის ძიებაში, თუ რამ შეიძლება, გვიშველოს 2012 წლის შემდეგ, უცხოპლანეტელების თემა აქტუალობას არ კარგავს. უფრო მეტიც, მომავალ წელს ამერიკელები აპირებენ უფოლოგიასთან დაკავშირებული დახურული არქივების გახსნას, თუმცა, მათი გარკვეული ნაწილი მაინც საიდუმლოდ დარჩება. კაცობრიობა მალავს იმ ცოდნას, რაც მას აქვს არამიწიერ ცოცხალ არსებებთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ, ტექნიკური ცივილიზაციის თვალსაზრისით, ისინი ჩვენზე წინ არიან. ამის ნათელი მაგალითია ის, რომ ჩვენ მათთან ვერ მივდივართ, ისინი კი ძალიან ხშირად „გვსტუმრობენ”. ისინი ჩვენზე მეტად განვითარებულები და კეთილებიც არიან. ზოგიერთის სიმაღლე 40 სანტიმეტრიდან იწყება, მაგრამ, გვხვდებიან 4-5-მეტრიანი გიგანტი უცხოპლანეტელებიც. მათ ადამიანებისგან განსხვავებული თვალებისა და თითების რაოდენობა, კანის ფერი აქვთ. ჩვენი ინფორმაციით, არსებობენ 21 განსხვავებული კატეგორიის უცხო სხეულები. მათ ვიზიტებთან დაკავშირებით, არ გვაქვს მონაცემები სეზონურ მატებებზე – ზამთარსა და ზაფხულში ერთი და იგივე რაოდენობის კონტაქტი შეიძლება დაფიქსირდეს. მაგრამ, როგორც ადამიანების მონაყოლიდან ჩანს, ამ კონტაქტებისთვის უცხოპლანეტელები უმეტეს შემთხვევაში, ღამეს ირჩევენ, რადგან დღისით ბევრი გამაღიზიანებელი ფაქტორი არსებობს. ეს კონაქტები მუდმივად ფიქსირდება, უბრალოდ სხვადასხვა მიზეზების და გარემოებების გამო, ადამიანები ხშირად ერიდებიან ამაზე ხმამაღლა საუბარს. თუმცა, მთელ მსოფლიოში ცხოვრობს ათიათასობით ადამიანი, რომლებსაც პირადად ჰქონდათ კავშირი არამიწიერ ცოცხალ არსებებთან. კონტაქტის ყველაზე გავრცელებული ფორმა, როგორც ადრე, ისე ახლაც, არის საყოფაცხოვრებო ტიპის კონტაქტები, წარწერები, ქვების ცვენა. საყოფაცხოვრებო კონტაქტების დროს, ადამიანები ხშირად იგებდნენ საკუთარ მომავალსა და ბედს უცხოპლანეტელების მეშვეობით, რაზეც მათგან საკმაოდ უცნაური პასუხები მოდიოდა. როდესაც ჩვენ ვთხოვეთ ამ ადამიანებს, მეტი შეკითხვა დაესვათ ამოუცნობი არსებისთვის, თუ ვინ იყო ის, საიდან მოვიდა და რა მისია აქვს დედამიწაზე, ასეთ შემთხვევებში უფრო სერიოზულ და დალაგებულ პასუხებს იღებდნენ. საყოფაცხოვრებო და პირად კითხვებზე გაცემულ პასუხებში იყო მეტი იუმორი – როგორც ჩანს, ჩვენი უცხოპლანეტელი სტუმრები იუმორთან მწყრალად არ არიან (იცინის). კონტაქტის ასევე ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც ჩაჯდა ადამიანების სტერეოტიპში, არის ეგრეთ წოდებული მფრინავი თეფშის, – მანათობელი ხომალდის დანახვა. ამის მერე იწყება ახლო კონტაქტი, როცა ადამიანი ძალიან ახლოს ხედავს და გრძნობს ამ კავშირს. ყველა კონტაქტს თავისი სტადიები აქვს: ადამიანმა, შეიძლება, ჯერ შორიდან დაინახოს რაღაც, მისთვის გაურკვეველი ძალა, არამიწიერი ცოცხალი არსება, რომელიც ძალიან მალე მის ცხოვრებაში შემოიჭრება უფრო ახლო ფორმით, ანუ, ყველა კონტაქტს აქვს წინაპირობა, რომელსაც ადამიანი თავიდან ვერ გრძნობს.
