მოკლედ დავწერ ამ ამოცანებს, უმარტივესია, პროსტა ტექნიკურ საგნებში ძალიან ნუბი და ხე ვარ, პრინციპი მაინც რომ მითხრათ მე თვითონ ამოვხსნი

ძალიან მჭირდება ხვალისთვის

1) მოძრავი მატარებლის მგზავრის სიჩქარე დედამიწასთან დაკავშირებულ ათვლის სისტემაში 12 მ/წმ-ია, თუ იგი მოძრაობს მატარებლის მოძრაობის მიმართულებით.
საპირისპიროდ მოძრაობისას მგზავრის სიჩქარე 8მ/წმ-ია
რა სიჩქარით მოძრაობს მატარებელი?
2) 0,8 მ/წმ სიჩქარით მოძრავი ესკალატორის კიბეზე მგზავრი ადის 0,2 მ/წმ სიჩქარით. რა დროში აივლის მგზავრი კიბეს, თუ ესკალატორის სიგრძე 50მ-ია?
რა შემთხვევაში იქნება ესკალატორზე მყოფი ადამიანი უძრავი დედამიწის მიმართ?
3) 72 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ეწევა 54 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ 200მ სიგრძის მატარებელს. რა დროში ჩაუქროლებს ავტომობილი მატარებელს? რა მანძილს გაივლის ამ დროში მატარებელი? გამოთვალეთ იგივე სიდიდეები,როდესაც ავტომობილი მატარებლის შემხვედრი მიმართულებით მოძრაობს.
4) მდინარის დინების მიმართულებით კატერი გარკვეულ მანძილს გადის 2სთ-ში, ტივი კი -- 8 სთ ში. რა დრო დასჭირდება კატერს იმავე მანძილის გასავლელად დინების საპირისპიროდ მოძრაობისას?
და ბოლო
5) ორი სხეული მოძრაობს წრფივად და თანაბრად. განსაზღვრეთ მათი სიჩქარეები, თუ შემხვედრი მიმართულებით მოძრაობისას ყოველ 6წმ-ში მათ შორის მანძილი 27მ-ით მცირდება, ხოლო ერთი და იმიავე მიმართულებით მოძრაობისას ყოველ 2 წმ-ში --- 3მ-ით იზრდება.
პასუხებზე მეტად თვითონ პრინციპი მინდა, თითოეული ამოცანის, მგონი ძალიან არ შეწუხდებით

მეტა: sv@mp WOO
პ.ს
ვიცი რომ ნუბი ვარ, არ დამცინოთ დსმატცი
This post has been edited by PrimoVictoria on 13 Oct 2011, 18:40