#48361716 · 16 Jul 2016, 06:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაკოპირებ ჩემივე პოსტს ფეისბუქიდან: აქვე მინდა ვთქვა, რომ არ ვტროლაობ და არც სირობა უცხოპლანეტელების მჯერა. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი პოსტები. ამ თემაზე არც მიფიქრია საერთოდ არც არასოდეს. მოკლედ მაინტერესებს იქნებ ვინემმ თუ დაინახა ის რაც ჩვენ დავინახეთ, იმიტომ რომ ბრმაც დაინახავდა იმდენად მკაფიოდ და აშკარად ჩანდა ეს ყველაფერი. კერძოდ მაინტერესებს სანამ უცებ მოტყდება რას აკეთებს ხოლმე. ორივეჯერ გავმაზე ეგ მომენტი მე პირადად:
"ეხლა 04:46 წუთია დილის. ლუკამ უკვე 40 წუთია რაც გაიღვიძა და გამოგვაფხიზლა მე და ნინო. ჰოდა დავდექი ფანჯარასთან და ვიხედები. შევამჩნიე ვარსკვლავის დონის სიკაშკაშის ობიექტი. თავიდან თვითმფრინავი მეგონა, იმიტომ რომ თვითმფრინავივით მიფრინავდა, მაგრამ... გაჩერდა და სიკაშკაშესაც დააკლდა. ისე რომ ძლივს ვხედავდი უკვე. რამოდენიმე წუთი დავაკვირდი, მაგრამ არ განძრეულა. ვიფიქრე ეტყობა ვარსკვლავი არის მეთქი(ან რაღაცა მეჩვენება თქო. შემოვედი აქეთ ოთახში და ნინოს ვეუბნები, მეთქი რაღაც სტრანნობა დავინახე, გუშინწინ რაც ვნახეთ იმას ჰგავს თქო(ამაზე ცალკე). ხოდა მივბრუნდი ფანჯრისკენ და... იქ აღარ დამხვდა. უკვე სულ სხვა ადგილას იყო-უფრო მოშორებით და მიფრინავდა იმდენად მაღალი სიჩქარით დასავლეთის მიმართლებით, რომ რამოდენიმე ათეული მახი მაინც იქნებოდა. ეგეთ სიჩქარეზე, წესით ხომალდის კორპუსი ალმოკიდებული უნდა იყოს, ჰაერთან ხახუნის გამო. შემდეგ უკვე ჩემს კორპუსს მოეფარა და ვეღარ დავინახე... რაც შეეხება, გუშინწინდელს მე, ნინო და ლუკა მოვდიოდით სანაპიროზე მანქანით საცობში და გმირთა მოედანზე, რომ გადმოსასვლელი ხიდია, იქ ავდივართ, რომ ძალიან მკაფიო შუქმა მიიპყრო ყურადღება და მარტო მე არა, ნინომაც დაინახა ეგ. საკმაოდ დაბლა იქნებოდა, ალბად 1 კმ სიმაღლეზე(თუკი თვითმფრინავის სიდიდის იყო მაგ შემთხვევაში). ეგრე იმიტომ კაშკაშებდა, რომ მზე ირეკლავდა, ხომალდის კორპუსიდან(ხომალდად იმიტომ მოვნათლე ზოგადად რომ არ ვიცი რა არის, მაგრამ სწრაფია აშკარად). ნინოს ვეუბნები, ნახე რა ლამაზია მეთქი(ფორმა ვერ გავარჩიეთ, უბრალოდ ლამაზი იყო ცაზე შებინდებისას ესეთი რამის დანახვა), მერე გზაზე გავხედე ისევ, რომ არ დავჯახებოდი წინ მიმავალ მანქანას. ასე მორიგეობით ვუყურებდით მე და ნინო ორი-სამი წამის განმავლობაში, მაგრამ რაღაც მეორე წამს უკვე იქ აღარაფერი აღარ დაგვხვდა. როცა პირველად ავიხედეთ და დავაფიქსირეთ, იმ მომენტშივე მივხვდი, რომ ეს ხომალდი, თუ ობიექტი არ მოძრაობდა და მხოლოდ ჩვენ ვმოძრაობდით მის მიმართ და როგორც კი მზის ანარეკლი ასცდა რაღაც მომენტში დავინახე კორპუსი, თმცა ფორმის გარჩევაზე ლაპარაკი ზედმეტია. ისედაც მინუსები მაქვს თვალებში. ანუ იმის თქმა მინდა, რომ მზის კაშკაშა ანარეკლის გარეშეც ჩანდა ცაზე და მეორე მომენტში უკვე აღარ დამხვდა როცა ავხედე. ლუკამ დაიწყო ჭუჭყუნი მაინცდამაინც და ნინომაც ვერ დააკვირდა კარგად ამ "გაქრობის" მომენტს, იმიტომ რომ ლუკას გახედა უკან. ეხლა ხალხო მითხარით, მარტო მე და ნინო ვართ ამის მომსწრე, თუ არის კიდევ ვინმე? WTF????????????"
პ.ს. ჩემი ახლობელი გამომეხმაურა და მითხრა, რომ ჩემს მიერ აღწერილი "ხომალდი" ურეკისგენ მიმავალ გზაზე შენიშნეს ჩოხატაურისკენ სადღაც 5 საათისკენ. 5 კაცი ვიყავითო და ვერ გავიგეთ ვერცერთმა რა იყოო. სიჩქარე თვალით რაც გავზომე, მიახლოებით გამოვიდოდა ასე 5-6 კილომეტრი წამში. ღლიცინი არ დაიწყოთ ტყუილად, იმიტომ რომ ეხლა ეგეც მაგარი მკიდია!
|