– როგორც ჩანს, უცხოპლანეტელები კონტაქტის დამყარებამდე „მოთელვას" გადიან. რის მიხედვით არჩევენ ისინი ადამიანებს, ვისთანაც კონტაქტის დამყარება სურთ?
– იშვიათად ხდება, რომ არამიწიერმა ცოცხალმა არსებებმა პირდაპირ დაამყარონ კონტაქტი ადამიანებთან – ისინი, როგორც წესი, ჯერ „მოთელვას” გადიან: ახდენენ სიტუაციის შესწავლას და შერჩეულ პირებს ამზადებენ ამ კონტაქტებისთვის. მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც იმ ადამიანებს, ვინც, უცხოპლანეტელების ხილვის მოწმენი გახდნენ, უცხოპლანეტელებმა არამიწიერი, სხვა ტექნოლოგიებით გაუკეთეს ოპერაციები, გაუხსნეს მათ ის ცენტრები, რომლებიც ხელს უწყობს გარკვეული შეგრძნებების წარმოქმნას. ეს ცენტრი ძირითადად არის ტვინი, რომლის მანიპულაციაც მათ მიერ უფრო იოლად ხდება. არის იშვიათი შემთხვევები, როცა ადამიანი ხვდება და გრძნობს, როგორ უკეთებენ მას ოპერაციას. უფრო ხშირად კი ისინი აღწერენ, რომ მათ მძინარე მდგომარეობაში, უფრო სწორად, მდგომარეობაში ძილსა და სიფხიზლეს შორის, ჰქონდათ ურთიერთობა მნათ არსებებთან. ამ ყველაფრის შემდეგ ადამიანი ხშირად საკუთარ სხეულზე ხედავს ამ ურთიერთობის კვალს. საწყის ეტაპზე ის სუსტად გრძნობს თავს, მაგრამ, ორი-სამი დღის შემდეგ ამ ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ მას ენერგია ემატება. გარკვეული პერიოდის მერე იცვლება ასეთი ადამიანების ენერგეტიკა, იმუნიტეტი და მენტალიტეტიც კი. შესაძლოა, თავიდან ბოლომდე შეიცვალოს მისი მსოფლმხედველობა, მოემატოს ნიჭი. როგორც წესი, ასეთი ოპერაციების მიზანი კეთილშობილურია – თითქმის არ არსებობს პრაქტიკაში შემთხვევა, რომ ასეთი კონტაქტები ბოროტი შედეგით დასრულებულიყოს, ეს მხოლოდ ჰოლივუდური ფილმების სცენარებში ხდება ასე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ოპერაციებით უცხოპლანეტელები ამზადებენ ადამიანის ორგანიზმს კონტაქტებისთვის და მათ უხსნიან ფარულ რეზერვებს, რომელთა მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტის დანახვა, ვიდრე – ჩვეულებრივ შემთხვევაში. ასეთ ადამიანებს უცხოპლანეტელებთან კონტაქტის დროს შეუძლიათ, გაუძლონ იმ გამოსხივებასა და ზემოქმედებას, რაც ამ არამიწიერი ცოცხალი არსებებისგან მოდის. იმ ოპერაციებმა, რომლებიც საქართველოში ჩაატარეს უცხოპლანეტელებმა, მოგვცა საშუალება, დაგვესკვნა, რომ ოპერაციების უმეტესობა იყო საინფორმაციო, საკვლევი და სამკურნალო დანიშნულების. მათ შორის იყო ორმაგი დანიშნულების ოპერაციებიც – მათგან მოდიოდა როგორც ინფორმაცია ნაწერებისა და ნახატების სახით, ასევე, ვიღებდით კოსმოლოგიურ ნიშნებს და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ადამიანებს, თუ რის მიხედვით არჩევენ უცხოპლანეტელები კონტაქტორს, არსებობს ასეთი მოსაზრება: ადრე ფიქრობდნენ, რომ უცხოპლანეტელები უფრო იოლად შედიან კონტაქტში ბავშვებთან, რადგან მათ განსხვავებული აღქმა და სუფთა სამყარო აქვთ. ახლა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ კონტაქტს დაამყარებენ ბავშვთან, მოხუცთან, ნებისმიერი პროფესიისა და სოციალური ცენზის მქონე პირთან. არ არსებობს მათ მიერ ამოჩემებული კასტა, მაგრამ, საქართველოში არსებული დაკვირვებების შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ უცხოპლანეტელები ძირითადად კონტაქტს ამყარებენ იმ ადამიანებთან, რომლებიც ცხოვრობენ დაძაბულ გეოლოგიურ არეალში, სტრესულ გარემოში და მათ შველა სჭირდებათ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, უცხოპლანეტელებთან კონტაქტები უფრო ხშირია იქ, სადაც არსებობს მძიმე სოციალური ფონი და დაძაბული, სტრესული ოჯახური მდგომარეობა. როგორც ჩანს, უცხოპლანეტელები ხედავენ, როდის უჭირს ადამიანს და ამ შემთხვევაში ამყარებენ მასთან კონტაქტს. უცხოპლანეტელების კონტაქტები აქტიურდება მაშინაც, როცა ძლიერი სოციალური და პოლიტიკური კატაკლიზმების გამო საზოგადოება აღგზნებულია – ასეთ დროს კონტაქტები უფრო მასობრივია.
– ამ ლოგიკით, ძალიან დავვიწყებივართ ჩვენს უცხოპლანეტელებს ქართველები, ან, უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. მათი ბოლო ვიზიტი ჩვენთან როდის დაფიქსირდა?
– ფაქტი ისაა, რომ ეს კონტაქტები კაცობრიობის დასაბამიდან არსებობს. რაც შეეხება საქართველოში დაფიქსირებულ კონტაქტებს, ბოლო ერთი წელია, რაც სიმშვიდეა. 90-იან წლებში საქართველო ამ მხრივ ძალიან აქტიური ქვეყანა იყო, ბოლო კონტაქტი დაფიქსირდა გასულ წელს, სამეგრელოში. მასობრივი კონტაქტები დაიწყო ხობის რაიონის სოფლებში და მერე ზუგდიდის გარეუბნებშიც გაგრძელდა. თავიდან იყო შორიდან მცდელობები – ადამიანები ხედავდნენ ხომალდებს, მნათობებს; შემდეგ უფრო ახლო კონტაქტები დამყარდა – ადამიანები ყანაში ხედავდნენ არსებებს, რომლებიც მათ ესროდნენ კენჭებს; შემდეგ უკვე სახლებში დაიწყო საგნებმა ადგილის ცვლა. ეს გრძელდებოდა რამდენიმე თვე და ძალიან ცუდად დასრულდა – შეშინებულმა ადამიანებმა ქვების სროლა თავად დაუწყეს უხილავ არსებებს, აგინებდნენ მათ. ერთმა ქალმა ისიც კი თქვა, ქვის სროლამ ისე შემაშინა, რომ, გამოვედი გარეთ და იმდენი ვწყევლე ის უცხოპლანეტელი, ცოცხალი და მკვდარი ამოვუტრიალეო (იცინის). ამ აგრესიის გამო კონტაქტი აღარ განვითარდა, შეწყდა. როგორც ჩანს, ასეთი დახვედრით გადარეულმა უცხოპლანეტელებმა სასწრაფოდ დატოვეს სამეგრელო (იცინის). 90-იან წლებში, ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი კონტაქტი დაფიქსირდა გურიაშიც – ეს იყო კარგად შესწავლილი კონტაქტი, რომელიც საკმაოდ კარგად განვითარდა.
– გურულები, მეგრელებისგან განსხვავებით, აჰყვნენ უცხო სტუმრებს?
– როგორც ჩანს, აჰყვნენ. კენჭების სროლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო: ქვა ვარდნის დროს არღვევდა ფიზიკის ყველა, მათ შორის – ინერციის კანონს. გარდა ამისა ქვა, იყო ძალიან თბილი. იყო შემთხვევები, როცა ქვამ სტრუქტურა შეიცვალა და ფქვილივით დაიშალა. ისეთი შემთხვევაც დაფიქსირდა, როცა ჩამოვარდნილი ქვიდან ერთი თვე სითხე გამოდიოდა. ეს იყო ძალიან დიდი საკვლევი მასალა უფოლოგებისთვის. ამას ისიც დაემატა, რომ საგნებს ადგილები ეცვლებოდა ოჯახებში – ერთი ოჯახის ნივთი მეორე ოჯახში ხვდებოდა. ურთიერთობის გაგრძელებისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ საურთიერთობო ენას ავირჩევთ უცხო არსებებთან კონტაქტის დროს.
– როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ მის გვერდით უხილავი არსება იმყოფება?
– ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ ვიღაც უყურებს, გარკვეულ ხმებს გრძნობს ყურში. შესაძლოა, მომეტებული სიგრილე ან სითბო იგრძნოს – მოულოდნელი ტემპერატურის ცვლილებაც ამის ნიშანია. არ გქონიათ შემთხვევა, როცა ნივთს ტოვებთ ერთ ადგილზე და მერე ის სხვა ადგილზე გხვდებათ? იყო შემთხვევები საქართველოშიც, როცა ადამიანებმა აღმოაჩინეს საეჭვო მცენარე, რომელსაც ერთდროულად ჰქონდა რამდენიმე ბუნებრივი ციკლი. ისიც ითქვა, რომ ის მცენარე სხვა პლანეტიდან იყო მოტანილი. აღმოჩენილი იყო ორცხობილაც, რომელიც ერთ-ერთ ოჯახში მიწიერი ნივთიერებიდან გააკეთა უცხო არსებამ. ჩვენ გვინახავს წარწერები, გაკეთებული პომადით, თვალის ტუშით. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ძალიან ბევრმა ადამიანმა შეძლო უცხოპლანეტელებთან დალაგებული და კარგი კონტაქტის დამყარება. იყო რამდენიმე ისეთი შემთხვევაც, როცა უცხოპლანეტელებმა ხომალდში შეიყვანეს ადამიანი და თან წაიყვანეს კიდეც – ეს მოხდა საქართველოში, 1991-1992 წლებში. რამდენიმე ოპერაცია ჩვენი შეკვეთითაც ჩატარდა, რასაც ამ ადამიანების გამოჯანსაღება მოჰყვა. ერთ-ერთი მათგანი, რომელიც კუჭის წყლულით იყო დაავადებული, დღესაც ცოცხალია. კონტაქტების დიდი ნაწილი მყარდებოდა ქართულ და რუსულ ენებზე, ვინაიდან ახლა ჩვენთან უცხო ენების შესწავლის ტენდენციაა, გამორიცხული არ არის, მორიგი კონტაქტი ინგლისურ ენაზეც შედგეს.
– შეიძლება, უცხოპლანეტელთან კონტაქტის უნარი კონტაქტორის შთამომავლობას გენეტიკურად გადაეცეს? ამის მაგალითად თქვენი და მამათქვენის – თალეს შონიას ამბავიც ხომ არ კმარა?
– ეს ნამდვილად შესაძლებელია, თუმცა, ამას ვერ ვიტყვი ჩემს შემთხვევაში. ეს იყო ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანი საკვლევი თემა, რითაც მეც დავინტერესდი, თორემ, მე პირადად ახლო კონტაქტი უცხოპლანეტელებთან ნამდვილად არ მქონია. კონტაქტორები ხშირად ამბობენ, რომ, ის, ვინც მათთან კონტაქტობს, მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ტოვებს მათ და მათთან ერთადაა ბავშვობიდან სიბერემდე. როგორც აღწერენ, იმავეს ხედავენ მათი შვილები და შვილიშვილებიც, ანუ, ის ურთიერთობა და მფარველობა, რაც იმ სამყაროდან მოდის, დიდხანს გრძელდება. ეს კონტაქტი რამდენიმე თაობამ შეიძლება იგრძნოს, არის შემთხვევებიც, როცა ერთ კონტაქტორთან ურთიერთობას ამყარებს ერთი არსება, რომელსაც მერე სხვა არსება ცვლის.